სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შტეფან ფულე - ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს
შტეფან ფულე - ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს

ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს­გან ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბას არ ითხოვს, - ამ თე­მა­ზე გან­მარ­ტე­ბა ევ­რო­კო­მი­სარ­მა შტე­ფან ფუ­ლემ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ა­კე­თა.

შტე­ფან ფუ­ლემ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის არსსა და მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ დო­კუ­მენ­ტის გარ­შე­მო ბევ­რი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი მითი არ­სე­ბობს. ამ კონ­ტექ­სტში, შტე­ფან ფუ­ლემ ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­დარ­ღე­ბა.

"და­სავ­ლე­თის სურ­ვი­ლი არ არის სა­ქარ­თვე­ლოს თავს უცხო ქვეყ­ნის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი მო­ახ­ვი­ოს. სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი ტრა­დი­ცი­ე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი გა­აჩ­ნია და ამის არა­ვის უნდა ეში­ნო­დეს. მა­გა­ლი­თად, ამ­ბო­ბენ, რომ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა ითხოვს ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას და ამის თავს მოხ­ვე­ვას. არა­ფე­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ასე­თი არ არ­სე­ბობს და ამ­გვა­რი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე არ დგას", - გა­ნა­ცხა­და ფუ­ლემ.

ევ­რო­კო­მის­რის გან­მარ­ტე­ბით, ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა, რაც ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცესს უკავ­შირ­დე­ბა, არის ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ღე­ბა, რაც მი­სი­ვე თქმით, ზო­გა­დად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნე­ბის­თვის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად.

"ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არის გა­რან­ტია იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის მო­პყრო­ბა არ იყოს დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი სქე­სის, რა­სის, ეროვ­ნე­ბის და სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით", - აღ­ნიშ­ნა შტე­ფან ფუ­ლემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შტეფან ფულე - ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს

შტეფან ფულე - ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს

ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს, - ამ თემაზე განმარტება ევროკომისარმა შტეფან ფულემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

შტეფან ფულემ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტის გარშემო ბევრი დაუსაბუთებელი მითი არსებობს. ამ კონტექსტში, შტეფან ფულემ ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხზეც გაამახვილა ყუდარღება.

"დასავლეთის სურვილი არ არის საქართველოს თავს უცხო ქვეყნის ფასეულობები მოახვიოს. საქართველოს თავისი ტრადიციები და ფასეულობები გააჩნია და ამის არავის უნდა ეშინოდეს. მაგალითად, ამბობენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას და ამის თავს მოხვევას. არაფერი ხელშეკრულებაში ასეთი არ არსებობს და ამგვარი კანონის მიღების ვალდებულება საქართველოს წინაშე არ დგას", - განაცხადა ფულემ.

ევროკომისრის განმარტებით, ერთადერთი მოთხოვნა, რაც ვიზალიბერალიზაციის პროცესს უკავშირდება, არის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება, რაც მისივე თქმით, ზოგადად, აუცილებელია ქვეყნებისთვის ადამიანის უფლებების დასაცავად.

"ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა არის გარანტია იმისა, რომ ადამიანებისათვის მოპყრობა არ იყოს დისკრიმინაციული სქესის, რასის, ეროვნების და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით", - აღნიშნა შტეფან ფულემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა