ჯონ კერი - რუსეთისთვის სანქციები რამდენიმე დღეში დაწესდება

ჯონ კერი - რუსეთისთვის სანქციები რამდენიმე დღეში დაწესდება

რუსეთისთვის სანქციები რამდენიმე დღეში დაწესდება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კიევში განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკა მზად არის უკრაინის ცენტრალურ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს დახმარება აღმოუჩინოს ეკონომიკური გამოწვევებისთვის გასამკლავებლად და ქვეყანაში კორუფციის დასამარცხებლად.

გარდა ამისა, ქერიმ განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საკუთარი პოზიციების დაცვაში დაეხმარება, რაც რუსეთთან დავას უკავშირდება. სახელმწიფო მდივანი უკრაინას ასევე დაჰპირდა მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფასა და უკრანული კომპანიების დახმარებას, რაც მისი თქმით, მათ ახალი ბაზრების პოვნაში ხელს შეუწყობს.

ქერიმ მზადყოფნა გამოთქვა უკრაინაში ტექნიკური კონსულტანტების გაგზავნის შესახებ, რომლებიც ხელისუფლებას დაეხმარებიან ფინანსურ ბაზრებზე არსებულ ზეწოლას გაუმკლავდნენ, ასევე, ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნას, უკრაინის მოპარულ აქტივებთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად და ამ აქტივების დასაბრუნებლად.

გარდა ამისა, ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკრაინას დაჰპირდა, რომ ამერიკა 25 მაისის არჩევნებისთვის სპეციალურ ჯგუფს გაგზავნის, რომელიც ხელისუფლებას საარჩევნო პროცესების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებაში დაეხმარება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ ვინც რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სახის ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს, უნდა დაფიქრდეს, ეს თავად მასზე როგორ აისახება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა