სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
4 ბავშვი, რომელთაც ათასობით ადამიანი სიკვდილისგან იხსნეს
4 ბავშვი, რომელთაც ათასობით ადამიანი სიკვდილისგან იხსნეს

შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ შთამ­ბეჭ­დავ­მა ის­ტო­რი­ებ­მა ვინ­მე გულ­გრი­ლი და­ტო­ვოს. ამ ბავ­შვებ­მა მსოფ­ლიო კე­თი­ლი საქ­მით შეც­ვა­ლეს.

ალექ­სან­დრა სკო­ტი: ალექ­სან­დრა სკო­ტი 1996 წელს აშშ-ის შტატ კო­ნექ­ტი­კუ­ტში და­ი­ბა­და. ალექ­სან­დრას 1 წლის ასაკ­ში ექი­მებ­მა ნე­ი­რობ­ლას­ტო­მის, ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. 2000 წელს რო­დე­საც 4 წლის გახ­და, მო­რი­გი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ დე­დას უთხრა, რომ რო­გორც კი სა­ა­ვად­მყო­ფოს და­ტო­ვებ­და, ლი­მო­ნა­თის გა­ყიდ­ვას აპი­რებ­და, რათა ექი­მე­ბის­თვის ფული შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა, რომ­ლე­ბიც სხვა პა­ტა­რებს და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. დე­დამ ქა­ლიშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა. ალექ­სან­დრამ ძმის დახ­მა­რე­ბით პირ­ვე­ლად ლი­მო­ნა­თე­ბის გა­ყიდ­ვით 2 000 დო­ლა­რი შე­აგ­რო­ვა და და­ა­ფუძნა ორ­გა­ნი­ზა­ცია - ალექ­სის ლი­მო­ნა­თის ფონ­დი (Alex’s Lemonade Stand Foundation). ალექ­სან­დრას ფონდში 1 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე თან­ხა შეგ­როვ­და, რო­მე­ლიც კი­ბოს კვლე­ვას მოხ­მარ­და. გო­გო­ნა 8 წლის ასაკ­ში 2004 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. დღეს ალექ­სის ფონ­დი ყო­ვე­ლი წლის ივ­ნის­ში, უქმე დღე­ებ­ზე საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექტს მას­პინ­ძლობს, რო­მელ­საც "ლი­მო­ნა­თის დღე­ებს" უწო­დე­ბენ. ყო­ველ წელს პრო­ექ­ტში 10 000-ზე მეტი მო­ხა­ლი­სე მო­ნა­წი­ლე­ობს, რომ­ლე­ბიც ბავ­შვთა კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვი­ან. წელს ალექ­სან­დრას 18 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და.

რა­ი­ან ჰრე­ლი­ა­კი: 1998 წელს 6 წლის კა­ნა­დე­ლი რა­ი­ან ჰრე­ლი­ა­კი შეძრწუნ­და, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ აფ­რი­კა­ში მისი თა­ნა­ტო­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ყო­ველ­დღე კი­ლო­მეტ­რე­ბი გა­ევ­ლოთ მხო­ლოდ იმის­თვის, რომ სახ­ლში წყა­ლი წა­ე­ღოთ. პა­ტა­რა რა­ი­ან­მა გა­და­წყვი­ტა, რომ აფ­რი­კის სო­ფელ­ში ჭა ამო­ე­თხა­რა. რა­ი­ა­ნის პირ­ვე­ლი ჭა 1999 წელს უგან­და­ში, სკო­ლის ეზო­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მე­გობ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ა­წყვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­კუ­თა­რი ფონ­დი Ryan’s Well Foundation და­ა­ფუძნა. რა­ი­ა­ნის წყა­ლო­ბით 16 ქვე­ყა­ნა­ში 667 სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. მისი წყა­ლო­ბით 714 000 ადა­მი­ა­ნი სუფ­თა წყალს სვამს. რა­ი­ა­ნი დღეს 22 წლი­საა და კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტია. კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტე­ბი ამა­ყო­ბენ, რომ მათ გვერ­დით სწავ­ლობს ბიჭი, რო­მე­ლიც 6 წლის ასაკ­ში გმი­რი გახ­და.

კეტი სტაგ­ლი­ა­ნო: 2008 წელს 9 წლის კეტი სტაგ­ლი­ა­ნომ სკო­ლი­დან სახ­ლში კომ­ბოს­ტოს პა­წა­წი­ნა თეს­ლი მი­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­მა სკო­ლის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ა­ტა­ნა. პა­ტა­რა კეტი კომ­ბოს­ტო­ზე ზრუ­ნავ­და და მალე ის 18 კილო გახ­და. გო­გო­ნამ სრუ­ლი­ად უან­გა­როდ კომ­ბოს­ტო ად­გი­ლობ­რივ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ი­ტა­ნა, სა­დაც უსახ­ლკა­რო­ე­ბის­თვის და მში­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უფა­სო სა­დი­ლი მზად­დე­ბო­და. კე­ტის კომ­ბოს­ტოს წყა­ლო­ბით, მზა­რე­უ­ლებ­მა გემ­რი­ე­ლი წვნი­ა­ნით 275 ადა­მი­ა­ნი და­ა­პუ­რეს. ამ ამ­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა გო­გო­ნამ გა­და­წყვი­ტა, სახ­ლის წინ ეზო­ში ბოს­ტა­ნი გა­ე­შე­ნე­ბი­ნა, სა­დაც ჯან­საღ ბოსტნე­ულს და­თე­სავ­და, შემ­დეგ კი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი Katie’s Krops და­ა­ფუძნა. კე­ტის მე­გობ­რე­ბიც ეხ­მა­რე­ბი­ან და მათი წყა­ლო­ბით სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცია ჯან­საღ ბოსტნე­ულს იღებს - სა­დი­ლი კი უფა­სოდ რიგ­დე­ბა. კეტი დღეს 14 წლის მოს­წავ­ლეა.

რე­ი­ჩე­ლი: პა­ტა­რა ამე­რი­კე­ლი გო­გო­ნა რე­ი­ჩე­ლი სა­კუ­თა­რი მე-9 და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ემ­ზა­დე­ბო­და, როცა ერთ-ერთი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლექ­ცი­ა­ზე მოხ­ვდა, სა­დაც მსოფ­ლი­ოს ღა­რი­ბი ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე, მათ შო­რის უწყლო­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი. აქ რე­ი­ჩელ­მა პირ­ვე­ლად მო­ის­მი­ნა, რომ აფ­რი­კა­ში არ­სე­ბობს ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ათა­სო­ბით ბავ­შვი ბინ­ძუ­რი წყლის მოხ­მა­რე­ბის გამო ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბით იღუ­პე­ბა. რე­ი­ჩელ­მა ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა. დე­დის დახ­მა­რე­ბით, რე­ი­ჩე­ლი და­რე­გის­ტრირ­და საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­იტ­ზე, სა­დაც სა­კუ­თა­რი გვერ­დი შექ­მნა. გო­გო­ნა გვერ­დის ყვე­ლა ვი­ზი­ტორს სთხოვ­და, არ ეჩუ­ქე­ბი­ნათ მის­თვის და­ბა­დე­ბის დღის სა­ჩუ­ქა­რი, არა­მედ შე­ე­წი­რათ ფული ბავ­შვე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც აფ­რი­კა­ში უწყლო­ბით და ეპი­დე­მი­ით იტან­ჯე­ბი­ან. მას უნ­დო­და 300 დო­ლა­რის შეგ­რო­ვე­ბა, რათა ამ თან­ხით 15 ბავ­შვს მა­ინც შეძ­ლე­ბო­და სუფ­თა წყლის მი­ღე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ 11 ბავ­შვის სამ­ყო­ფი თან­ხა შეგ­როვ­და. ამ ფაქ­ტმა რე­ი­ჩე­ლი და­ა­დარ­დი­ა­ნა.

მალე ამე­რი­კა შეძ­რა ცნო­ბამ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ: სი­ეტ­ლის ერთ-ერთ მა­გის­ტრალ­ზე ერ­თმა­ნეთს 20 ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში რე­ი­ჩე­ლი ოჯახ­თან ერ­თად მოყ­ვა. პა­ტა­რა გო­გო­ნა ხერ­ხემ­ლის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ამ ამ­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ სკოტ ჰა­რის­მა, რომ­ლის ლექ­ცი­აც თა­ვის დრო­ზე რე­ი­ჩელ­მა მო­ის­მი­ნა, კვლავ გახ­სნა გო­გო­ნას გვერ­დი. გვერ­დზე ფუ­ლა­დი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის ნა­კა­დი არ წყდე­ბო­და. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან რე­ი­ჩე­ლის გვერ­დზე გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ წე­რი­ლებს წერ­და. შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მი­ლი­ონ 200 ათა­სი დო­ლა­რით 60 ათა­სი ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა. ამ­რი­გად, მსოფ­ლი­ომ გა­ი­გო ამ­ბა­ვი გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­მაც ორ­ჯერ შე­იჭ­რა თმა იმის­თვის, რათა ის კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის პა­რი­კე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მსოფ­ლი­ომ შე­ი­ტყო, თუ რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნეს და­ღუ­პუ­ლი რე­ი­ჩე­ლის ორ­გა­ნო­ე­ბის გა­და­ნერგვის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე. სი­ეტ­ლში, პა­ტა­რა რე­ი­ჩე­ლის მშობ­ლებს მთე­ლი სტა­დი­ო­ნი ფეხ­ზე წა­მო­უდ­გა. ეს იყო მად­ლი­ე­რე­ბის ნი­შა­ნი იმის გამო, რომ აფ­რი­კის 253 სო­ფელ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი უწყლო­ბი­თა და ეპი­დე­მი­ით აღარ და­ი­ტან­ჯე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

4 ბავშვი, რომელთაც ათასობით ადამიანი სიკვდილისგან იხსნეს

4 ბავშვი, რომელთაც ათასობით ადამიანი სიკვდილისგან იხსნეს

შეუძლებელია ამ შთამბეჭდავმა ისტორიებმა ვინმე გულგრილი დატოვოს. ამ ბავშვებმა მსოფლიო კეთილი საქმით შეცვალეს.

ალექსანდრა სკოტი: ალექსანდრა სკოტი 1996 წელს აშშ-ის შტატ კონექტიკუტში დაიბადა. ალექსანდრას 1 წლის ასაკში ექიმებმა ნეირობლასტომის, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 2000 წელს როდესაც 4 წლის გახდა, მორიგი ოპერაციის შემდეგ დედას უთხრა, რომ როგორც კი საავადმყოფოს დატოვებდა, ლიმონათის გაყიდვას აპირებდა, რათა ექიმებისთვის ფული შეეგროვებინა, რომლებიც სხვა პატარებს დაეხმარებოდნენ. დედამ ქალიშვილის დახმარება გადაწყვიტა. ალექსანდრამ ძმის დახმარებით პირველად ლიმონათების გაყიდვით 2 000 დოლარი შეაგროვა და დააფუძნა ორგანიზაცია - ალექსის ლიმონათის ფონდი (Alex’s Lemonade Stand Foundation). ალექსანდრას ფონდში 1 მილიონ დოლარამდე თანხა შეგროვდა, რომელიც კიბოს კვლევას მოხმარდა. გოგონა 8 წლის ასაკში 2004 წელს გარდაიცვალა. დღეს ალექსის ფონდი ყოველი წლის ივნისში, უქმე დღეებზე საქველმოქმედო პროექტს მასპინძლობს, რომელსაც "ლიმონათის დღეებს" უწოდებენ. ყოველ წელს პროექტში 10 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობს, რომლებიც ბავშვთა კიბოს წინააღმდეგ იბრძვიან. წელს ალექსანდრას 18 წელი შეუსრულდებოდა.

რაიან ჰრელიაკი: 1998 წელს 6 წლის კანადელი რაიან ჰრელიაკი შეძრწუნდა, როდესაც გაიგო, რომ აფრიკაში მისი თანატოლები იძულებულები იყვნენ ყოველდღე კილომეტრები გაევლოთ მხოლოდ იმისთვის, რომ სახლში წყალი წაეღოთ. პატარა რაიანმა გადაწყვიტა, რომ აფრიკის სოფელში ჭა ამოეთხარა. რაიანის პირველი ჭა 1999 წელს უგანდაში, სკოლის ეზოში ოჯახის წევრების, მეგობრებისა და საზოგადოების დახმარებით მოაწყვეს. მოგვიანებით საკუთარი ფონდი Ryan’s Well Foundation დააფუძნა. რაიანის წყალობით 16 ქვეყანაში 667 სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა. მისი წყალობით 714 000 ადამიანი სუფთა წყალს სვამს. რაიანი დღეს 22 წლისაა და კოლეჯის სტუდენტია. კოლეჯის სტუდენტები ამაყობენ, რომ მათ გვერდით სწავლობს ბიჭი, რომელიც 6 წლის ასაკში გმირი გახდა.

კეტი სტაგლიანო: 2008 წელს 9 წლის კეტი სტაგლიანომ სკოლიდან სახლში კომბოსტოს პაწაწინა თესლი მიიტანა, რომელიც მასწავლებელმა სკოლის პროექტის ფარგლებში გამოატანა. პატარა კეტი კომბოსტოზე ზრუნავდა და მალე ის 18 კილო გახდა. გოგონამ სრულიად უანგაროდ კომბოსტო ადგილობრივ დაწესებულებაში მიიტანა, სადაც უსახლკაროებისთვის და მშიერი ადამიანებისთვის უფასო სადილი მზადდებოდა. კეტის კომბოსტოს წყალობით, მზარეულებმა გემრიელი წვნიანით 275 ადამიანი დააპურეს. ამ ამბით აღფრთოვანებულმა გოგონამ გადაწყვიტა, სახლის წინ ეზოში ბოსტანი გაეშენებინა, სადაც ჯანსაღ ბოსტნეულს დათესავდა, შემდეგ კი გაჭირვებულებს დაეხმარებოდა. მოგვიანებით საქველმოქმედო ფონდი Katie’s Krops დააფუძნა. კეტის მეგობრებიც ეხმარებიან და მათი წყალობით სხვადასხვა ორგანიზაცია ჯანსაღ ბოსტნეულს იღებს - სადილი კი უფასოდ რიგდება. კეტი დღეს 14 წლის მოსწავლეა.

რეიჩელი: პატარა ამერიკელი გოგონა რეიჩელი საკუთარი მე-9 დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებოდა, როცა ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ლექციაზე მოხვდა, სადაც მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის პრობლემებზე, მათ შორის უწყლობაზე იყო საუბარი. აქ რეიჩელმა პირველად მოისმინა, რომ აფრიკაში არსებობს ქვეყნები, სადაც ათასობით ბავშვი ბინძური წყლის მოხმარების გამო ინფექციური დაავადებით იღუპება. რეიჩელმა ბავშვების დახმარება გადაწყვიტა. დედის დახმარებით, რეიჩელი დარეგისტრირდა საქველმოქმედო ორგანიზაციის საიტზე, სადაც საკუთარი გვერდი შექმნა. გოგონა გვერდის ყველა ვიზიტორს სთხოვდა, არ ეჩუქებინათ მისთვის დაბადების დღის საჩუქარი, არამედ შეეწირათ ფული ბავშვებისთვის, რომლებიც აფრიკაში უწყლობით და ეპიდემიით იტანჯებიან. მას უნდოდა 300 დოლარის შეგროვება, რათა ამ თანხით 15 ბავშვს მაინც შეძლებოდა სუფთა წყლის მიღება. სამწუხაროდ, მხოლოდ 11 ბავშვის სამყოფი თანხა შეგროვდა. ამ ფაქტმა რეიჩელი დაადარდიანა.

მალე ამერიკა შეძრა ცნობამ უბედური შემთხვევის შესახებ: სიეტლის ერთ-ერთ მაგისტრალზე ერთმანეთს 20 ავტომანქანა შეეჯახა. ავტოკატასტროფაში რეიჩელი ოჯახთან ერთად მოყვა. პატარა გოგონა ხერხემლის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ამბის გაგების შემდეგ სკოტ ჰარისმა, რომლის ლექციაც თავის დროზე რეიჩელმა მოისმინა, კვლავ გახსნა გოგონას გვერდი. გვერდზე ფულადი შემოწირულობების ნაკადი არ წყდებოდა. ათასობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რეიჩელის გვერდზე გულისამაჩუყებელ წერილებს წერდა. შეგროვებული მილიონ 200 ათასი დოლარით 60 ათასი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. ამრიგად, მსოფლიომ გაიგო ამბავი გოგონაზე, რომელმაც ორჯერ შეიჭრა თმა იმისთვის, რათა ის კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად გამოეყენებინათ, მსოფლიომ შეიტყო, თუ როგორ გადაარჩინეს დაღუპული რეიჩელის ორგანოების გადანერგვის შედეგად ერთი ადამიანის სიცოცხლე. სიეტლში, პატარა რეიჩელის მშობლებს მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა. ეს იყო მადლიერების ნიშანი იმის გამო, რომ აფრიკის 253 სოფელში ადამიანები უწყლობითა და ეპიდემიით აღარ დაიტანჯებიან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს