უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა?

უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა?

2013 წლის 7 აგვისტოს ახტალაში გარდაცვლილი მერაბ კუპრაშვილის დედა, ციური კუპრაშვილ-მიტიჩაშვილი ეჭვობს, რომ მისი შვილი არა უბედური შემთხვევის, არამედ განზრახ მკვლელობის მსხვერპლი გახდა. როგორც ციური მიტიჩაშვილი ყვება, უბედური შემთხვევის დღიდანვე მისი შვილის გარდაცვალების საქმეში ბევრი რამ გაურკვეველია.

"მილიცია ვალდებული იყო მაშინვე გაეგებინებინა ჩემთვის შვილის სიკვდილის შესახებ, მერაბს ჩემი ნომერი ტელეფონში ეწერა. ექიმი ლალი მაზიაშვილი 9-ის ნახევარზე მიუყვანიათ, ჩემი შვილი კი სახლში ღამის 3 საათზე მოასვენეს და ეს ამბავიც მაშინ შევიტყვე. მორგშიც ჰყოლიათ უკვე. შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ კი იმ ადგილას, სადაც ჩემი შვილის ცხედარი იპოვეს, კვალის წასაშლელად ორი მანქანა "ღრავი" ჩაყარეს. მერაბს ხერხემალი გადატეხილი ჰქონდა, კისერი მოწყვეტილი, ცხვირი გადაჩეხილი, მკლავი თითქოს დანით ჰქონდა დასერილი, კუნთიც აგლეჯილი, ამას ექსპერტიზის სურათებიც ადასტურებს. თუ ბოძს დაეჯახა, როგორც ის მოძრაობდა, მარჯვნივ უნდა გადავარდნილიყო და არა მარცხნივ" - აცხადებს გარდაცვლილის დედა.

გოჩა კუპრაშვილის დედა შვილის გარდაცვალების რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს. ერთი ვერსიით, მისი შვილი შესაძლოა, განზრახ მკვლელობის მსხვერპლი გახდა, მოტივად კი ერთ-ერთ მეზობელთან კონფლიქტს ასახელებს. 

"მეზობელთან წყლის საკითხზე გასული წლის ივლისის თვეში დავა მქონდა. ერთ დღეს მაღაზიაში გავედი, ამ მეზობელს დავუნახივარ და თურმე მლანძღავდა. ჩემს ბიჭს გაუგია და მისთვის ყურებში წაუვლია ხელი. მოვედი და დავინახე ჩემი შვილი კარებთან იდგა, მეზობელთან დავობდა. სახლში შევიყვანე და სწორედ ამ დროს თავზე დაგვადგა გამომძიებელი მიხეილ გოგინაშვილი. ეს ის გამომძიებელია, ჩემი შვილის გარდაცვალების საქმეს რომ იკვლევს. მან მითხრა, შენ იქით გადი, ჩვენ კაცურად უნდა გავარჩიოთო, პატრულში წამოიყვანეს და ახსნა-განმარტება დააწერინეს. მეზობელი პოლიციასთან დაახლოებულია, ჩემი შვილისა და ჩემი ოჯახის დაუძინებელი მტერია და ეჭვი როგორ არ გამიჩნდებოდა, რომ ჩემი შვილის მკვლელობა მას უკავშირდებოდეს?! ამ დავის შემდეგ, მერაბი რაღაცნაირად გულჩათხრობილი იყო, თითქოს ვიღაც ემუქრებოდა, მეზობელი პირადად ეუბნებოდა, თავი უნდა გაგიჩეჩქოო", - ამბობს ციური კუპრაშვილი-მიტიჩაშვილი.

გარდაცვლილის დედის მეორე ვერსია სასიყვარულო ურთიერთობას უკავშირდება. იგი ეჭვობს, რომ შვილის სიკვდილი შესაძლოა, ყოფილი შეყვარებულის მეგობარ მამაკაცსაც უკავშირდებოდეს.

"7 წელი ერთ გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა, ეს ადამიანი ახტალასთან ახლოს ცხოვრობს, დაშორებულები იყვნენ და ბოლო ერთი წელია, რაც ურთიერთობა განაახლეს. თითქოს ამ გოგოს თავისი ამპარტავნების გამო ჩემი შვილი არ უნდოდა, რადგან კარგი სახლი არ გვქონდა, თუმცა, მის მშობლებს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. ამ გოგოს ზემო გურჯაანელი 45 წლის მეგობარი მამაკაცი ჰყავს და რაღაცნაირად ეჭვი მასზეც მაქვს", - ამბობს მერაბ კუპრაშვილის დედა.

მერაბ კუპრაშვილის საქმეზე ძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობდა, მაგრამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ