გრენბენშიკოვი თბილისში - "აკვარიუმის" სენსაციური დაბრუნება საქართველოში (+ვიდეო)

გრენბენშიკოვი თბილისში - "აკვარიუმის" სენსაციური დაბრუნება საქართველოში (+ვიდეო)

12 აპრილს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბორის გრენბენშიკოვი და ჯგუფი "აკვარიუმი" კონცერტს გამართავს. მომღერალი უკანასკნელად თბილისს 34 წლის წინ ეწვია, როდესაც დედაქალაქი როკ ფესტივალ "გაზაფხულის რიტმებს" მასპინძლობდა.

ჯგუფი ლენინგრადში დაარსდა და ის მალევე იქცა რუსული როკ-ანდერგრაუნდის ლიდერად.

აღსანიშნავია, რომ "აკვარიუმი" გასცდა პოსტ-საბჭოთა სივრცეს; ბორის გრენბენშიკოვმა ჩაწერა დუეტები დევიდ ბოუისთან, ლურიდთან, დეივ სტიუარტთან, მარკ ალმონდთან და თანამედროვეობის სხვა მრავალ საკულტო მუსიკოსებთან.

რაც შეეხება კონცერტს, რომელიც თბილისში 12 აპრილს გაიმართება, მის მიმართ ორგანიზატორებს დიდი მოლოდინები აქვთ. ეს იქნება "აკვარიუმის" სენსაციური დაბრუნება საქართველოში - ვკითხულობთ საიტზე, რომელიც ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლას გვამცნობს.

Ambebi.ge გთავაზობთ "აკვარიუმი"-ს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერას.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება