გაბრაზებული მოქალაქეები "ერისიონისთვის" სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის მოხსნას ითხოვენ

გაბრაზებული მოქალაქეები "ერისიონისთვის" სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის მოხსნას ითხოვენ

ინტერნეტში პეტიცია ვრცელდება, სახელწოდებით - მოეხსნას ერისიონს სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი და დაფინანსება. პეტიციით  მოქალაქეები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ ამ შინაარსის პეტიციის გავრცელება მოქალაქეებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ერისიონის რუსულენოვან საიტზე, erisioni.ru-ზე კრემლში დაგეგმილი მორიგი კონცერტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

Аmbebi.ge პეტიციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს და კულტურის სამინისტროს, მოუხსნათ ანსამბლ ერისიონს სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი და შეუწყვიტოთ დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რადგან ჩვენთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, ჩვენი გადახდილი გადასახადებით შევსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები ხმარდებოდეს ერისიონის კრემლში გასტროლებს.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, დე ფაქტო საზღვრის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე წვდომისა და სასმელ-სარწყავი წყლის გარეშე აღმოჩნდა. აღნიშნული ქმედებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს კონფლიქტის ზონასთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროებას და საკუთარი სოფლებიდან განდევნას, ავლებს მავთულხლართებს და აგრძელებს საქართველოს ანექსიას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გაუმართლებელია ჩვენი ქვეყნის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერისიონი, პუტინს და მის გარემოცვას ართობდეს კრემლში, და ამაში საქართველოს მოქალაქეები ვიხდიდეთ ფულს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან.

იმედს ვიტოვებთ, გაიზიარებთ ჩვენს პოზიციას და შემოუერთდებით პეტიციას, რომელიც გაეგზავნება კულტურის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს", - ნათქვამია პეტიციაში.

ონლაინ-პეტიციაში ხელმომწერთა სია ამ ბმულზე ფიქსირდება.

პეტიციის გავრცელების შემდეგ Ambebi.ge ჯემალ ჭკუასელს დაუკავშირდა.

იხილეთ სტატია: "ერისიონმა" უზარმაზარი ჯარიმების სანაცვლოდ კრემლში კონცერტი გააუქმა: "საშინელ სიტუაციაში ვართ"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება