სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შავი და თეთრი მაგია თბილისში - ინტერვიუ თბილისელ "ჯადოქრებთან"
შავი და თეთრი მაგია თბილისში - ინტერვიუ თბილისელ "ჯადოქრებთან"

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სხვა­დას­ხვა ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მის არ­ქი­ვე­ბი­დან. ამ­ჯე­რად წარ­მო­გიდ­გენთ ჟურ­ნალ "გზის" 2002 წლის პუბ­ლი­კა­ცი­ას, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში არ­სე­ბულ იმ დრო­ინ­დე­ლი მა­გე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს.

***

ერთი უც­ნა­უ­რი ბიზ­ნე­სის შე­სა­ხებ გვინ­და გი­ამ­ბოთ - მა­გე­ბის ბიზ­ნე­სის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თურ­მე თბი­ლის­ში დიდი წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­კუ­თა­რი თვა­ლით დავ­რწმუნ­დით, რომ და-ძმა კე­რე­სე­ლი­ძე­ებს უამ­რა­ვი ხალ­ხი მი­მარ­თავს დახ­მა­რე­ბის­თვის. რო­გორც თვი­თონ აცხა­დე­ბენ, - ნიკა კე­რე­სე­ლი­ძე, თეთ­რი მა­გია, ალექ­სან­დრა - შავი. რამ­დე­ნად სა­ში­შია მათი სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის? ან რამ­დე­ნად სან­დო­ნი არი­ან ის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, თე­ატ­რა­ლუ­რი მოღ­ვა­წე­ნი თუ ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც თურ­მე მათი ხში­რი სტუმ­რე­ბი არი­ან და სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის თი­ლის­მე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად, მზად არი­ან საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხაც გა­ი­ღონ? რო­გორც ნიკა-მაგი ამ­ბობს, ერთ-ერთი ყო­ფი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის გათ­ვალ­ვი­სათ­ვის (იმი­სათ­ვის, რომ მას დრო­ის უმოკ­ლეს ვა­და­ში თა­ვი­სი სა­ვარ­ძე­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა), ერ­თმა ყვე­ლას­თვის ცნო­ბილ­მა კაც­მა, იმ­დე­ნი თან­ხა შეს­თა­ვა­ზა, რომ მის ოჯახს 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბო­და. რომ არა ეს ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი და კი­დევ ის ფაქ­ტი, რომ­ლის მოწ­მე­ნიც უნე­ბუ­რად გავ­ხდით, ალ­ბათ ეს მა­სა­ლა ჟურ­ნალ­ში არ მოხ­ვდე­ბო­და, რად­გან შარ­ლა­ტა­ნე­ბის, მკი­თხა­ვე­ბის თუ ცრუ­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი­სათ­ვის ჟურ­ნალს, მისი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­სო­დეს და­უთ­მია თა­ვი­სი ფურ­ცლე­ბი. ნი­კას მი­სა­ღებ­ში ვნა­ხეთ ერთი ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც თა­ვის ნამ­დვილ სა­ხელს მა­ლავს და სის­ტე­მა­ტუ­რად და­დის მათ­თან ბა­რა­ქის­თვის შე­სა­ლო­ცა­ვად. სამ­წუ­ხა­როდ, ვნა­ხეთ ერთი ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის სი­დედ­რიც, რო­მე­ლიც თურ­მე ყვე­ლაფ­რის­თვის მზა­დაა, "ოღონდ თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი­სა და სი­ძის გან­ქორ­წი­ნე­ბას შე­ეს­წროს".

ალ­ბათ, თქვენ­თვი­საც შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია არა იმ­დე­ნად ის, რომ ვი­ღა­ცამ გუ­ლუბ­რყვი­ლო ხალ­ხის ხარ­ჯზე შე­მო­სავ­ლის წყა­რო იპო­ვა, არა­მედ ის, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მზად არის, მა­გი­ურ ძალ­თა მეშ­ვე­ო­ბით მო­ი­წყოს ცხოვ­რე­ბა და უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ბედი და ნება, სა­კუ­თარ სურ­ვილს და­უ­მორ­ჩი­ლოს.

- ნიკა, რო­დის და­ინ­ტე­რეს­დი მა­გი­ით?

- მა­გი­ით ჩემს და­ინ­ტე­რე­სე­ბას უკვე დიდი ხნის ის­ტო­რია აქვს. ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად ავადვმყო­ფობ­დი. თა­ვის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი მა­წუ­ხებ­და, რო­მელ­საც გო­ნე­ბის და­ბინ­დვამ­დე მივ­ყავ­დი. ექი­მე­ბი დი­აგ­ნოზ­ზე ვერ თან­ხმდე­ბოდ­ნენ. ჩემს მშობ­ლებს ზოგი ეუბ­ნე­ბო­და, რომ შიდა ქა­ლის წნე­ვა მქონ­და, ზოგი კი, ჩემს ავად­მყო­ფო­ბას ეპი­ლეფ­სი­ურ მოვ­ლე­ნებს უკავ­ში­რებ­და. ასე გრძელ­დე­ბო­და მა­ნამ, სა­ნამ 14 წელი შე­მის­რულ­დე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ არ მო­ხერ­ხდა დი­აგ­ნო­ზის დას­მა, მშობ­ლებ­მა უკ­რა­ი­ნა­ში წა­მიყ­ვა­ნეს. იქა­ურ­მა ექი­მებ­მაც ვე­რა­ფე­რი გა­მი­გეს და ბო­ლოს ვი­ღა­ცამ გვირ­ჩია, რომ იქ იყო ერთი ქალი, რო­მე­ლიც ამ­გვარ უც­ნა­ურ და აუხ­სნელ ავად­მყო­ფო­ბას კურ­ნავ­და. მა­ნამ­დე კი, თეთ­რი მა­გი­ის მეშ­ვე­ო­ბით ად­გენ­და, თუ რის­გან იყო ეს და­ა­ვა­დე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი. მი­ვე­დით იმ ქალ­თან, რო­მელ­მაც ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვა - ოჯა­ხუ­რი წყევ­ლა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რად ჩემ­ზე მოქ­მე­დებ­და, რად­გან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და სუს­ტი აურა მქონ­და. ამ ქა­ლის სი­ახ­ლო­ვეს თავს სა­ოც­რად კარ­გად ვგრძნობ­დი. ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიმ­კურ­ნა­ლე და სა­ბო­ლო­ოდ გავ­თა­ვი­სუფ­ლდი იმ პრობ­ლე­მის­გან, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში სუს­ტი აუ­რის მქო­ნე ჩემს მემ­კვიდ­რე­ზე გა­და­ვი­დო­და. ჩემ­მა ოჯახ­მა ამ ქა­ლის სი­ახ­ლო­ვეს იგი­რა­ვა ბინა. უკ­რა­ი­ნა­ში სულ 2 წელი ვი­ცხოვ­რეთ და მო­ტი­ას (ასე ერ­ქვა მას) ხში­რი სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი. ბედ­ნი­ე­რად ვგრნობ­დი თავს, თუ მას რა­ღა­ცა­ში ხელს წა­ვაშ­ვე­ლებ­დი. ბა­ლა­ხებს მი­ვუ­ტან­დი, თი­ლის­მის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლას მი­ვუ­მარ­ჯვებ­დი. მის გვერ­დით შე­ვის­წავ­ლე ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მან იცო­და. 16 წლი­სას უკვე ხვავ­ზე და ბა­რა­ქა­ზე მა­ლოც­ვი­ნებ­და. მო­ტი­ას მემ­კვიდ­რე არ ჰყავ­და და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ (96 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა) მთე­ლი მისი და­შიფ­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი მე დამ­რჩა. თუმ­ცა, ამ ჩა­ნა­წე­რებს მე დღემ­დე ვერ ვი­ყე­ნებ, რად­გან ის ბა­ლა­ხე­უ­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც იქ არის მო­თხრო­ბი­ლი, აქ არ ხა­რობს. უკ­რა­ი­ნა­შიც კი, ერთი რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რე, მხო­ლოდ ერთი, კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლი­დან უნდა იყოს მოკ­რე­ფი­ლი, ისე ძალა არა აქვს. მა­გა­ლი­თად, არის ჭა­ო­ბის მცე­ნა­რე, რო­მე­ლიც ე.წ. "ბავ­შვის საშ­ვი­ლოს­ნოს" გარ­და, ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით გა­მოწ­ვე­ულ უშ­ვი­ლო­ბას კურ­ნავს. მე მქონ­და უშ­ვი­ლო­ბის 11 შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ამ ბა­ლა­ხის წყა­ლო­ბით განვკურ­ნე. თერ­თმე­ტი­ვე ოჯახ­ში ვაჟი და­ი­ბა­და. სამ­წუ­ხა­როდ, მათ­გან 2, და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ეს მცე­ნა­რე ივ­ნი­სი­დან ივ­ლი­სამ­დე უნდა მო­იკ­რი­ფოს. მკურ­ნა­ლო­ბას კარ­გი შე­დე­გი აქვს მა­ში­ნაც, რო­დე­საც უშ­ვი­ლო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია შე­ლოც­ვით, რო­მელ­საც ჩვენს ენა­ზე "ძის ჩა­კეტ­ვას" ვუ­წო­დებთ.

- ე.ი. უშ­ვი­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჯა­დოქ­რო­ბის­გან იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი?

- სამ­წუ­ხა­როდ, შე­იძ­ლე­ბა. "ძის ჩა­კეტ­ვა", ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ლოც­ვაა, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად ვხვდე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან ჩვენ­თან, გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბელს მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

- ახლა გა­მახ­სენ­და ჯან­და­რე­ლი ქალი, რო­მე­ლიც ასე­ვე ვი­თომ­და უშ­ვი­ლო­ბას კურ­ნავ­და. მა­შინ წერ­დნენ, რომ მისი მე­თო­დით ეშ­მა­კი­სე­უ­ლი ბავ­შვე­ბი და­ი­ბა­დე­ბოდ­ნენ, ბო­ლოს კი აღ­მოჩ­ნდა, რომ ქა­ლებს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ცრუ ფეხ­მძი­მო­ბა ჰქონ­დათ...

- მე არ ვიცი, ვინ იყო ის ქალი, ან რა მე­თო­დი ჰქონ­და ასე­თი, მაგ­რამ ერთი რამ მჯე­რა: ყვე­ლა ბავ­შვი უმან­კოა და ყო­ვე­ლი ბავ­შვის და­ბა­დე­ბა, მხო­ლოდ ღვთის ხელ­დას­ხმით ხდე­ბა.

- ღმერ­თი ახ­სე­ნეთ, მა­ინც მგო­ნია, რომ თქვენც და თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბაც ეკ­ლე­სი­უ­რო­ბის­გან შორს დგას.

- ღმერ­თიც მწამს და ეკ­ლე­სი­უ­რიც ვარ. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ბე­თა­ნი­ის მო­ნას­ტერ­ში ვცხოვ­რობ­დი. იქ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა წა­მიყ­ვა­ნა. მო­ნას­ტერ­ში ბე­რე­ბის­თვის მწირ საჭ­მელს ვა­წყობ­დი ხოლ­მე, მერე ვა­ლა­გებ­დი, ჭურ­ჭელს ვრე­ცხავ­დი. თა­ვი­სუ­ფალ დროს ვხა­ტავ­დი. რა­ტომ­ღაც იქ ხატ­ვის დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და. იქ ყოფ­ნამ ჩემ­ზე ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია და მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა. მი­ვა­ტო­ვე ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მა­ნამ­დე მა­ინ­ტე­რე­სებ­და (სპორ­ტის თით­ქმის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბე­ბიც მქონ­და, მაგ­რამ მო­ნას­ტერ­ში მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სპორ­ტის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხე­ო­ბა ცოდ­ვას­თან არის წილ­ნა­ყა­რი, რად­გან ვარ­ჯი­შობ იმი­ტომ, რომ სხვა და­ჯაბ­ნო, სხვას მო­უ­გო, და­ა­მარ­ცხო...). ეს ყვე­ლა­ფე­რი დავ­თმე, მაგ­რამ ახ­ლაც ვერ შე­ვეთ­ვი­სე ბო­ლომ­დე და დღემ­დე გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე გა­ჩე­რე­ბულ ადა­მი­ანს ვგა­ვარ. ერთ რა­მე­ში მინ­და და­მერ­წმუ­ნოთ - მარ­თლა ვცდი­ლობ, რომ ჩემი ცოდ­ნა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მხო­ლოდ სი­კე­თის სამ­სა­ხურ­ში იყოს. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მე ხომ ოთხი შვი­ლი მყავს. კარ­გად ვიცი, რომ ბო­რო­ტე­ბა არას­დროს არ დარ­ჩე­ბა და­უს­ჯე­ლი. ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სას­ჯე­ლი ის არის, რომ ცოდ­ვა მის მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე გა­და­დის.

- მა­ინც რა უბიძ­გებს ადა­მი­ანს იმის­კენ, რომ ვი­ღა­ცას ჯადო გა­უ­კე­თოს?

- ორი რამ. შავ მა­გი­ას ორი რამ ასულ­დგმუ­ლებს: შური და ეჭვი.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, ცო­ლე­ბი უფრო ხში­რად მი­მარ­თა­ვენ მა­გებს ქმრე­ბის და­საბ­რუ­ნე­ბუ­ლად თუ საყ­ვარ­ლე­ბი უფრო ხში­რად ცდი­ლო­ბენ სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის მო­ჯა­დო­ე­ბას?

- სამ­წუ­ხა­როდ, არც ცო­ლე­ბი და არც საყ­ვარ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ტოლს არ უდე­ბენ. ამ ბოლო დროს უფრო დავ­რწმუნ­დი იმა­ში, რომ ქალი, რო­მელ­საც კა­ცის ბო­ლომ­დე და­სა­კუთ­რე­ბა სურს, მარ­თლაც ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლია. ამ სურ­ვი­ლით გამ­სჭვა­ლულ ქალ­ბა­ტო­ნებს ხში­რად მე­სა­კუთ­რუ­ლი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ან შუ­რის­გე­ბა უფრო ამოძ­რა­ვებს, ვიდ­რე სიყ­ვა­რუ­ლი. მე ვცდი­ლობ შვე­ბა მივ­ცე მხო­ლოდ მათ, ვინც ნამ­დვი­ლად შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა, ჩემს მცდე­ლო­ბას, აღვძრა კა­ცის ან ქა­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო გრძნო­ბე­ბი, მხო­ლოდ მა­შინ აქვს აზრი და შე­დე­გი, რო­დე­საც ის, კაც­ში ან ქალ­ში მთლი­ა­ნად ჩამ­ქრა­ლი არაა. მე მე­სა­ჭი­რო­ე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის 15%. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ი­დუმ­ლო ის­ტო­რია მაქვს მოს­მე­ნი­ლი და ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვარ იმით, რომ ჩვენ­თან უკვე სის­ხლის და მი­რო­ნის აღ­რე­ვა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ბი­ძაშ­ვი­ლებს შო­რის, რძალ­სა და მაზლს შო­რის არის ისე­თი გრძნო­ბე­ბი, რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ქა­ლის და კა­ცის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გაჩ­ნდეს. ვხვდე­ბი მისი დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვებს. ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ხში­რად ჩემს მო­ტყუ­ე­ბა­საც ცდი­ლო­ბენ.

ამას წი­ნათ, ჩემ­თან ერთი ქალი მო­ვი­და. მე სა­ნამ საქ­მეს მოვ­კი­დებ ხელს, ვი­თხოვ სა­ბუთს, ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბას ან პას­პორ­ტს, რომ დავ­რწმუნ­დე, ის ქალი მარ­თლაც იმ კა­ცის ნამ­დვი­ლი ცო­ლია, ვის დაბ­რუ­ნე­ბა­საც და ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნა­საც მთხოვს. ქალ­მა, რო­დე­საც სა­ბუ­თი მოვ­თხო­ვე, მაჩ­ვე­ნა ქმრის და ოთხი შვი­ლის ფოტო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვარ­კვიე, რომ ის ბავ­შვე­ბი, სუ­ლაც არ იყ­ვნენ იმ ქა­ლის შვი­ლე­ბი და კა­ციც არ იყო მისი ქმა­რი.

- ძი­რი­თა­დად რა პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს?

- უშუ­ა­ლოდ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ჩემ­თან არ მო­დი­ან, რა­საც ვერ ვი­ტყვი მათ მე­უღ­ლე­ებ­ზე. ბევ­რი მათ­გა­ნი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტე­ლე­ვი­ზი­ით ვნა­ხე და მერე მივ­ხვდი, ვინ ყო­ფი­ლა ჩემი "პა­ცი­ენ­ტი". ბიზ­ნეს­მე­ნებს ბა­რა­ქა და წარ­მა­ტე­ბა სჭირ­დე­ბათ და ძი­რი­თა­დად, ამ თი­ლის­მას მიკ­ვე­თენ. ესტრა­დის თუ შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყო­ველ­თვის ბევრ ხალ­ხში ტრი­ა­ლე­ბენ და მათ სჭირ­დე­ბათ შე­ლოც­ვა ან შე­ნა­ლო­ცი ნივ­თი იმი­სათ­ვის, რომ თვა­ლი არ აი­ღონ. პო­ლი­ტი­კო­სებს აინ­ტე­რე­სებთ ჯა­დოს­გან დამ­ზღვე­ვი თი­ლის­მა, რომ­ლის ვა­დაც 10-დან 15 წლამ­დეა. მათი მე­უღ­ლე­ე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ქმრებს არ უმ­ხე­ლენ, ჯა­დო­სა და ავი თვა­ლის­გან რომ და­ა­ზღვი­ეს ქმრე­ბი. ჩვენს ენა­ზე, ამ დამ­ზღვევ თი­ლის­მას ჰქვია კო­დი­რე­ბა. თუ არ გა­იხ­სნა ეს კოდი, და­ზღვე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის აუ­რა­ში ვე­რა­ვინ შე­აღ­წევს. არც ყა­ვა­ში და არც კარტზე მკი­თხა­ო­ბი­სას მათი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო და ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა არ ჩანს. მათ თა­ვის ნე­ბას ვე­რა­ნა­ი­რი ძა­ლი­სა და გავ­ლე­ნის ადა­მი­ა­ნი ვერ მო­ახ­ვევს თავს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე­თი კო­დი­რე­ბუ­ლი და­ზღვე­ვა ჩვენს პრე­ზი­დენტს და მის ოჯახ­საც აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამის შე­სა­ხებ თვი­თო­ნაც არ იცი­ან.

- მო­სა­ლოდ­ნე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი ან პროგ­ნო­ზე­ბი არ აინ­ტე­რე­სებთ?

- რა თქმა უნდა, არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში მათი ინ­ტე­რე­სი იზ­რდე­ბა. კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს, კონ­კრე­ტუ­ლი დახ­მა­რე­ბა შე­მიძ­ლია აღ­მო­ვუ­ჩი­ნო, სა­ერ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ კი, იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბას ვერ გა­და­ურ­ჩე­ბა. ეს მოძ­რა­ო­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია...

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ უნდა მიხ­ვდეს ადა­მი­ა­ნი, რომ მას ნამ­დვი­ლად თეთრ მაგ­თან აქვს საქ­მე.

- ეს მარ­თლაც ძა­ლი­ან ძნე­ლი საქ­მეა, რად­გან იშ­ვი­ა­თად ვინ­მე თუ აღი­ა­რებს, რომ შავ მა­გი­ას­თან აქვს საქ­მე. ყვე­ლა თეთრ მა­გო­ბას იბ­რა­ლებს, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში სულ სხვა საქ­მი­ა­ნო­ბას მის­დევს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თა­დერ­თი - ინ­ტუ­ი­ცი­აა, რო­მე­ლიც ძნე­ლად ტყუვ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნი ინ­ტუ­ი­ცი­ით გრძნობს, რო­გორ სამ­ყა­რო­ში შე­დის: სი­კე­თის თუ ბო­რო­ტე­ბის. ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ატა­როს ჯვა­რი, ეკ­ლე­სი­ა­ში ნა­კურ­თხი ჯვა­რი, რო­მე­ლიც ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გზა­ზე ატა­რებს. დღეს ყვე­ლა­ნი მარ­თლაც დიდი სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ, რად­გან რუ­სეთ­ში უკვე ამოქ­მედ­და ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მა­გი­უ­რი სკო­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ტენ­დენ­ცია ჩვენ­კე­ნაც გად­მო­ი­ნაც­ვლებს. ეს სკო­ლე­ბი აქაც შე­იძ­ლე­ბა გა­იხ­სნას, რად­გან, სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი შავი მა­გე­ბი არი­ან. მო­ლის გა­კე­თე­ბუ­ლი ჯადო, ძა­ლი­ან ძნე­ლი მო­სახ­სნე­ლია. მათ ეკ­ლე­სი­ას­თან და ხატ­თა­ნაც კი გა­ბე­დეს მი­ახ­ლო­ე­ბა. არის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი შე­ლოც­ვა, რომ­ლის ერთ-ერთ მა­სა­ლა­დაც სა­ჭი­როა ნემ­სი ან ქინ­ძის­თა­ვი, რო­მე­ლიც 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხა­ტის უკან უნდა იყოს ჩარ­ჭო­ბი­ლი. ყვე­ლა­ზე სა­ში­შია ჯადო, რო­მე­ლიც მო­ლის მიერ არის შე­ნა­ლო­ცი და ისეთ ად­გილ­ზეა დაფ­ლუ­ლი, სა­დაც სა­საფ­ლაო და ეკ­ლე­სია ერ­თად არის. ასე­თი ად­გი­ლია ჩვენ­თან დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნი. და იცით იქ რა ხდე­ბა, იცით რამ­დე­ნი სა­ში­ნე­ლი სა­ი­დუმ­ლოა იქ დაფ­ლუ­ლი? ასე­თი ჯადო სა­სიკ­ვდი­ლოა. ადა­მი­ა­ნი ზოგ­ჯერ ისე­თი სას­ტი­კია, რომ სი­ტყვე­ბით ამის გად­მო­ცე­მა ძა­ლი­ან ძნე­ლია. ასე­თი ჯადო ზოგ­ჯერ "იძი­ნებს" ხოლ­მე, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია, ერთხე­ლაც მი­უ­ახ­ლოვ­დე, შე­არ­ყიო და გა­აღ­ვი­ძო, ის უკვე თა­ვი­დან იწყებს მოქ­მე­დე­ბას.

- და რა შვე­ლის მას? გა­მი­გია, რომ სას­წრა­ფოდ უნდა და­იწ­ვას, თუკი ვინ­მე მას აღ­მო­ა­ჩენს.

- არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. არას­დროს არ დაწ­ვათ ის, რად­გან არის სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც ცე­ცხლით უფრო ღვივ­დე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია, წყალს გა­ა­ტა­ნოთ, მაგ­რამ ესეც არ არის გა­მო­სა­ვა­ლი. ეს იმას ჰგავს, ნარ­კო­მან­მა წა­მა­ლი რომ გა­ი­კე­თოს და შპ­რი­ცი წყალს გა­ა­ტა­ნოს. შპ­რი­ცი გა­დაგ­დე­ბუ­ლია, მაგ­რამ წა­მა­ლი ხომ მოქ­მე­დებს, ან მო­ძღვარ­თან უნდა მიხ­ვი­დეთ და რწმე­ნა­ში გაძ­ლი­ერ­დეთ, ან თეთრ მაგს სთხო­ვოთ, რომ მისი მოქ­მე­დე­ბა გა­ა­უვ­ნე­ბელ­ყოს.

- თქვენ­თან რა ღირს ეს "გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფა"? სა­ინ­ტე­რე­სოა სხვა პრო­ცე­დუ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც.

- იმის დად­გე­ნა, სა­ერ­თოდ გაქვთ თუ არა ჯადო ან რა ტი­პი­საა ის, 10 ლარი ღირს. ბე­დის გახ­სნა და ბა­რა­ქა­ზე შე­ლოც­ვა ძა­ლი­ან უწყი­ნა­რი პრო­ცე­დუ­რაა და ის, 15 ლარი ღირს. შემ­დეგ იმის მი­ხედ­ვით იმა­ტებს ფასი, როცა სიძ­ლი­ე­რის ჯა­დოს­თან გვაქვს საქ­მე. სა­საფ­ლა­ო­ზე და ეკ­ლე­სი­ის სი­ახ­ლო­ვეს გა­კე­თე­ბულ ჯა­დოს 120 დო­ლა­რად ვხსნი.

- თქვენ­თან ფას­დაკ­ლე­ბა არ ცხად­დე­ბა ხოლ­მე?

- ამ თვე­ში, მა­გა­ლი­თად, ფას­დაკ­ლე­ბა მაქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, იმი­ტომ, რომ სა­აღ­დგო­მოდ მო­ტია მე­სიზ­მრა და მთხო­ვა, უფა­სოდ ან გან­სხვა­ვე­ბულ ფა­სად მოვმსა­ხუ­რე­ბო­დი ხალ­ხს. აი, ამი­ტომ, ის, რაც ადრე 65 ლარი ღირ­და, დღეს 15 ლა­რად კეთ­დე­ბა.

- ახლა კი მთა­ვარ კი­თხვას­თან მი­ვე­დით. რო­გორ მი­აღ­წიე იმას, რომ აქ ამ­დე­ნი ხალ­ხი მო­დის - ხარ კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი, დიდი მა­ტყუ­ა­რა თუ ორი­ვე ერ­თად?

- მე თეთ­რი მაგი ვარ და ხალ­ხს ვეხ­მა­რე­ბი ისე, რო­გორც შე­მიძ­ლია.

- ამას­თან ერ­თად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, თბი­ლი­სე­ლი ბი­ჭიც ხომ ხარ, ძმა­კა­ცებ­თან უხერ­ხუ­ლო­ბის გრძნო­ბა არ გაქვს?

- მე არ ვმა­ლავ იმას, რი­თიც ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ტე­ლე­ვი­ზი­ით რეკ­ლა­მა­საც კი ვუშ­ვებ­დი. ძმა­კა­ცე­ბიც შე­ე­გუვ­ნენ ჩემს ამ­ბავს. ზოგ­ჯერ მე­ხუმ­რე­ბი­ან, ხომ ვი­ცით ვინც ხარ, მაგ­რამ რო­დე­საც რა­ი­მეს გვა­ჩუ­ქებ, მა­ინც ფრთხი­ლად ვე­ხე­ბით ხოლ­მეო. მე მი­მაჩ­ნია, რომ სა­ჭი­რო საქ­მეს ვა­კე­თებ. არ შე­იძ­ლე­ბა ეჭ­ვის შე­ტა­ნა იმა­ში, რომ სამ­ყა­რო არის ენერ­გი­ე­ბის ბრძო­ლა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ცო­დეთ, რომ არ­სე­ბობს გა­დამ­დე­ბი ჯადო; რომ არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში ავი თვა­ლი, რო­მე­ლიც ოქ­რო­საც კი ბზა­რავს; და კი­დევ, უნდა იცოდ­ნენ ისიც, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან 1000-1200 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­დონ მაგ­თან იმი­სათ­ვის, რომ დას­ხდნენ იმ სკამ­ზე, რო­მე­ლიც მათ არ ეკუთ­ვნის. მე, ასეთ რა­მეს არა­სო­დეს ხელს არ ვკი­დებ, მაგ­რამ არ ვიცი, რას იზა­მენ სხვე­ბი...

- მა­გა­ლი­თად, თქვე­ნი და? - რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ შავი მა­გია. შე­უძ­ლია მე­დი­უ­მო­ბაც და სულ მალე, თბი­ლის­ში სა­კუ­თა­რი მა­გე­ბის ოფისს გახ­სნის?

- მე მა­გა­ლი­თად, მის ლა­პა­რაკს ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ. ამას­ვე გირ­ჩევ­დით თქვენც.

ალექ­სან­დრა კე­რე­სე­ლი­ძემ ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო, რომ და-ძმას არა­ნა­ი­რი სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი არ აქვს და ის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლად აპი­რებს გახ­სნას ოფი­სი, სა­დაც გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან (გა­წევ­რდე­ბი­ან) ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ ას­ტრალ­ში გას­ვლა. მსურ­ველ­თა შო­რის ბევ­რი მუ­სი­კო­სი იქ­ნე­ბა, რად­გან მათ­თვის ძა­ლი­ან ად­ვი­ლად ასათ­ვი­სე­ბე­ლია სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი­დან გას­ვლაო - გვი­თხრა ალექ­სან­დრამ და ისიც და­ა­მა­ტა, რომ ამ ხე­ლოვ­ნე­ბას უკვე და­უფ­ლე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის რამ­დე­ნი­მე წევ­რი, რო­მე­ლიც მას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. თბი­ლი­სე­ლი "ვედ­მა" (რო­გორც სა­კუ­თარ თავს სი­ა­მა­ყით უწო­დებს), ისე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი გვიყ­ვე­ბო­და თა­ვი­სი შავ­ბნე­ლი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ მოს­მე­ნი­ლის­გან და­ზაფ­რულ­მა, ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტსაც პირ­ჯვა­რი გა­დავ­სა­ხე, რო­დე­საც მან თა­ვი­სი არ და­ი­შა­ლა და "ვედ­მას" ფოტო გა­და­უ­ღო. ბი­ნი­დან გა­მოს­ვლი­სას ჯერ ლიფ­ტში "გა­ვი­ჭე­დეთ". მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მისი სა­უ­ბა­რი, დიქ­ტო­ფონ­მა რა­ტომ­ღაც ვერ ჩა­წე­რა. სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში კი, სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ვურ­ჩით ავა­რი­ას. ამის შემ­დეგ სად წა­ვი­დო­დით, თუ არა ეკ­ლე­სი­ა­ში.

მამა და­ვი­თი (ნო­ზა­ძე), სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მო­ძღვა­რი:

- პირ­ველ­ყოვ­ლი­სა უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის­თვის თეთ­რი და შავი მაგი ერთი და იგი­ვეა. მცდა­რია ის აზრი, რომ თეთ­რი მა­გე­ბი სი­კე­თის სამ­სა­ხურ­ში არი­ან, შა­ვე­ბი კი - ბო­რო­ტე­ბის. ჩემი აზ­რით, ეს იგი­ვეა, ადა­მი­ანს თეთ­რი ან შავი ტან­საც­მე­ლი ეც­ვას. ტან­საც­მლის ფერი ცვლის ამ ადა­მი­ა­ნის არსს? ისი­ნი, ვინც აცხა­დე­ბენ, რომ თეთ­რი მა­გე­ბი არი­ან, უფრო სა­ში­შე­ბი და მზაკ­ვრე­ბი არი­ან, ვიდ­რე ისი­ნი, ვინც გულ­წრფე­ლად აღი­ა­რე­ბენ, რომ შავ მა­გი­ას მის­დე­ვენ.

- რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ის, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი ნივ­თი მა­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ?

- ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. შე­იძ­ლე­ბა, მარ­თლაც და­ტო­ვოს ვინ­მემ ხა­ტის უკან ნემ­სი ან ქინ­ძის­თა­ვი, მაგ­რამ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მა­გი­ურ რი­ტუ­ალს ასე­თი მა­სა­ლით ამა­რა­გებს, თვი­თო­ნაც ეშ­მა­კის სამ­სა­ხურ­ში დგე­ბა და თუ არ მო­ი­ნა­ნია, და­ის­ჯე­ბა.

- ნიშ­ნავს თქვენ­თვის რა­ი­მეს ის ფაქ­ტი, რომ ახ­ლან­დე­ლი მაგი წი­ნათ ბე­თა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფერს, იმი­ტომ, რომ ჩემი აზ­რით, ეს ადა­მი­ა­ნი ბევრ რა­მეს იტყუ­ე­ბა.

- რას ურ­ჩევ­დით ამ და-ძმას, ან იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მათი ხში­რი სტუმ­რე­ბი არი­ან?

- სა­ერ­თოდ, დრო არის ისე­თი, რომ მათი მიმ­დევ­რე­ბი უფრო მომ­რავ­ლდე­ბი­ან და სამ­წუ­ხა­როდ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ოფი­სი მარ­თლაც გახ­სნან. მა­ცხო­ვა­რი ამ­ბობს: მოვ­ლენ მრა­ვალნნი ცრუქ­რის­ტე­ან­ნი, ცრუ­წი­ნას­წარ­მე­ტყველნნი, მი­ემ­სგავ­სე­ბი­ან ისი­ნი სათ­ნომ­ყო­ფელ ადა­მი­ა­ნებს, სი­კე­თის მკე­თე­ბელთ და შე­ეც­დე­ბი­ან, რჩე­უ­ლე­ბიც კი გა­ა­ცუ­რონ. ამ და-ძმას მე ვურ­ჩევ­დი, სინ­დი­სი­ე­რად შე­ხე­დონ თა­ვის ცხოვ­რე­ბას და შე­ა­და­რონ ის არა ცოდ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას, არა­მედ წმინ­და­ნე­ბი­სას. მო­უხ­მონ სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბას და მო­ი­ნა­ნი­ონ, რად­გან, მიღ­მურ სამ­ყა­რო­ში მხო­ლოდ ღმერ­თი და ან­გე­ლო­ზე­ბი კი არ არი­ან. მათ ელით ჯო­ჯო­ხე­თის უფსკრუ­ლი, თუკი ისი­ნი არ მო­იქ­ცე­ვი­ან ისე­ვე, რო­გორც წმ. კვიპ­რი­ა­ნე მო­იქ­ცა, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში იმა­ვე საქ­მი­ა­ნო­ბას მის­დევ­და, რა­საც ახლა ეს და-ძმა. კვიპ­რი­ა­ნემ სა­ხალ­ხოდ აღი­ა­რა თა­ვი­სი ცოდ­ვე­ბი. აღი­ა­რა ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა მოს­მე­ნის დრო­საც ხალ­ხი ტი­რო­და და ყუ­რებს ხე­ლე­ბით იცობ­და, მაგ­რამ მან ისე გულ­წრფე­ლად მო­ი­ნა­ნია, რომ ბო­ლოს ღირ­სი გახ­და მო­წა­მებ­რი­ვად აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მო­ნა­ნი­ე­ბა და ამ­ქვეყ­ნი­ურ სი­ა­მე­თა დათ­მო­ბა ძნე­ლი და მძი­მე ნა­ბი­ჯია, რომ­ლის გა­დად­გმაც დიდ ვაჟ­კა­ცო­ბას და რწმე­ნას მო­ი­თხოვს. აი, ამას ვუ­სურ­ვებ მათ.

ნანა ქი­ბი­შა­უ­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#25 20.06.2002

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შავი და თეთრი მაგია თბილისში - ინტერვიუ თბილისელ "ჯადოქრებთან"

შავი და თეთრი მაგია თბილისში - ინტერვიუ თბილისელ "ჯადოქრებთან"

Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემის არქივებიდან. ამჯერად წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2002 წლის პუბლიკაციას, რომელიც თბილისში არსებულ იმ დროინდელი მაგების შესახებ მოგვითხრობს.

***

ერთი უცნაური ბიზნესის შესახებ გვინდა გიამბოთ - მაგების ბიზნესის შესახებ, რომელიც თურმე თბილისში დიდი წარმატებით ხორციელდება. საკუთარი თვალით დავრწმუნდით, რომ და-ძმა კერესელიძეებს უამრავი ხალხი მიმართავს დახმარებისთვის. როგორც თვითონ აცხადებენ, - ნიკა კერესელიძე, თეთრი მაგია, ალექსანდრა - შავი. რამდენად საშიშია მათი საოჯახო ბიზნესი საზოგადოებისათვის? ან რამდენად სანდონი არიან ის ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, თეატრალური მოღვაწენი თუ ესტრადის ვარსკვლავები, რომლებიც თურმე მათი ხშირი სტუმრები არიან და სხვადასხვა დანიშნულების თილისმების დასამზადებლად, მზად არიან საკმაოდ სოლიდური თანხაც გაიღონ? როგორც ნიკა-მაგი ამბობს, ერთ-ერთი ყოფილი ფინანსთა მინისტრის გათვალვისათვის (იმისათვის, რომ მას დროის უმოკლეს ვადაში თავისი სავარძელი დაეტოვებინა), ერთმა ყველასთვის ცნობილმა კაცმა, იმდენი თანხა შესთავაზა, რომ მის ოჯახს 10 წლის განმავლობაში უზრუნველი ცხოვრება გარანტირებული ექნებოდა. რომ არა ეს ცნობილი სახეები და მათთან დაკავშირებული ამბები და კიდევ ის ფაქტი, რომლის მოწმენიც უნებურად გავხდით, ალბათ ეს მასალა ჟურნალში არ მოხვდებოდა, რადგან შარლატანების, მკითხავების თუ ცრუწინასწარმეტყველებისათვის ჟურნალს, მისი არსებობის განმავლობაში არასოდეს დაუთმია თავისი ფურცლები. ნიკას მისაღებში ვნახეთ ერთი ცნობილი ბიზნესმენის მეუღლე, რომელიც თავის ნამდვილ სახელს მალავს და სისტემატურად დადის მათთან ბარაქისთვის შესალოცავად. სამწუხაროდ, ვნახეთ ერთი ცნობილი მომღერლის სიდედრიც, რომელიც თურმე ყველაფრისთვის მზადაა, "ოღონდ თავისი ქალიშვილისა და სიძის განქორწინებას შეესწროს". 

ალბათ, თქვენთვისაც შემაშფოთებელია არა იმდენად ის, რომ ვიღაცამ გულუბრყვილო ხალხის ხარჯზე შემოსავლის წყარო იპოვა, არამედ ის, რომ ამდენი ადამიანი მზად არის, მაგიურ ძალთა მეშვეობით მოიწყოს ცხოვრება და უახლოესი ადამიანების ბედი და ნება, საკუთარ სურვილს დაუმორჩილოს.

- ნიკა, როდის დაინტერესდი მაგიით?

- მაგიით ჩემს დაინტერესებას უკვე დიდი ხნის ისტორია აქვს. ბავშვობაში ხშირად ავადვმყოფობდი. თავის საშინელი ტკივილი მაწუხებდა, რომელსაც გონების დაბინდვამდე მივყავდი. ექიმები დიაგნოზზე ვერ თანხმდებოდნენ. ჩემს მშობლებს ზოგი ეუბნებოდა, რომ შიდა ქალის წნევა მქონდა, ზოგი კი, ჩემს ავადმყოფობას ეპილეფსიურ მოვლენებს უკავშირებდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ 14 წელი შემისრულდებოდა. საქართველოში რომ არ მოხერხდა დიაგნოზის დასმა, მშობლებმა უკრაინაში წამიყვანეს. იქაურმა ექიმებმაც ვერაფერი გამიგეს და ბოლოს ვიღაცამ გვირჩია, რომ იქ იყო ერთი ქალი, რომელიც ამგვარ უცნაურ და აუხსნელ ავადმყოფობას კურნავდა. მანამდე კი, თეთრი მაგიის მეშვეობით ადგენდა, თუ რისგან იყო ეს დაავადება გამოწვეული. მივედით იმ ქალთან, რომელმაც ყველასგან განსხვავებული დიაგნოზი დამისვა - ოჯახური წყევლა, რომელიც ყველაზე ძლიერად ჩემზე მოქმედებდა, რადგან პატარა ვიყავი და სუსტი აურა მქონდა. ამ ქალის სიახლოვეს თავს საოცრად კარგად ვგრძნობდი. ორი თვის განმავლობაში ვიმკურნალე და საბოლოოდ გავთავისუფლდი იმ პრობლემისგან, რომელიც მომავალში სუსტი აურის მქონე ჩემს მემკვიდრეზე გადავიდოდა. ჩემმა ოჯახმა ამ ქალის სიახლოვეს იგირავა ბინა. უკრაინაში სულ 2 წელი ვიცხოვრეთ და მოტიას (ასე ერქვა მას) ხშირი სტუმარი ვიყავი. ბედნიერად ვგრნობდი თავს, თუ მას რაღაცაში ხელს წავაშველებდი. ბალახებს მივუტანდი, თილისმისთვის საჭირო მასალას მივუმარჯვებდი. მის გვერდით შევისწავლე ყველაფერი ის, რაც მან იცოდა. 16 წლისას უკვე ხვავზე და ბარაქაზე მალოცვინებდა. მოტიას მემკვიდრე არ ჰყავდა და გარდაცვალების შემდეგ (96 წლის ასაკში გარდაიცვალა) მთელი მისი დაშიფრული ჩანაწერები მე დამრჩა. თუმცა, ამ ჩანაწერებს მე დღემდე ვერ ვიყენებ, რადგან ის ბალახეული, რომლის შესახებაც იქ არის მოთხრობილი, აქ არ ხარობს. უკრაინაშიც კი, ერთი რომელიმე სახეობის მცენარე, მხოლოდ ერთი, კონკრეტული ადგილიდან უნდა იყოს მოკრეფილი, ისე ძალა არა აქვს. მაგალითად, არის ჭაობის მცენარე, რომელიც ე.წ. "ბავშვის საშვილოსნოს" გარდა, ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ უშვილობას კურნავს. მე მქონდა უშვილობის 11 შემთხვევა, რომელიც ამ ბალახის წყალობით განვკურნე. თერთმეტივე ოჯახში ვაჟი დაიბადა. სამწუხაროდ, მათგან 2, დაბადებისთანავე გარდაიცვალა. ეს მცენარე ივნისიდან ივლისამდე უნდა მოიკრიფოს. მკურნალობას კარგი შედეგი აქვს მაშინაც, როდესაც უშვილობა გამოწვეულია შელოცვით, რომელსაც ჩვენს ენაზე "ძის ჩაკეტვას" ვუწოდებთ.

- ე.ი. უშვილობა შეიძლება ჯადოქრობისგან იყოს გამოწვეული?

- სამწუხაროდ, შეიძლება. "ძის ჩაკეტვა", ერთ-ერთი გავრცელებული შელოცვაა, რომელსაც განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით საქართველოში, რადგან ჩვენთან, გვარის გამგრძელებელს მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

- ახლა გამახსენდა ჯანდარელი ქალი, რომელიც ასევე ვითომდა უშვილობას კურნავდა. მაშინ წერდნენ, რომ მისი მეთოდით ეშმაკისეული ბავშვები დაიბადებოდნენ, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ქალებს ხშირ შემთხვევაში ცრუ ფეხმძიმობა ჰქონდათ...

- მე არ ვიცი, ვინ იყო ის ქალი, ან რა მეთოდი ჰქონდა ასეთი, მაგრამ ერთი რამ მჯერა: ყველა ბავშვი უმანკოა და ყოველი ბავშვის დაბადება, მხოლოდ ღვთის ხელდასხმით ხდება.

- ღმერთი ახსენეთ, მაინც მგონია, რომ თქვენც და თქვენი საქმიანობაც ეკლესიურობისგან შორს დგას.

- ღმერთიც მწამს და ეკლესიურიც ვარ. გარკვეული პერიოდი ბეთანიის მონასტერში ვცხოვრობდი. იქ ჩემმა მეგობარმა წამიყვანა. მონასტერში ბერებისთვის მწირ საჭმელს ვაწყობდი ხოლმე, მერე ვალაგებდი, ჭურჭელს ვრეცხავდი. თავისუფალ დროს ვხატავდი. რატომღაც იქ ხატვის დიდი სურვილი მქონდა. იქ ყოფნამ ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია და მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. მივატოვე ყველაფერი ის, რაც მანამდე მაინტერესებდა (სპორტის თითქმის ყველა სახეობით ვიყავი გატაცებული და წარმატებებიც მქონდა, მაგრამ მონასტერში მეუბნებოდნენ, რომ სპორტის ნებისმიერი სახეობა ცოდვასთან არის წილნაყარი, რადგან ვარჯიშობ იმიტომ, რომ სხვა დაჯაბნო, სხვას მოუგო, დაამარცხო...). ეს ყველაფერი დავთმე, მაგრამ ახლაც ვერ შევეთვისე ბოლომდე და დღემდე გზაჯვარედინზე გაჩერებულ ადამიანს ვგავარ. ერთ რამეში მინდა დამერწმუნოთ - მართლა ვცდილობ, რომ ჩემი ცოდნა და შესაძლებლობა, მხოლოდ სიკეთის სამსახურში იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე ხომ ოთხი შვილი მყავს. კარგად ვიცი, რომ ბოროტება არასდროს არ დარჩება დაუსჯელი. ადამიანისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის არის, რომ ცოდვა მის მომავალ თაობაზე გადადის.

- მაინც რა უბიძგებს ადამიანს იმისკენ, რომ ვიღაცას ჯადო გაუკეთოს?

- ორი რამ. შავ მაგიას ორი რამ ასულდგმულებს: შური და ეჭვი.

- საინტერესოა, ცოლები უფრო ხშირად მიმართავენ მაგებს ქმრების დასაბრუნებულად თუ საყვარლები უფრო ხშირად ცდილობენ სასურველი მამაკაცის მოჯადოებას?

- სამწუხაროდ, არც ცოლები და არც საყვარლები ერთმანეთს ტოლს არ უდებენ. ამ ბოლო დროს უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ ქალი, რომელსაც კაცის ბოლომდე დასაკუთრება სურს, მართლაც ყველაფერზე წამსვლელია. ამ სურვილით გამსჭვალულ ქალბატონებს ხშირად მესაკუთრული პატივმოყვარეობა ან შურისგება უფრო ამოძრავებს, ვიდრე სიყვარული. მე ვცდილობ შვება მივცე მხოლოდ მათ, ვინც ნამდვილად შეყვარებულია. თუმცა, ჩემს მცდელობას, აღვძრა კაცის ან ქალის სასიყვარულო გრძნობები, მხოლოდ მაშინ აქვს აზრი და შედეგი, როდესაც ის, კაცში ან ქალში მთლიანად ჩამქრალი არაა. მე მესაჭიროება სიყვარულის 15%. ძალიან ბევრი საიდუმლო ისტორია მაქვს მოსმენილი და ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ ჩვენთან უკვე სისხლის და მირონის აღრევა შეინიშნება. ბიძაშვილებს შორის, რძალსა და მაზლს შორის არის ისეთი გრძნობები, როგორიც შეიძლება მხოლოდ ქალის და კაცის ურთიერთობაში გაჩნდეს. ვხვდები მისი დარღვევის შემთხვევებს. ქალბატონები ხშირად ჩემს მოტყუებასაც ცდილობენ.

ამას წინათ, ჩემთან ერთი ქალი მოვიდა. მე სანამ საქმეს მოვკიდებ ხელს, ვითხოვ საბუთს, ქორწინების მოწმობას ან პასპორტს, რომ დავრწმუნდე, ის ქალი მართლაც იმ კაცის ნამდვილი ცოლია, ვის დაბრუნებასაც და ოჯახის გადარჩენასაც მთხოვს. ქალმა, როდესაც საბუთი მოვთხოვე, მაჩვენა ქმრის და ოთხი შვილის ფოტო. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ის ბავშვები, სულაც არ იყვნენ იმ ქალის შვილები და კაციც არ იყო მისი ქმარი.

- ძირითადად რა პრობლემები აწუხებთ ცნობილ ადამიანებს?

- უშუალოდ ცნობილი ადამიანები, მაგალითად პოლიტიკოსები, ჩემთან არ მოდიან, რასაც ვერ ვიტყვი მათ მეუღლეებზე. ბევრი მათგანი მოგვიანებით ტელევიზიით ვნახე და მერე მივხვდი, ვინ ყოფილა ჩემი "პაციენტი". ბიზნესმენებს ბარაქა და წარმატება სჭირდებათ და ძირითადად, ამ თილისმას მიკვეთენ. ესტრადის თუ შოუბიზნესის წარმომადგენლები ყოველთვის ბევრ ხალხში ტრიალებენ და მათ სჭირდებათ შელოცვა ან შენალოცი ნივთი იმისათვის, რომ თვალი არ აიღონ. პოლიტიკოსებს აინტერესებთ ჯადოსგან დამზღვევი თილისმა, რომლის ვადაც 10-დან 15 წლამდეა. მათი მეუღლეები მეუბნებიან, რომ ქმრებს არ უმხელენ, ჯადოსა და ავი თვალისგან რომ დააზღვიეს ქმრები. ჩვენს ენაზე, ამ დამზღვევ თილისმას ჰქვია კოდირება. თუ არ გაიხსნა ეს კოდი, დაზღვეული პიროვნების აურაში ვერავინ შეაღწევს. არც ყავაში და არც კარტზე მკითხაობისას მათი შინაგანი სამყარო და ყოველდღიური ცხოვრება არ ჩანს. მათ თავის ნებას ვერანაირი ძალისა და გავლენის ადამიანი ვერ მოახვევს თავს. დარწმუნებული ვარ, ასეთი კოდირებული დაზღვევა ჩვენს პრეზიდენტს და მის ოჯახსაც აქვს გაკეთებული. თუმცა, შესაძლებელია, ამის შესახებ თვითონაც არ იციან.

- მოსალოდნელი პოლიტიკური კატაკლიზმები ან პროგნოზები არ აინტერესებთ?

- რა თქმა უნდა, არჩევნების პერიოდში მათი ინტერესი იზრდება. კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტული დახმარება შემიძლია აღმოვუჩინო, საერთო პოლიტიკური მოვლენების შესახებ კი, იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველო პატარა რევოლუციურ მოძრაობას ვერ გადაურჩება. ეს მოძრაობა უკვე დაწყებულია...

- საინტერესოა, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მას ნამდვილად თეთრ მაგთან აქვს საქმე.

- ეს მართლაც ძალიან ძნელი საქმეა, რადგან იშვიათად ვინმე თუ აღიარებს, რომ შავ მაგიასთან აქვს საქმე. ყველა თეთრ მაგობას იბრალებს, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა საქმიანობას მისდევს. ამ შემთხვევაში ერთადერთი - ინტუიციაა, რომელიც ძნელად ტყუვდება. ადამიანი ინტუიციით გრძნობს, როგორ სამყაროში შედის: სიკეთის თუ ბოროტების. ამიტომ, აუცილებელია ატაროს ჯვარი, ეკლესიაში ნაკურთხი ჯვარი, რომელიც ჭეშმარიტების გზაზე ატარებს. დღეს ყველანი მართლაც დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ, რადგან რუსეთში უკვე ამოქმედდა ძალიან ძლიერი მაგიური სკოლები. შესაბამისად, ეს ტენდენცია ჩვენკენაც გადმოინაცვლებს. ეს სკოლები აქაც შეიძლება გაიხსნას, რადგან, საქართველოში საკმაოდ ძლიერი შავი მაგები არიან. მოლის გაკეთებული ჯადო, ძალიან ძნელი მოსახსნელია. მათ ეკლესიასთან და ხატთანაც კი გაბედეს მიახლოება. არის ძალიან ძლიერი შელოცვა, რომლის ერთ-ერთ მასალადაც საჭიროა ნემსი ან ქინძისთავი, რომელიც 40 დღის განმავლობაში ხატის უკან უნდა იყოს ჩარჭობილი. ყველაზე საშიშია ჯადო, რომელიც მოლის მიერ არის შენალოცი და ისეთ ადგილზეა დაფლული, სადაც სასაფლაო და ეკლესია ერთად არის. ასეთი ადგილია ჩვენთან დიდუბის პანთეონი. და იცით იქ რა ხდება, იცით რამდენი საშინელი საიდუმლოა იქ დაფლული? ასეთი ჯადო სასიკვდილოა. ადამიანი ზოგჯერ ისეთი სასტიკია, რომ სიტყვებით ამის გადმოცემა ძალიან ძნელია. ასეთი ჯადო ზოგჯერ "იძინებს" ხოლმე, მაგრამ საკმარისია, ერთხელაც მიუახლოვდე, შეარყიო და გააღვიძო, ის უკვე თავიდან იწყებს მოქმედებას.

- და რა შველის მას? გამიგია, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწვას, თუკი ვინმე მას აღმოაჩენს.

- არავითარ შემთხვევაში. არასდროს არ დაწვათ ის, რადგან არის სახეობა, რომელიც ცეცხლით უფრო ღვივდება. უმჯობესია, წყალს გაატანოთ, მაგრამ ესეც არ არის გამოსავალი. ეს იმას ჰგავს, ნარკომანმა წამალი რომ გაიკეთოს და შპრიცი წყალს გაატანოს. შპრიცი გადაგდებულია, მაგრამ წამალი ხომ მოქმედებს, ან მოძღვართან უნდა მიხვიდეთ და რწმენაში გაძლიერდეთ, ან თეთრ მაგს სთხოვოთ, რომ მისი მოქმედება გააუვნებელყოს.

- თქვენთან რა ღირს ეს "გაუვნებელყოფა"? საინტერესოა სხვა პროცედურების ღირებულებაც.

- იმის დადგენა, საერთოდ გაქვთ თუ არა ჯადო ან რა ტიპისაა ის, 10 ლარი ღირს. ბედის გახსნა და ბარაქაზე შელოცვა ძალიან უწყინარი პროცედურაა და ის, 15 ლარი ღირს. შემდეგ იმის მიხედვით იმატებს ფასი, როცა სიძლიერის ჯადოსთან გვაქვს საქმე. სასაფლაოზე და ეკლესიის სიახლოვეს გაკეთებულ ჯადოს 120 დოლარად ვხსნი.

- თქვენთან ფასდაკლება არ ცხადდება ხოლმე?

- ამ თვეში, მაგალითად, ფასდაკლება მაქვს გამოცხადებული, იმიტომ, რომ სააღდგომოდ მოტია მესიზმრა და მთხოვა, უფასოდ ან განსხვავებულ ფასად მოვმსახურებოდი ხალხს. აი, ამიტომ, ის, რაც ადრე 65 ლარი ღირდა, დღეს 15 ლარად კეთდება.

- ახლა კი მთავარ კითხვასთან მივედით. როგორ მიაღწიე იმას, რომ აქ ამდენი ხალხი მოდის - ხარ კარგი ფსიქოლოგი, დიდი მატყუარა თუ ორივე ერთად?

- მე თეთრი მაგი ვარ და ხალხს ვეხმარები ისე, როგორც შემიძლია.

- ამასთან ერთად ჩვეულებრივი, თბილისელი ბიჭიც ხომ ხარ, ძმაკაცებთან უხერხულობის გრძნობა არ გაქვს?

- მე არ ვმალავ იმას, რითიც ვარ დაკავებული. ტელევიზიით რეკლამასაც კი ვუშვებდი. ძმაკაცებიც შეეგუვნენ ჩემს ამბავს. ზოგჯერ მეხუმრებიან, ხომ ვიცით ვინც ხარ, მაგრამ როდესაც რაიმეს გვაჩუქებ, მაინც ფრთხილად ვეხებით ხოლმეო. მე მიმაჩნია, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებ. არ შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ სამყარო არის ენერგიების ბრძოლა. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ არსებობს გადამდები ჯადო; რომ არსებობს ბუნებაში ავი თვალი, რომელიც ოქროსაც კი ბზარავს; და კიდევ, უნდა იცოდნენ ისიც, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან 1000-1200 დოლარი გადაიხადონ მაგთან იმისათვის, რომ დასხდნენ იმ სკამზე, რომელიც მათ არ ეკუთვნის. მე, ასეთ რამეს არასოდეს ხელს არ ვკიდებ, მაგრამ არ ვიცი, რას იზამენ სხვები...

- მაგალითად, თქვენი და? - რომელიც ამბობს, რომ შავი მაგია. შეუძლია მედიუმობაც და სულ მალე, თბილისში საკუთარი მაგების ოფისს გახსნის?

- მე მაგალითად, მის ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევ. ამასვე გირჩევდით თქვენც.

ალექსანდრა კერესელიძემ ჩვენთან საუბრისას კატეგორიულად უარყო, რომ და-ძმას არანაირი საოჯახო ბიზნესი არ აქვს და ის, აბსოლუტურად დამოუკიდებლად აპირებს გახსნას ოფისი, სადაც გაერთიანდებიან (გაწევრდებიან) ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ასტრალში გასვლა. მსურველთა შორის ბევრი მუსიკოსი იქნება, რადგან მათთვის ძალიან ადვილად ასათვისებელია საკუთარი სხეულიდან გასვლაო - გვითხრა ალექსანდრამ და ისიც დაამატა, რომ ამ ხელოვნებას უკვე დაუფლებულია სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის რამდენიმე წევრი, რომელიც მასთან თანამშრომლობს. თბილისელი "ვედმა" (როგორც საკუთარ თავს სიამაყით უწოდებს), ისე აღფრთოვანებული გვიყვებოდა თავისი შავბნელი საქმეების შესახებ, რომ მოსმენილისგან დაზაფრულმა, ფოტოკორესპონდენტსაც პირჯვარი გადავსახე, როდესაც მან თავისი არ დაიშალა და "ვედმას" ფოტო გადაუღო. ბინიდან გამოსვლისას ჯერ ლიფტში "გავიჭედეთ". მერე აღმოვაჩინე, რომ მისი საუბარი, დიქტოფონმა რატომღაც ვერ ჩაწერა. სამარშრუტო ტაქსიში კი, სასწაულებრივად გადავურჩით ავარიას. ამის შემდეგ სად წავიდოდით, თუ არა ეკლესიაში.

მამა დავითი (ნოზაძე), სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი:

- პირველყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტიანული ეკლესიისთვის თეთრი და შავი მაგი ერთი და იგივეა. მცდარია ის აზრი, რომ თეთრი მაგები სიკეთის სამსახურში არიან, შავები კი - ბოროტების. ჩემი აზრით, ეს იგივეა, ადამიანს თეთრი ან შავი ტანსაცმელი ეცვას. ტანსაცმლის ფერი ცვლის ამ ადამიანის არსს? ისინი, ვინც აცხადებენ, რომ თეთრი მაგები არიან, უფრო საშიშები და მზაკვრები არიან, ვიდრე ისინი, ვინც გულწრფელად აღიარებენ, რომ შავ მაგიას მისდევენ.

- რამდენად შესაძლებელია ის, რომ ეკლესიაში დატოვებული ნივთი მაგიური რიტუალის შესასრულებლად გამოიყენონ?

- ყველაფერი შესაძლებელია. შეიძლება, მართლაც დატოვოს ვინმემ ხატის უკან ნემსი ან ქინძისთავი, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც მაგიურ რიტუალს ასეთი მასალით ამარაგებს, თვითონაც ეშმაკის სამსახურში დგება და თუ არ მოინანია, დაისჯება.

- ნიშნავს თქვენთვის რაიმეს ის ფაქტი, რომ ახლანდელი მაგი წინათ ბეთანიაში ცხოვრობდა?

- აბსოლუტურად არაფერს, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ეს ადამიანი ბევრ რამეს იტყუება.

- რას ურჩევდით ამ და-ძმას, ან იმ ადამიანებს, რომლებიც მათი ხშირი სტუმრები არიან?

- საერთოდ, დრო არის ისეთი, რომ მათი მიმდევრები უფრო მომრავლდებიან და სამწუხაროდ, შესაძლებელია, ოფისი მართლაც გახსნან. მაცხოვარი ამბობს: მოვლენ მრავალნნი ცრუქრისტეანნი, ცრუწინასწარმეტყველნნი, მიემსგავსებიან ისინი სათნომყოფელ ადამიანებს, სიკეთის მკეთებელთ და შეეცდებიან, რჩეულებიც კი გააცურონ. ამ და-ძმას მე ვურჩევდი, სინდისიერად შეხედონ თავის ცხოვრებას და შეადარონ ის არა ცოდვილი ადამიანების ცხოვრებას, არამედ წმინდანებისას. მოუხმონ სინანულის გრძნობას და მოინანიონ, რადგან, მიღმურ სამყაროში მხოლოდ ღმერთი და ანგელოზები კი არ არიან. მათ ელით ჯოჯოხეთის უფსკრული, თუკი ისინი არ მოიქცევიან ისევე, როგორც წმ. კვიპრიანე მოიქცა, რომელიც წარსულში იმავე საქმიანობას მისდევდა, რასაც ახლა ეს და-ძმა. კვიპრიანემ სახალხოდ აღიარა თავისი ცოდვები. აღიარა ისეთი საშინელებები, რომელთა მოსმენის დროსაც ხალხი ტიროდა და ყურებს ხელებით იცობდა, მაგრამ მან ისე გულწრფელად მოინანია, რომ ბოლოს ღირსი გახდა მოწამებრივად აღსრულებულიყო. მონანიება და ამქვეყნიურ სიამეთა დათმობა ძნელი და მძიმე ნაბიჯია, რომლის გადადგმაც დიდ ვაჟკაცობას და რწმენას მოითხოვს. აი, ამას ვუსურვებ მათ.

ნანა ქიბიშაური

ჟურნალი "გზა"

#25 20.06.2002

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი რურუასთან დაკავშირებული ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

"შორენა ადრენალინზე გიჟდებოდა..." - ვინ არის ავარიით გარდაცვლილი 32 წლის გოგო, რომლის ფეისბუქ-პოსტმა ინტერნეტი მოიცვა

კორონავირუსი ნათია მეზვრიშვილსაც დაუდასტურდა - რას წერს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი "ფეისბუქზე"