სევასტოპოლის აეროპორტთან მისასვლელი გზა შეიარაღებულ 300 სამხედროს აქვს ბლოკირებული

სევასტოპოლის აეროპორტთან მისასვლელი გზა შეიარაღებულ 300 სამხედროს აქვს ბლოკირებული

ყირიმში, სევასტოპოლის აეროპორტთან მისასვლელი გზა ავტომატებით შეიარაღებულ 300 სამხედროს აქვს ბლოკირებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "ბელბაკის" აეროპორტის წარმომადგენლის ანატოლი რიჩენკოს განცხადებით, სამხედრო ფორმაში ჩაცმული 300-მდე ადამიანი აეროპორტის ტერიტორიაზე წუხელ გვიან ღამით შევიდნენ და სავარაუდოდ, ისინი რუსი სამხედროები არიან.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, სამხედროები არავის უშვენებენ აეროპორტის ტერიტორიაზე. ისინი ასევე არავის აძლევენ ახლოს მიკარების უფლებას და მათ სიტყვებით - "არ მომიახლოვდე, გესვრი" აჩერებენ.

როგორც სამხედროებმა აეროპორტის წარმომადგენლებს განუცხადეს, ისინი აეროპორტს პროვოკაციისგან იცავენ.

ანატოლი რიჩენკოს თქმით, აეროპორტის ტერიტორიაზე სამი ჯავშანტრანსპორტიორი და 10 სამხედრო მანქანა "ურალი" იმყოფება. აეროპორტი ამ დროისთვის დაკეტილია და უცნობია, როდის გაიხსნება. დაგეგმილი რეისები გადაიდო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა