სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხა ეკლესიებს აღარ მოხმარდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხა ეკლესიებს აღარ მოხმარდება

სოფ­ლის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მით გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის, სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის აღარ და­ი­ხარ­ჯე­ბა. სოფ­ლის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის წეს­ში შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უკვე შე­ვი­და.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, სოფ­ლის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის პრო­ცეს­ში გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი რჩე­ბა, რა­საც გა­მოს­წო­რე­ბა სჭირ­დე­ბა. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პროგ­რა­მის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის წეს­ში ცვლი­ლე­ბე­ბი თან­ხის უფრო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხარ­ჯვას გუ­ლის­ხმობს.

ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, პრო­ექ­ტის თან­ხა უნდა მოხ­მარ­დეს მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და კე­თილ­მო­წყო­ბის ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის შე­ნო­ბე­ბის აღ­ჭურ­ვას, ან გრძელ­ვა­დი­ა­ნი სარ­გებ­ლო­ბის ტექ­ნი­კის შეს­ყიდ­ვას. რაც შე­ე­ხე­ბა ისეთ სა­ჭი­რო­ე­ბებს, რო­გო­რი­ცაა: ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის, სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ქონ­ლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­ძე­ნა, მათი და­ფი­ნან­სე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბის ფარ­გლებ­ში.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხა ეკლესიებს აღარ მოხმარდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხა ეკლესიებს აღარ მოხმარდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა ისტორიული ძეგლების, სოციალურ-კულტურული და რელიგიური დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაციისთვის აღარ დაიხარჯება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ადმინისტრირების წესში შესაბამისი ცვლილებები, მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე შევიდა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ადმინისტრირების პროცესში გარკვეული ხარვეზები რჩება, რასაც გამოსწორება სჭირდება. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ადმინისტრირების წესში ცვლილებები თანხის უფრო მიზანმიმართულად ხარჯვას გულისხმობს.

ცვლილებების მიხედვით, პროექტის თანხა უნდა მოხმარდეს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას, ან გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვას. რაც შეეხება ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა: ისტორიული ძეგლების, სოციალურ-კულტურული და რელიგიური დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაცია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების შეძენა, მათი დაფინანსება ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია