რუსეთის მხრიდან ინტერვენცია ყირიმში მალე შეიძლება სრულიად აღმოსავლეთ უკრაინაზე გავრცელდეს , - ამის შესახებ სენატორმა ჯონ მაკკეინმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განაცხადა.
"ღრმად შეშფოთებული ვარ, რომ რუსეთის მხრიდან ინტერვენცია ყირიმში მალე შეიძლება სრულიად აღმოსავლეთ უკრაინაზე გავრცელდეს. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ რუსეთს ძვირი დაუჯდება სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა გააჟღეროს თუ კონკრეტულად რა მოჰყვება ამას რუსეთისთვის და გადადგას სწრაფი ნაბიჯები ამის განსახორციელებლად. რუსეთის მიერ ძალის გამოყენება უკრაინაში აშკარად ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს დაიცვას და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის თანახმად. არც ერთი ჩვენთაგანს არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი იმაში თუ რის ჩადენა შეუძლია პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში, მითუმეტეს, ახლა, როდესაც მან პარლამენტს მიმართა არა მხოლოდ ყირიმში, არამედ უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ. ყოველი მომენტი, რომელზეც აშშ და ჩვენი მოკავშირეები სათანადო პასუხს ვერ ვცემთ, პრეზიდენტ პუტინისთვის აშკარა სიგნალია, რომ ის შეიძლება იყოს უფრო ამბიციური და აგრესიული უკრაინაში სამხედრო ინტერვენციისას. ჩვენს განკარგულებაში უამრავი არჩევანია სამხედრო ძალის გამოყენების გარეშეც. მოვუწოდებ პრეზიდენტ ობამას, შეკრიბოს ჩვენი ევროპელი და ნატო-ს მოკავშირეები, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ თუ რა დაუჯდება რუსეთს ასეთი აგრესიის ჩადენა", - აღნიშნა გუშინ მაკკეინმა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.