ანგელა მერკელი ობამას - დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი რეალობას აღიქვამს, ის სხვა სამყაროშია

ანგელა მერკელი ობამას - დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი რეალობას აღიქვამს, ის სხვა სამყაროშია

დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი რეალობას აღიქვამს, ის სხვა სამყაროშია. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აშშ-ის პრეზიდენტ, ბარაქ ობამას ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განუცხადა. ინფორმაციას "ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს.

"პუტინი სხვა სამყაროშია", - განუცხადა ანგელა მერკელმა ბარაქ ობამას სატელეფონო საუბრისას.

ამასთან, ანგელა მერკელის პრესმდივნის, შტეფან ზიბერტის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა მიიღო მერკელის წინადადება, რომლის მიხედვითაც, ყირიმის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო მისია უნდა შეიქმნას.

აღნიშნული მისია გულისხმობს მომხდარი ფაქტების დადგენას და უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად პოლიტიკური დიალოგის დაწყებას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა