ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია რეპორტიორობას უბრუნდება. ამის შესახებ ტელეწამყვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
"უამრავი წლის მერე, დღეს პირველად ვიყავი რეპორტაჟის გადასაღებად და გამახსენდა, რამ შემაყვარა ასე არანორმალურად ჟურნალისტიკა... ამ წამს შემოვედით ტელევიზიაში მთელი დღის გადაღებების შემდეგ და მივხვდი, რომ ყველაზე გემრიელი, ყველაზე სასიამოვნო საქმე არის მიკროფონით ხელში გადაღებებზე სირბილი... რის პირდაპირი ეთერი... რის გადაცემა... რის სტუდია... მიკროფონს ხელიდან აღარ გავუშვებ... დღეიდან აქტიურად ვუბრუნდები რეპორტიორობას და არც ერთ კვირას აღარ ჩავაგდებ, რომ რეპორტაჟი არ გავაკეთო... მერე რა, რომ მთელი ღამე უნდა გავათენო სიუჟეტის დასამონტაჟებლად... ამხელა სიამოვნება არ მიმიღია თუ არ ვცდები 1999 წლიდან))))))) არარასოდეს ამ სიამოვნებაზე აღარ ვიტყვი უარს....
კვირის "პანორამაში" ვიწყებ რეპორტაჟებზე მუშაობას. პირველი სიუჟეტი - ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებულ მერობის კანდიდატებსა და ყოფილ მერზე იქნება... ))))", - წერს ინგა გრიგოლია.