უკრაინის შსს - რუსეთის ჯარების შეყვანის ლეგალიზებისთვის ამაღამ ყირიმში 3-4 რუსი ჯარისკაცის მკვლელობა იგეგმება

 უკრაინის შსს - რუსეთის ჯარების შეყვანის ლეგალიზებისთვის ამაღამ ყირიმში 3-4 რუსი ჯარისკაცის მკვლელობა იგეგმება

ღამით, ყირიმის ტერიტორიაზე უცნობები, რომლებიც თითქოს უკრაინელები არიან, 3-4 რუსი ჯარისკაცის მკვლელობას აპირებენ. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ველიჩკოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის გაკეთება იგეგმება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების შეყვანის ლეგალიზებისთვის.

"ჩვენ გვინდა, ეს ადამიანები გონს მოეგონ, რადგან ასეთი სახით სისხლისღვრის პროვოცირებას ახდენენ, რაც ყირიმში ნამდვილად არ ხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაიგოთ, რომ ადამიანთა სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია. გაითვალისწინეთ, რომ ვითარების მონიტორინგი ხდება და ყველა დამნაშავე დაისჯება", - აღნიშნა ველიჩკოვიჩმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა