ალექსანდრ ტურჩინოვი - რუსეთს სურს, უკრაინაში აფხაზეთის სცენარი განახორციელოს

ალექსანდრ ტურჩინოვი - რუსეთს სურს, უკრაინაში აფხაზეთის სცენარი განახორციელოს

რუსეთს სურს, უკრაინაში აფხაზეთის სცენარი განახორციელოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ბრიფინგზე განაცხადა. მან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ყირიმის ტერიტორიიდან რუსი სამხედროების გაყვანა მოსთხოვა.

"რუსეთმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ღია აგრესია დაიწყო. სამხედრო წვრთნების საბაბით, რუსეთმა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჯარები შემოიყვანა და მათ, არა მხოლოდ დაიკავეს ყირიმის პარლამენტი და მინისტრთა კაბინეტი, ცდილობენ კონტროლქვეშ აიყვანონ სამოქალაქო ობიექტები, კომუნიკაციები და უკრაინელი სამხედროების ადგილსამყოფელის ბლოკირებას ცდილობენ", - განაცხადა ტურჩინოვმა.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ რუსეთი ახდენს უკრაინის პროვოცირებას სამხედრო კონფლიქტისადმი.

"ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ამუშავებს აფხაზეთის მსგავს სცენარს, როდესაც კონფლიქტის პროვოცირებით დაიწყეს ტერიტორიის ანექსია", - აღნიშნა ტურჩინოვმა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს, არ ეგებიან პროვოკაციებს და არ მიდიან სამხედრო კონფლიქტზე, რათა ყირიმის მოსახლეობას საფრთხე არ შეუქმნან.

"პირადად მივმართავ პრეზიდენტ პუტინს მოთხოვნით, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაცია და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკიდან გაიწვიოს თავისი ჯარები, ასევე იმუშავოს მხოლოდ ხელმოწერილი შეთანხმებების ფარგლებში", - აღნიშნა ტურჩინოვმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა