"ვიდრე 16 წლის არ გავხდი, ჩემი დედამთილი უფლებას არ აძლევდა ჩემს მეუღლეს, ერთად გვეცხოვრა"

"ვიდრე 16 წლის არ გავხდი, ჩემი დედამთილი უფლებას არ აძლევდა ჩემს მეუღლეს, ერთად გვეცხოვრა"

ქუთაისში გაუჩინარებული 12 წლის გოგონა მარიამ სულაბერიძე პოლიციამ სახლში დააბრუნა. არასრულწლოვან გოგონას ოჯახის წევრები და პოლიცია დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ. წინასწარი ვერსიით, 12 წლის მარიამის გაუჩინარების ერთ-ერთ მიზეზად გათხოვება სახელდებოდა... ამ ფაქტს ძალიან მკაცრად გამოეხმაურა სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა, რომელიც დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს...

ლალი მოროშკინა:

- მე მიმაჩნია, რომ 16-17 წლამდე ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ ბიჭი სრულწლოვანია, აუცილებლად უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი და მკაცრად დაისაჯოს... მე კარგად მახსოვს, როგორ მომიტაცეს 15 წლის ასაკში. მაშინ ჩემებს განაცხადი რომ გაეკეთებინათ, ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა ჩემი მეუღლის ოჯახს. თუმცა მაშინ სხვა დრო იყო, ყველაფერი სხვანაირად დამთავრდა და მოტაცება ერთგვარი თბილისური მოდაც იყო... ახლა კი მიმაჩნია, რომ 12 წლის, ან თუნდაც 15 წლის ბავშვზე როცა ვსაუბრობთ, თუ მისი ტოლი სულელი პარტნიორის ნაცვლად მის გვერდში ზრდასრული ადამიანია, ეს სხვა არაფერია, თუ არა პედოფილია და ამის ჩამდენი აუცილებლად უნდა დაისაჯოს! როგორ შეიძლება, ამ ასაკის ბავშვის ქორწინების დადებით მხარეებზე ვისაუბროთ, როდესაც ფიზიოლოგიურად მოუმწიფებელია გოგონა და მორალურ სტრესსაც ისეთს მიიღებს, რომ აღარასოდეს აღარაფერი ეშველება. ჩვენ მივიღებთ დამახინჯებულ სულს, სხეულთან ერთად. 16 წლის ზემოთ კიდევ შეიძლება ქორწინების დადებით მხარეებზე ვისაუბროთ. თუმცა ადრე შექმნილი ოჯახები უმეტესად ინგრევა, ამ ასაკში შეუძლებელია ჩამოყალიბებული აზრი გქონდეს იმაზე, თუ რა არის ოჯახური ცხოვრება... რა არის თუნდაც მამაკაცთან ცხოვრება. საუბარია ორ ბავშვზე, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა იზრდებოდნენ მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ. მე გამიმართლა, რადგან ჩემს მეუღლეს არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავდა. ვიდრე 16 წლის არ გავხდი, ჩემი დედამთილი უფლებას არ აძლევდა ჩემს მეუღლეს, ერთად გვეცხოვრა...

იხილეთ სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია