სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დააკავებენ თუ არა ბაჩო ახალაიას მეორე ადვოკატს? - გიორგი ონიანს ყოფილი თანამშრომლები ამხელენ
დააკავებენ თუ არა ბაჩო ახალაიას მეორე ადვოკატს? - გიორგი ონიანს ყოფილი თანამშრომლები ამხელენ

ბაჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატს, ყო­ფილ ძა­ლო­ვანს, გი­ორ­გი ონი­ანს ბრალს რომ წა­უ­ყე­ნებ­დნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ელო­და კი­დეც. ოპო­ნენ­ტე­ბი ხში­რად ახ­სე­ნებ­დნენ ძველ პე­რი­ოდს და ე.წ. ზონ­დერა­დაც მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. გი­ორ­გი ონი­ა­ნი ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში დიდ­ხანს მუ­შა­ობ­და და ხში­რად უნა­ხავთ თუნ­დაც მი­ტინ­გის დამრბევ პო­ლი­ცი­ე­ლებს შო­რის.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ხში­რად გა­მოთ­ქვამს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, რომ ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც უამ­რა­ვი პრე­ტენ­ზია არ­სე­ბობს და უამ­რა­ვი სა­ჩი­ვა­რია შე­სუ­ლი, ად­ვო­კა­ტის რან­გში მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გოგა ონი­ა­ნის მსგავ­სად, დღეს მოქ­მედ კი­დევ არა­ერთ ად­ვო­კატ­ზეა შე­სუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ჩი­ვა­რი (ძი­რი­თა­დად, ყო­ფილ პრო­კუ­რო­რებ­ზე). მათ შო­რის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­ო­რე ად­ვო­კა­ტი, რო­მეო სა­ჯა­ი­აც გახ­ლავთ. სა­ჯა­ი­ა­საც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ამ­ხელს უკა­ნო­ნო­ბა­ში და მის დას­ჯას მო­ი­თხოვს.

აქვე დავ­ძენთ: რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, გოგა ონი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩივ­რე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც აქვთ შე­ტა­ნი­ლი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დეს.

ონი­ა­ნის და­კა­ვე­ბას დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ად­ვო­კა­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით და­ა­კა­ვეს. გოგა ონი­ა­ნი 23 თე­ბერ­ვალს სა­ღა­მოს მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან ძა­ლო­ვა­ნებ­მა გა­მო­იყ­ვა­ნეს და ე.წ. "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ელ­ვის სის­წრა­ფით გავ­რცელ­და და­კა­ვე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა და თქვა, რომ სა­სა­მარ­თლოს სან­ქცი­ით მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა. გი­ორ­გი ონი­ანს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი სი­ყალ­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცია, ასე­ვე გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა ედე­ბა ბრა­ლად. სა­უ­ბა­რია იმ პე­რი­ოდ­ზე, როცა იგი გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ონი­ან­მა 2011 წელს კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის, ასე­ვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა და­ში­ნე­ბის მიზ­ნით, შპს "დაო პრინ­ტის" მე­ნე­ჯე­რი, და­ვით შა­თი­რიშ­ვი­ლი უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვა. შპს "დაო პრინ­ტი" იმ დროს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლო­გო­ი­ან მა­ი­სუ­რებს ამ­ზა­დებ­და და სწო­რედ ეს ფაქ­ტი გახ­და შა­თი­რიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი. ონი­ან­მა თა­ვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს და­ა­ვა­ლა პა­ტა­კის შედ­გე­ნა, თით­ქოს და­ვით შა­თი­რიშ­ვი­ლი უკა­ნო­ნოდ ინა­ხავ­და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას. რე­ა­ლუ­რად კი აღ­ნიშ­ნუ­ლი ში­ნა­არ­სის ინ­ფორ­მა­ცია გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებს მი­ღე­ბუ­ლი არ ჰქონ­დათ.

იმა­ვე დღეს, ონი­ა­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე და­ა­კა­ვეს და­ვით შა­თი­რიშ­ვი­ლი. პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­კა­ვე­ბულს პი­რა­დი ჩხრე­კა მხო­ლოდ და­კა­ვე­ბის შემ­დგომ ჩა­უ­ტა­რეს. თუმ­ცა მას რა­ი­მე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არ აღ­მო­აჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ვით შა­თი­რიშ­ვი­ლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო, გი­ორ­გი ონი­ა­ნის ბრძა­ნე­ბით, იგი გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გი­ორ­გი ონი­ან­მა საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელს წა­რუდ­გი­ნა მა­რი­ხუ­ა­ნა და და­ა­ვა­ლა, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლებ­ში აე­სა­ხა და­ვით შა­თი­რიშ­ვი­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ამ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ამო­ღე­ბის ფაქ­ტი, რაც სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. შე­დე­გად, და­ვით შა­თი­რიშ­ვილს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნი­სა და შე­ნახ­ვის­თვის ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც 11 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს და საქ­მე წა­რი­მარ­თა სა­სა­მარ­თლო­ში.

ასე­თია ბრალ­დე­ბის ფა­ბუ­ლა და ონი­ანს 8 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ ად­ვო­კატს გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უხ­და და ცუ­დად გახ­და. გი­ორ­გი ონი­ა­ნი ჩა­ფი­ძის კლი­ნი­კა­ში 12 სა­ათს იმ­ყო­ფე­ბო­და და ამის შემ­დეგ ისევ "მო­დულ­ში" და­აბ­რუ­ნეს.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, გი­ორ­გი ონი­ანს ამ­ხე­ლენ ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც. ალ­ბათ ისი­ნი ად­ვო­კატს სა­სა­მარ­თლო­ზე და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან. უკვე ცნო­ბი­ლია და­ზა­რა­ლე­ბულ და­ვით შა­თი­რიშ­ვი­ლის პო­ზი­ცია. მისი თქმით, ის 2011 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს "თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბა­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და გოგა ონი­ა­ნი, 3 პირ­თან ერ­თად. მარ­თა­ლია, ისი­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში იყ­ვნენ გა­მო­წყო­ბი­ლე­ბი, მაგ­რამ თან ჰქონ­დათ ია­რა­ღი და ასე წა­იყ­ვა­ნეს გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის პო­ლი­ცი­ა­ში.

"და­მა­კა­ვეს, რად­გან ვი­ყა­ვი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია "დაო პრინ­ტის" მე­ნე­ჯე­რი და ვას­რუ­ლებ­დი გარ­კვე­ულ შეკ­ვე­თებს. მო­ცე­მულ მო­მენ­ტში ვას­რუ­ლებ­დი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მა­ი­სუ­რე­ბის შეკ­ვე­თებს, კლი­პის­თვის. შეკ­ვე­თა შე­ვას­რუ­ლეთ და ამის მერე უკა­ნო­ნოდ და­მა­კა­ვეს. ონი­ან­მა შე­მიყ­ვა­ნა თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში. მა­გი­და­ზე დადო თეთრ ქა­ღალ­დში გახ­ვე­უ­ლი მა­რი­ხუ­ა­ნა და მი­თხრა: შენ იცი, რაც მო­გი­ვა და რაც მოხ­დაო. ვი­ყა­ვი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში, არ ვი­ცო­დი, რა მოხ­და. ვი­კი­თხე, რას ნიშ­ნავ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. მა­შინ მან მაჩ­ვე­ნა კლი­პი და მი­თხრა, - შენი დამ­ზა­დე­ბუ­ლი კლი­პით ქვე­ყა­ნას საფრ­თხე შე­ექ­მნაო. გარ­კვე­ვით მი­თხრა, რომ ჩემს ოჯახს შე­ექ­მნე­ბო­და დიდი საფრ­თხე, რა­მე­თუ ჩემი ბი­ნი­დან, ჩემი მე­უღ­ლის სა­მუ­შაო და ჩემი სა­მუ­შაო ოფი­სე­ბი­დან ამო­ი­ღებ­დნენ ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბებს. დე­და­საც დას­დევ­დნენ და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სახ­ლის ეზო­ში მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რაც ვი­პო­ვეთ. ონი­ან­მა მი­თხრა, მე­ღი­ა­რე­ბი­ნა, ნარ­კო­ტი­კი თით­ქოს ჩემი იყო. გარ­კვე­უ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ვარ­ჩიე და მათ შე­თა­ვა­ზე­ბას, რომ მა­რი­ხუ­ა­ნა თით­ქოს ჩემი იყო, ხელი მო­ვა­წე­რე. შემ­დგომ გა­და­მიყ­ვა­ნეს იზო­ლა­ტორ­ში და მერე - გლ­და­ნის ცი­ხე­ში", - ამ­ბობს შა­თი­რიშ­ვი­ლი. იგი 2 კვი­რა­ში 10.000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

შა­თი­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი სა­ჩი­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 2012 წელს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ შე­ვი­და და დღემ­დე ელო­დე­ბო­და რე­ა­გი­რე­ბას. იმე­დოვ­ნებს, რომ ონი­ა­ნი სა­კად­რი­სად და­ის­ჯე­ბა მისი უკა­ნო­ნო და­პა­ტიმ­რე­ბის­თვის.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ვნა­ხოთ, რა მა­სა­ლე­ბი გა­მომ­ზე­ურ­დე­ბა გოგა ონი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს სა­სა­მარ­თლო.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დააკავებენ თუ არა ბაჩო ახალაიას მეორე ადვოკატს? - გიორგი ონიანს ყოფილი თანამშრომლები ამხელენ

დააკავებენ თუ არა ბაჩო ახალაიას მეორე ადვოკატს? - გიორგი ონიანს ყოფილი თანამშრომლები ამხელენ

ბაჩო ახალაიას ადვოკატს, ყოფილ ძალოვანს, გიორგი ონიანს ბრალს რომ წაუყენებდნენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ელოდა კიდეც. ოპონენტები ხშირად ახსენებდნენ ძველ პერიოდს და ე.წ. ზონდერადაც მოიხსენიებდნენ. გიორგი ონიანი ძალოვან უწყებებში დიდხანს მუშაობდა და ხშირად უნახავთ თუნდაც მიტინგის დამრბევ პოლიციელებს შორის.

საზოგადოების ნაწილი ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ ყოფილი ძალოვანები, რომელთა მიმართაც უამრავი პრეტენზია არსებობს და უამრავი საჩივარია შესული, ადვოკატის რანგში მუშაობას აგრძელებენ. ჩვენი ინფორმაციით, გოგა ონიანის მსგავსად, დღეს მოქმედ კიდევ არაერთ ადვოკატზეა შესული პროკურატურაში საჩივარი (ძირითადად, ყოფილ პროკურორებზე). მათ შორის, ბაჩო ახალაიას მეორე ადვოკატი, რომეო საჯაიაც გახლავთ. საჯაიასაც არაერთი ადამიანი ამხელს უკანონობაში და მის დასჯას მოითხოვს.

აქვე დავძენთ: როგორც შევიტყვეთ, გოგა ონიანის წინააღმდეგ საჩივრები სხვა ადამიანებსაც აქვთ შეტანილი. არ არის გამორიცხული, ბრალი დაუმძიმდეს.

ონიანის დაკავებას დიდი ხმაური მოჰყვა. "ნაცმოძრაობის" წევრები მიიჩნევენ, რომ ადვოკატი პოლიტიკური მოტივით დააკავეს. გოგა ონიანი 23 თებერვალს საღამოს მისი საცხოვრებელი ბინიდან ძალოვანებმა გამოიყვანეს და ე.წ. "მოდულის" შენობაში გადაიყვანეს. ელვის სისწრაფით გავრცელდა დაკავებაზე ინფორმაცია. მთავარმა პროკურატურამ ოფიციალური განმარტება გააკეთა და თქვა, რომ სასამართლოს სანქციით მოხდა მისი დაკავება. გიორგი ონიანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ასევე განზრახ უკანონო დაკავება ედება ბრალად. საუბარია იმ პერიოდზე, როცა იგი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ონიანმა 2011 წელს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, შპს "დაო პრინტის" მენეჯერი, დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა. შპს "დაო პრინტი" იმ დროს "ქართული ოცნების" ლოგოიან მაისურებს ამზადებდა და სწორედ ეს ფაქტი გახდა შათირიშვილის დაკავების მიზეზი. ონიანმა თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა, თითქოს დავით შათირიშვილი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. რეალურად კი აღნიშნული შინაარსის ინფორმაცია გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებს მიღებული არ ჰქონდათ.

იმავე დღეს, ონიანის ორგანიზებითა და უშუალო ხელმძღვანელობით, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავეს დავით შათირიშვილი. პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკა მხოლოდ დაკავების შემდგომ ჩაუტარეს. თუმცა მას რაიმე ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დავით შათირიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო, გიორგი ონიანის ბრძანებით, იგი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს. გიორგი ონიანმა საქმის გამომძიებელს წარუდგინა მარიხუანა და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა დავით შათირიშვილის პირადი ჩხრეკისას ამ ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. შედეგად, დავით შათირიშვილს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და საქმე წარიმართა სასამართლოში.

ასეთია ბრალდების ფაბულა და ონიანს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ადვოკატს გამომძიებელთან შელაპარაკება მოუხდა და ცუდად გახდა. გიორგი ონიანი ჩაფიძის კლინიკაში 12 საათს იმყოფებოდა და ამის შემდეგ ისევ "მოდულში" დააბრუნეს.

როგორც ამბობენ, გიორგი ონიანს ამხელენ ყოფილი თანამშრომლებიც. ალბათ ისინი ადვოკატს სასამართლოზე დაუპირისპირდებიან. უკვე ცნობილია დაზარალებულ დავით შათირიშვილის პოზიცია. მისი თქმით, ის 2011 წლის 15 ოქტომბერს "თბილისი ცენტრალის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებაში უშუალოდ მონაწილეობდა გოგა ონიანი, 3 პირთან ერთად. მართალია, ისინი სამოქალაქო ფორმაში იყვნენ გამოწყობილები, მაგრამ თან ჰქონდათ იარაღი და ასე წაიყვანეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში.

"დამაკავეს, რადგან ვიყავი სარეკლამო კომპანია "დაო პრინტის" მენეჯერი და ვასრულებდი გარკვეულ შეკვეთებს. მოცემულ მომენტში ვასრულებდი ბერა ივანიშვილის მაისურების შეკვეთებს, კლიპისთვის. შეკვეთა შევასრულეთ და ამის მერე უკანონოდ დამაკავეს. ონიანმა შემიყვანა თავის კაბინეტში. მაგიდაზე დადო თეთრ ქაღალდში გახვეული მარიხუანა და მითხრა: შენ იცი, რაც მოგივა და რაც მოხდაო. ვიყავი გაურკვეველ ვითარებაში, არ ვიცოდი, რა მოხდა. ვიკითხე, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. მაშინ მან მაჩვენა კლიპი და მითხრა, - შენი დამზადებული კლიპით ქვეყანას საფრთხე შეექმნაო. გარკვევით მითხრა, რომ ჩემს ოჯახს შეექმნებოდა დიდი საფრთხე, რამეთუ ჩემი ბინიდან, ჩემი მეუღლის სამუშაო და ჩემი სამუშაო ოფისებიდან ამოიღებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. დედასაც დასდევდნენ და მოგვიანებით, სახლის ეზოში მოსასმენი აპარატურაც ვიპოვეთ. ონიანმა მითხრა, მეღიარებინა, ნარკოტიკი თითქოს ჩემი იყო. გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეს ვარჩიე და მათ შეთავაზებას, რომ მარიხუანა თითქოს ჩემი იყო, ხელი მოვაწერე. შემდგომ გადამიყვანეს იზოლატორში და მერე - გლდანის ციხეში", - ამბობს შათირიშვილი. იგი 2 კვირაში 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შათირიშვილის განცხადებით, მისი საჩივარი პროკურატურაში 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა და დღემდე ელოდებოდა რეაგირებას. იმედოვნებს, რომ ონიანი საკადრისად დაისჯება მისი უკანონო დაპატიმრებისთვის.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. ვნა­ხოთ, რა მასალები გამომზეურდება გოგა ონიანის წინააღმდეგ და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ