სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბს სევასტოპოლში უკრაინის არმია სრულად აკონტროლებს

სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბს სევასტოპოლში უკრაინის არმია სრულად აკონტროლებს

სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბს სევასტოპოლში უკრაინის არმია სრულად აკონტროლებს. როგორც რადიო "თავისუფლება" წერს, ამის შესახებ უკრაინის ფლოტის პრესცენტრში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, თავიანთი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე იმყოფება უკრაინული ფლოტის ყველა გემი, გარდა "გეტმან საგაუდაჩნისა", რომელიც ნატო-ს ბაზა "სუდ-ბეიზე" იმყოფება.

პრესცენტრის წარმომადგენლებმა ასევე უარყვეს რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინულმა ფრეგატმა რუსეთის საზღვაო ძალების დროშა აღმართა და ახლა ოდესისკენ მიემართება.

ამასთან, ფლოტის პრესსამსახურის ცნობით, ყირიმში განლაგებული სამხედრო-საზღვაო ძალების ყველა ნაწილი უკრაინის სარდლობას ექვემდებარება. თუმცა რუსი სამხედროების ჯგუფი შეიჭრა სამხედრო-საზღვაო ძალების სასწავლო ცენტრში, სევასტოპოლში, "კამაზში" ჩატვირთა და გაიტანა 200-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღის კასრი.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ სევასტოპოლში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილის შტურმი დაიწყო. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ პარტია "უდარის" წევრი დიმიტრი ბილოცერკოვეცი სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე წერდა.

"რუსულმა არმიამ სევასტოპოლში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების 39-ე დანაყოფის შტურმი დაიწყო. ჩვენებმა შესასვლელი "ბეტეერით" ჩახერგეს და თავდაცვისთვის ემზადებიან. ჟურნალისტებს ვთხოვთ გააშუქონ ეს", - წერდა დიმიტრი ბილოცერკოვეცი.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, სადაც 300-მდე ადამიანმა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეყვანა არასანქცირებულ მიტინგზე გააპროტესტა, სამართალდამცველებმა მომიტინგეთა დაკავება დაიწყეს.

ამ დროისთვის 15-მდე ადამიანია დაკავებული. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "არა ომს!".

ცნობილი გახდა, რომ დღესვე, საღამოს მოსკოვში სანქცირებული მიტინგია დაგეგმილი, რომელზეც უკრაინაში რუსეთის ჯარის შეყვანასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილებას დაუჭერენ მხარს.

მომზადებულია pravda.com.ua-ს მიხედვით.

იხილეთ ასევე: "ნატო ყირიმისკენ უნდა დაიძრას"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა