წერეთელზე წყალსადენი გასკდა - ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან (+9 ფოტო)

წერეთელზე წყალსადენი გასკდა - ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან (+9 ფოტო)

წერეთლის გამზირზე, წყალსადენის დაზიანების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, წერეთლის გამზირის N103-თან, წყალსადენის 600 მმ-იან ქსელზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 12:00-დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წერეთლის გამზირს, თევდორე მღვდლის, კედიას, დიდუბის, ყიფიანის, ბათუმის, სოხუმის, ფოთის, გორის, ზუგდიდის, ქუთაისის, ვახუშტი ბაგრატიონის, ვორონინის, სამტრედიის, წყალტუბოს, მირცხულავას, აგლაძის, ჩალაძის, რობაქიძის 7-ს, დგებუაძის, სტანისლავსკის, ხოშარაულის, გოგოლაურის, გუდაუთის, დიდუბის დასახლების, ტრანსპორტისა და კარალეთის ქუჩებს.

დაზიანების აღმოფხვრისთვის ადგილზე კომპანიის საავარიო ბრიგადები მუშაობენ.

ფოტოები Ambebi.ge-ს მკითხველმა შეთხვევის ადგილიდან მოაწოდა.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია