როდიდან დათბება საქართველოში - გრძელვადიანი პროგნოზი

როდიდან დათბება საქართველოში - გრძელვადიანი პროგნოზი

საქართველოში 1-ელი მარტიდან დათბება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, წუხელ, ღამით წვიმდა საქართველოს უმეტეს რაიონებში, მაღალმთაში კი თოვდა. გუდაურში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრი შეადგინა.

საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა და მაღალმთაში თოვლი დღეს ღამითაც არის მოსალოდნელი. 28 თებერვალს დღისით ქვეყნის უმეტეს რაიონებში გამოიდარებს.

1 მარტიდან საქართველოში დათბება. დასავლეთ საქართველოში 2 მარტიდან ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით დაბალი ტემპერატურა 10-15 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდები საქართველოში 5 მარტამდე შენარჩუნდება.

იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი Dari.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია