ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე: 6 ადამიანი დაშავდა

ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე: 6 ადამიანი დაშავდა

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია