ლენინის ძეგლზე წითელი საღებავით "დიდება უკრაინას" მიაწერეს

ლენინის ძეგლზე წითელი საღებავით "დიდება უკრაინას" მიაწერეს

რუსეთში ლენინის ძეგლზე წითელი საღებავით "დიდება უკრაინას" მიაწერეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კრასნოიარსკში უცნობმა პირებმა ლენინის ძეგლს წითელი საღებავი გადაასხეს და ზედ "დიდება უკრაინას" წააწერეს.

უკრაინული მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივი პოლიცია არკვევს, თუ ვინ ჩაიდინა ვანდალიზმის აქტი.

ამასთან, კრასნოიარსკის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ხიდზე უკრაინელი ნაციონალისტების შავ-წითელი დროშა გამოფინეს, წარწერით "ციმბირი მაიდანთანაა".

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია