სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სახლი ოპერის გვერდით - როგორ გამოიყურება ვიტალი კლიჩკოს საცხოვრებელი
სახლი ოპერის გვერდით - როგორ გამოიყურება ვიტალი კლიჩკოს საცხოვრებელი

უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სახ­ლებს გა­მო­ცე­მა korrespondent.net-მა სპე­ცი­ა­ლუ­რი სე­რია მი­უ­ძღვნა. გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში პარ­ტია "უდა­რის" ლი­დე­რის, ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს სახ­ლიც მო­ექ­ცა.

ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს კი­ე­ვუ­რი სახ­ლი ოპე­რის გვერ­დით, ხმელ­ნიც­კის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, 225 კვ.მ სახ­ლი, რო­მელ­შიც კლი­ჩკო თა­ვის ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნია და ის კლა­სი­კურ სტილ­ში 1901 წელ­საა აშე­ნე­ბუ­ლი.

კი­ე­ვის ცენ­ტრში გად­მოს­ვლამ­დე, კლი­ჩკო ხარ­კო­ვის მა­სივ­ში ცხოვ­რობ­და. მე­გობ­რებ­მა მას ურ­ჩი­ეს, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო შე­ნო­ბით, რო­მე­ლიც ოპე­რის გვერ­დით მდე­ბა­რე­ობ­და და რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და­ი­ბომ­ბა.

"შევ­თან­ხმდით და ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბა­რის მი­ხედ­ვით გა­ვა­კე­თე მთლი­ა­ნი სახ­ლის ფა­სა­დის რე­მონ­ტი, და­ვა­მონ­ტა­ჟე ლიფ­ტი, მო­ვა­წყე მან­სარ­დი. ამის გამო მი­ვი­ღე კი­ე­ვის ცენ­ტრში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა. მისი თქმით, შე­ნო­ბის რეს­ტავ­რი­რე­ბა მას 1 მლნ დო­ლა­რი და­უჯ­და.

წარ­მო­გიდ­გენთ ფო­ტო­ებს კლი­ჩკოს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ძმე­ბი კლი­ჩკო­ე­ბის 3 შიშ­ვე­ლი ფოტო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სახლი ოპერის გვერდით - როგორ გამოიყურება ვიტალი კლიჩკოს საცხოვრებელი

სახლი ოპერის გვერდით - როგორ გამოიყურება ვიტალი კლიჩკოს საცხოვრებელი

უკრაინის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსების სახლებს გამოცემა korrespondent.net-მა სპეციალური სერია მიუძღვნა. გასული წლის ნოემბრის დასაწყისში ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში პარტია "უდარის" ლიდერის, ვიტალი კლიჩკოს სახლიც მოექცა.  

ვიტალი კლიჩკოს კიევური სახლი ოპერის გვერდით, ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარეობს. როგორც გამოცემა წერს, 225 კვ.მ სახლი, რომელშიც კლიჩკო თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სამსართულიანია და ის კლასიკურ სტილში 1901 წელსაა აშენებული.

კიევის ცენტრში გადმოსვლამდე,  კლიჩკო ხარკოვის მასივში ცხოვრობდა. მეგობრებმა მას ურჩიეს, დაინტერესებულიყო შენობით, რომელიც ოპერის გვერდით მდებარეობდა და რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბომბა.

"შევთანხმდით და ისტორიული ცნობარის  მიხედვით გავაკეთე მთლიანი სახლის ფასადის რემონტი, დავამონტაჟე ლიფტი, მოვაწყე მანსარდი. ამის გამო მივიღე კიევის ცენტრში ცხოვრების უფლება", - განაცხადა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა. მისი თქმით, შენობის რესტავრირება მას 1 მლნ დოლარი დაუჯდა.

წარმოგიდგენთ ფოტოებს კლიჩკოს საცხოვრებელი სახლიდან.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე დაგაინტერესებთ: ძმები კლიჩკოების 3 შიშველი ფოტო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა