სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა მოუწოდა და რისთვის ემზადებიან ემზარ კვიციანის მხარდამჭერები
რა მოუწოდა და რისთვის ემზადებიან ემზარ კვიციანის მხარდამჭერები

კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი რწმუ­ნე­ბუ­ლი, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი 27 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად კვი­ცი­ან­მა "ფე­ის­ბუ­კის" სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ავ­რცე­ლა:

"მე­გობ­რე­ბო, დღეს (ანუ 26 თე­ბერ­ვალს. - გ.ზ.) მქონ­და სა­სა­მარ­თლო და ჩემი სა­ოც­ნე­ბო დე­პორ­ტიც მი­ვი­ღე! ბი­ლე­თი აღე­ბუ­ლი მაქვს. 27.02.2014 წლის 16:00 სა­ათ­ზე თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბი. თქვე­ნი თა­ნად­გო­მა დამ­ჭირ­დე­ბა. ვი­საც სურ­ვი­ლი და სა­შუ­ა­ლე­ბა გექ­ნე­ბათ, გთხოვთ, მობ­რძან­დეთ აე­რო­პორ­ტში! მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტრე­ბი ჩვე­ნი­ვე თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხე­ლით პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბას გეგ­მა­ვენ! და­ნარ­ჩენს ად­გილ­ზე მო­გიყ­ვე­ბით! დი­დე­ბა ღმერ­თს!"

26 თე­ბერ­ვალს ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი მოს­კოვ­ში მცხოვ­რებ ზაზა გა­ბე­და­ვას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. ზა­ზამ თა­ვად მომ­წე­რა, კვი­ცი­ანს ხვალ მე ვა­ცი­ლებ თბი­ლის­ში, იმე­დია, მშვი­დო­ბით ჩა­მო­ვაო. ბუ­ნებ­რი­ვია, მე შევ­თა­ვა­ზე, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი თვი­თონ დამ­ლა­პა­რა­კე­ბო­და, მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა მა­ინ­ცდა­მა­ინც ახლა ჩა­მოს­ვლა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხომ წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის წინ შე­იც­ვა­ლა-მეთ­ქი კვი­ცი­ან­მა ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი თქვა, სა­ნამ ჩა­მო­ვალ, ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს უარს ვე­უბ­ნე­ბი, მერე კი ყვე­ლა­ფერს მო­გიყ­ვე­ბი­თო.

ამის შემ­დეგ ჩემ­სა და ზაზა გა­ბე­და­ვას შო­რის იმარ­თე­ბა ასე­თი დი­ა­ლო­გი:

- ზაზა, ემ­ზა­რი რა დე­პორტზე ლა­პა­რა­კობს, რუ­სე­თი­დან აგ­დე­ბენ?

- სა­ხელ­მწი­ფო აძ­ლევს სა­ბუთს და ეუბ­ნე­ბა: მიბ­რძან­დი სახ­ლში. ეს არის დე­პორ­ტი, თვი­თონ "იჩა­ლი­ჩა" იმი­ტომ, რომ სახ­ლში უნდა წას­ვლა. ეს ერ­თგვა­რი გა­ძე­ვე­ბაა.

- ამ­დე­ნი ხანი რუ­სეთ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, ხომ?

- კი, არა­ლე­გა­ლუ­რად იყო, სა­ბუ­თი, რაც ჰქონ­და, და­კარ­გა. თუ დე­პორ­ტს არ გა­ა­კე­თებ­და, აე­რო­პორ­ტში არ გა­მო­ა­ტა­რებ­დნენ, თვითმფრი­ნავ­ში ვერ ჩაჯ­დე­ბო­და.

- შენი ვაჟი, გი­ორ­გი გა­ბე­და­ვა აცხა­დებს, ემ­ზარ კვი­ცი­ანს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვე­ბენ და ამი­ტომ ბევ­რნი უნდა დავ­ხვდე­თო. ვერ გა­ვი­გე, თუ და­კა­ვე­ბა უნ­დათ, ტრა­პი­დან­ვე აიყ­ვა­ნენ, ბევ­რი ხალ­ხი რას უშ­ვე­ლის?

- გელა, ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი ხვდე­ბა, მთე­ლი სვა­ნე­თი ჩა­მო­დის.

- თუ აიყ­ვა­ნეს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იქ­ნე­ბა?

- ხალ­ხი ფეხ­ზე დად­გე­ბა... რა და­ნა­შა­უ­ლი აქვს? თვი­თონ ამ­ბობს, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ, ჩემს ოჯახ­ში მშვი­დი და წყნა­რი ცხოვ­რე­ბა მინ­დაო, პო­ლი­ტი­კა­ში სა­ერ­თოდ არ ჩა­ვე­რე­ვიო. კაცი მი­შას არ და­ე­მორ­ჩი­ლა, რაზე უნდა და­ი­ჭი­რონ? ემ­ზა­რი ამ­ბობს, მირ­ჩევ­ნია და­მი­ჭი­რონ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიყო, ვიდ­რე რუ­სეთ­შიო.

- თვი­თონ რამე გა­რან­ტია აქვს, ან თავ­დებ­ში უდ­გე­ბა ვინ­მე?

- არა, არა­ვი­თა­რი გა­რან­ტია არა აქვს... თუ ორ-სამ დღე­ში არ წა­მო­ვა თბი­ლის­ში, აქ მა­ინც და­ი­ჭე­რენ.

- ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი მანდ რას აკე­თებ­და, ახლა მა­ინც ხომ შე­იძ­ლე­ბა, რომ ით­ქვას?

- რა ვიცი... თა­ვის­თვის პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი ჰქონ­და. თვი­თონ იძა­ხის, თბი­ლის­ში რომ ჩა­ვალ, ყვე­ლა­ფერს მოვ­ყვე­ბიო. არ და­მა­ვი­წყდეს, ერ­თიც უნდა გი­თხრა: ახლა არა­კა­ცი გოგა გე­გეჭ­კო­რია ჩა­მოთ­რე­უ­ლი მოს­კოვ­ში, სა­პატ­რუ­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი. მე მა­გას ვი­პო­ვი ძა­ლი­ან მალე და პა­სუხს მოვ­თხოვ. ეს არა­კა­ცი ჩემს შვილ­საც და ყვე­ლას სცემ­და. "გნა­ცე­ბი" იძა­ხი­ან, რუ­სე­თის დედა მოვტ...ანი­თო და მა­ინც აქ გა­მორ­ბი­ან. ვი­თომ მანდ ვინ­მე სდევ­ნი­და და ამი­ტომ გა­მო­იქ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში თა­ვის "მა­ყუ­თი­ან" სი­მამ­რთან ჩა­მო­ეთ­რა, გე­მე­ბი ჰყავს და რამე.

- გე­გეჭ­კო­რის სი­მამ­რი ვინ არის?

- გუ­ლი­კო ხარ­ჩი­ლა­ვა, მი­ხე­ილ სა­ა­კი­ა­ნის ნა­თე­სა­ვია დე­დის მხრი­დან. წა­ლენ­ჯი­ხე­ლია წარ­მო­შო­ბით, ფორ­მით კა­ცია, მაგ­რამ გუ­ლი­კო ჰქვია. მოკ­ლედ, კვი­ცან­ზე მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვი, ჩა­მო­ვა და ყვე­ლა შე­კი­თხვა­ზე პა­სუხს გას­ცემს.

რის­თვის დევ­ნი­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კვი­ცი­ანს?

2006 წლამ­დე ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ რაზმს - "მო­ნა­დი­რეს" მე­თა­უ­რობ­და, ხე­ო­ბას მთლი­ა­ნად იცავ­და და აკონ­ტრო­ლებ­და. 2006 წლის ივ­ლის­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მას ია­რა­ღის ჩა­ბა­რე­ბა და რაზ­მის დაშ­ლა მოს­თხო­ვა. მან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­და. ცნო­ბის­თვის: ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი, კო­დო­რის ხე­ო­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რი, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ხე­ო­ბა­ში. თუმ­ცა, ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა 2004 წლის დე­კემ­ბერ­ში აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­უქ­მდა. სწო­რედ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ადა­ნა­შა­უ­ლებს ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი იმა­ში, რომ კო­დო­რის ხე­ო­ბა მთლი­ა­ნად გა­ნა­ი­ა­რა­ღა, შემ­დეგ ამ ხე­ო­ბას სა­ა­კაშ­ვილ­მა ზემო აფხა­ზე­თი უწო­და და 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სებს ჩა­ა­ბა­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად "მო­ნა­დი­რეს", რო­მელ­შიც და­ახ­ლო­ე­ბით 400 კაცი შე­დი­ო­და, თა­ვის დრო­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ ხე­ო­ბის დაც­ვის მიზ­ნით შე­იქ­მნა. ჯგუ­ფი 2002 წელს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში შე­ვი­და. თუმ­ცა, 2005 წელს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა და­შა­ლა, რა­მაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­შინ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ა­მაც გა­აკ­რი­ტი­კა, რაც ოქ­რუ­აშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

იმ პე­რი­ოდ­ში ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი აცხა­დებ­და: "ჩვენ უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ომი გა­მო­ა­ცხა­და და 27 ივ­ლისს ხე­ო­ბა­ში შე­მოჭ­რას გეგ­მავს. ნე­ბის­მი­ე­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძალა, რო­მე­ლიც ხე­ო­ბა­ში შე­მო­ვა, მო­გე­რი­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა".

ამის შემ­დეგ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა შე­ნა­ერ­თის წევ­რებს კრი­მი­ნა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დას­დო ბრა­ლი. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სი­ტუ­ა­ცია ჩა­წყნარ­და, მაგ­რამ კვი­ცი­ა­ნი პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც აკე­თებ­და ასეთ გან­ცხა­დე­ბებს: "რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ეს ახა­ლი ძალა მო­ვი­და, ვგუ­ლის­ხმობ მე­რა­ბიშ­ვილს, ბო­კე­რი­ას, ჩვენ ბან­დი­ტებ­სა და კრი­მი­ნა­ლურ ბან­დას გვე­ძა­ხი­ან - ეს ის ტერ­მი­ნია, რო­მელ­საც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­ბი და აფხა­ზე­ბი იყე­ნებ­დნენ... დროა, აღვსდგეთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ".

2006 წლის ივ­ლის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად კვი­ცი­ა­ნის მომ­ხრე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­ნი­ა­რაღ­და. თა­ვად კვი­ცი­ან­მა რამ­დე­ნი­მე ახლო პირ­თან ერ­თად გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. პო­ლი­ცი­ამ კვი­ცი­ა­ნის ად­გილ­სამ­ყო­ფელ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის 100 ათა­სი ლარი ჯილ­დო და­ა­წე­სა. ამას მოჰ­ყვა მისი დის, ნორა კვი­ცი­ა­ნის და­პა­ტიმ­რე­ბა ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს უფრო ხა­ფან­გი იყო, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ეგო­ნა, დის გამო ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და, მაგ­რამ ასე არ მოხ­და, ის რუ­სეთ­ში დარ­ჩა. ნორა კვი­ცი­ა­ნი ცი­ხი­დან 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

სხვა­თა შო­რის, კო­დო­რე­ლე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გამო და­ა­პა­ტიმ­რეს ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლიც, როცა მან კვი­ცი­ანს და­უ­რე­კა და უთხრა: გა­მაგრდით, მე თქვენ­თან ვარო. ვა­ნი­ჩკა მე­რა­ბიშ­ვილ­მა მა­შინ ეს ჩა­ნა­წე­რი დიდი ზარ-ზე­ი­მით გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ჩვე­უ­ლი ბლუ­ყუ­ნით დაგ­ვმო­ძღვრა, ესე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­უ­ჩი­ნაო.

პოლ­კოვ­ნი­კი კვი­ცი­ა­ნი 2006 წლის ივ­ლი­სი­დან სამ­ხედ­რო ამ­ბო­ხე­ბი­სა და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის მო­წყო­ბის ბრალ­დე­ბით იძებ­ნე­ბა. აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით მას აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­კა­ვე­ბენ. შემ­დეგ რა მოხ­დე­ბა, სახ­ლში გა­უშ­ვე­ბენ თუ წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბას შე­უ­ფარ­დე­ბენ, ეს უკვე პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სა­სა­მარ­თლო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

რო­დე­საც "ოც­ნე­ბის" პარ­ლა­მენ­ტში სი­ე­ბის შედ­გე­ნა და­ი­წყო და ემ­ზარ კვი­ცი­ანს პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი არ მი­ა­ნი­ჭეს, ის ნა­წყე­ნი დარ­ჩა. მა­შინ ქალ­ბა­ტონ­მა ნო­რამ ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: "ემ­ზა­რის საქ­მე მარ­თლა გა­უ­გე­ბა­რია. ძა­ლი­ან მიკ­ვირს, რა­ტომ არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბა ამ საქ­მით. ეტყო­ბა, ვი­ღა­ცას ეში­ნია, ემ­ზარ­მა რამე ისე­თი არ თქვას - ამი­ტომ არ აძ­ლე­ვენ მას პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუსს? მას რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბაც არ აქვს – რა­ტომ­ღაც ასე­თი სა­ბუ­თი მის­ცეს".

2005-2006 წლებ­ში "ალია" ინ­ტენ­სი­უ­რად წერ­და ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის შე­სა­ხებ. მა­გა­ლი­თად, მა­შინ სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი, თე­მურ მი­ქა­უ­ტი­ძე ამ­ბობ­და, რომ ცხე­ნე­ბის ქურ­დი კვი­ცი­ა­ნის­გან გმი­რი თვი­ოთნ სა­ხელ­მწი­ფომ შექ­მნა: "ის რომ მხო­ლოდ კრი­მი­ნა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რა უჭირ­და – მის­გან ხომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პოლ­კოვ­ნი­კი და გმი­რიც კი გა­მო­ი­ძერ­წა! კვი­ცი­ა­ნი, რო­გორც "ლუ­ბიმ­ჩი­კი", შექ­მნა თვი­თონ სა­ხელ­მწი­ფომ, გა­აძ­ლი­ე­რა, პო­ლი­ტი­კუ­რი სა­და­ვე­ე­ბიც უბო­ძა და სამ­ხედ­რო ძა­ლაც. ახლა კი "დიდი წარ­მა­ტე­ბით" გა­მო­ას­წო­რა თა­ვი­სი ჩა­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საქ­მე. ამის­თვის დას­ჭირ­და რა­დი­კა­ლიზ­მის გა­მოვ­ლე­ნა. დაე, ასე იყოს!"

"ალია" იმა­ზეც წერ­და, თუ ვინ არის ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი და სა­ი­დან გა­მო­ი­ძერ­წა. ამო­ნა­რი­დი ერთ-ერთი სტა­ტი­ი­დან.

"ის ერთი რი­გი­თი სვა­ნი ბიჭი იყო. და­ი­ბა­და სო­ფელ ჩხალ­თა­ში, მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში. ჰყავს სამი ძმა და ოთხი და. ის ნა­ბო­ლა­რაა. დიდ­ხანს არა­ვის შე­ჩხე­რია თვალ­ში, სა­ნამ აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტის დროს ხე­ო­ბას საფრ­თხე არ და­ე­მუქ­რა. მა­შინ კო­დო­რე­ლებს ხატ­ზე და­ა­ფი­ცა, რომ ხე­ო­ბას არა­ვის და­უთ­მობ­დნენ და ასეც მო­იქ­ცნენ. პირ­ვე­ლად ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ღიად მა­შინ გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც ხე­ო­ბა­ში გა­ე­როს დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი გა­ი­ტა­ცეს. 1995 წელს კვი­ცი­ან­მა ხე­ო­ბა და­ტო­ვა და იქ ში­ნა­გა­ნი ჯარი შე­ვი­და. თუმ­ცა 1998 წელს ის კვლავ ბრუნ­დე­ბა ხე­ო­ბა­ში და პო­ლი­ცი­ას კინ­წის­კვრით მი­ე­რე­კე­ბა.

მას კვლავ უც­ვლე­ლი ხვდე­ბა რაზმ "მო­ნა­დი­რის" სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა. "მო­ნა­დი­რის" გაძ­ლი­ე­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ მისი შემ­ქმნე­ლი, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი ხე­ო­ბა­ში რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ნეს. ანა­ლო­გი­უ­რი რაზ­მე­ბი შე­იქ­მნა მეს­ტი­ა­სა და ხევ­სუ­რეთ­ში. კვი­ცი­ა­ნის გავ­ლე­ნე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა უფრო და უფრო ძა­ბავ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ზღვრის დაც­ვის მა­შინ­დელ ხელ­მძღვა­ნელ­თან, ვა­ლე­რი ჩხე­ი­ძეს­თან. კვი­ცი­ა­ნი მას არ ენ­დო­ბო­და. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით თევ­ზა­ძე კი თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ცხრა მთას იქი­თაც გაჰ­ყვე­ბო­და კვი­ცი­ანს. სწო­რედ ამ უნ­დობ­ლო­ბამ შვა რაზ­მი "ხევ­სუ­რი" და მეს­ტი­ის რაზ­მი. ამა­სო­ბა­ში კი ხე­ო­ბა­ში გა­ტა­ცე­ბა­თა მთე­ლი სე­რია და­ი­წყო.

ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი 4 გა­ტა­ცე­ბი­დან პირ­ვე­ლის დროს ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი რწმუ­ნე­ბუ­ლი არ ბრძან­დე­ბო­და. მაგ­რამ მა­შინ ამ ფაქტს ძვე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ივე­რი ჭე­ლი­ძე შე­ე­წი­რა, კვი­ცი­ა­ნი კი მხო­ლოდ იმი­ტომ გარ­წმუ­ნე­ბულ­და, რომ მძევ­ლე­ბი უვ­ნე­ბელ­ნი და­აბ­რუ­ნა... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ხე­ო­ბა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თის ჩა­ტა­ნის დროს, აფხა­ზე­თის ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი გა­ი­ტა­ცეს. თა­ვის დრო­ზე ამ ფაქტსაც კვი­ცი­ა­ნის ოი­ნებს მი­ა­წერ­დნენ. ფული მძევ­ლებ­ში არა­ვის მო­უ­თხო­ვია. ეს პრობ­ლე­მაც ხე­ო­ბის რწმუ­ნე­ბულ­მა მო­აგ­ვა­რა. მას შემ­დეგ კი­დევ ორ­ჯერ გა­ი­ტა­ცეს უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი... კვი­ცი­ან­მა არც ერთხელ არ და­ა­სა­ხე­ლა გამ­ტა­ცებ­ლე­ბი. არ­გუ­მენ­ტი ასე­თი იყო - სა­ი­დუმ­ლოს შე­ნახ­ვა მას ხატ­ზე ჰქონ­და და­ფი­ცე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე ცხა­რე და­პი­რის­პი­რე­ბა მას ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნის­ტრთან, კახა თარ­გა­მა­ძეს­თან ჰქონ­და. რო­დე­საც შე­ვარ­დნა­ძე კვი­ცი­ანს ხე­ო­ბა­ში თა­ვის წარ­მო­მად­გენ­ლად გზავ­ნი­და, თარ­გა­მა­ძემ მას ღიად უწო­და "პრეს­ტუპ­ნი­კი". კვი­ცი­ან­მა მა­შინ "ალი­ას­თან" სა­უბ­რი­სას აღი­ა­რა ორ­ჯერ ნა­სა­მარ­თლო­ბა - ძრო­ხის ქურ­დო­ბის­თვის და ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბას, ის მას ბო­ლომ­დე უარ­ყოფ­და. თუმ­ცა "ალი­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რი იყო გაგ­რა­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ზე, როცა ქა­ლა­ქის ერთ-ერთი კო­ლო­რი­ტი, ვინ­მე სი­გუა მოკ­ლეს. ზო­გი­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს მკვლე­ლო­ბა თა­ვის თავ­ზე ერ­თმა სო­უხ­მელ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა აიღო... ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ხმე­ბი სწო­რედ იმ დრო­ი­დან გავ­რცელ­და, რაც ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა".

რო­გორც ხე­დავთ, "ალი­ას" ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი მა­სა­ლა გა­აჩ­ნია, რა­საც ვრცლად ორ­შა­ბა­თის "კვი­რის ქრო­ნი­კა­ში" იხი­ლავთ. ჩვენ ჯერ კი­დევ არ ვი­ცით, გმი­რია ის თუ კრი­მი­ნა­ლი. ვნა­ხოთ, დაჯ­დეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან და და­ამ­ტკი­ცოს თა­ვი­სი სი­მარ­თლე. არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, კვი­ცი­ან­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ისეთ ადა­მი­ა­ნებ­ზეც გა­იყ­ვა­ნოს, ვინც დღე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია...

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა მოუწოდა და რისთვის ემზადებიან ემზარ კვიციანის მხარდამჭერები

რა მოუწოდა და რისთვის ემზადებიან ემზარ კვიციანის მხარდამჭერები

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ემზარ კვიციანი 27 თებერვალს საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კვიციანმა "ფეისბუკის" საშუალებით გაავრცელა:

"მეგობრებო, დღეს (ანუ 26 თებერვალს. - გ.ზ.) მქონდა სასამართლო და ჩემი საოცნებო დეპორტიც მივიღე! ბილეთი აღებული მაქვს. 27.02.2014 წლის 16:00 საათზე თბილისში ვიქნები. თქვენი თანადგომა დამჭირდება. ვისაც სურვილი და საშუალება გექნებათ, გთხოვთ, მობრძანდეთ აეროპორტში! მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ! დანარჩენს ადგილზე მოგიყვებით! დიდება ღმერთს!"

26 თებერვალს ემზარ კვიციანი მოსკოვში მცხოვრებ ზაზა გაბედავასთან იმყოფებოდა. ზაზამ თავად მომწერა, კვიციანს ხვალ მე ვაცილებ თბილისში, იმედია, მშვიდობით ჩამოვაო. ბუნებრივია, მე შევთავაზე, ემზარ კვიციანი თვითონ დამლაპარაკებოდა, მაინტერესებს, რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც ახლა ჩამოსვლა, ხელისუფლება ხომ წელიწად-ნახევრის წინ შეიცვალა-მეთქი კვიციანმა ინტერვიუზე უარი თქვა, სანამ ჩამოვალ, ყველა ჟურნალისტს უარს ვეუბნები, მერე კი ყველაფერს მოგიყვებითო.

ამის შემდეგ ჩემსა და ზაზა გაბედავას შორის იმართება ასეთი დიალოგი:

- ზაზა, ემზარი რა დეპორტზე ლაპარაკობს, რუსეთიდან აგდებენ?

- სახელმწიფო აძლევს საბუთს და ეუბნება: მიბრძანდი სახლში. ეს არის დეპორტი, თვითონ "იჩალიჩა" იმიტომ, რომ სახლში უნდა წასვლა. ეს ერთგვარი გაძევებაა.

- ამდენი ხანი რუსეთში არალეგალურად იმყოფებოდა, ხომ?

- კი, არალეგალურად იყო, საბუთი, რაც ჰქონდა, დაკარგა. თუ დეპორტს არ გააკეთებდა, აეროპორტში არ გამოატარებდნენ, თვითმფრინავში ვერ ჩაჯდებოდა.

- შენი ვაჟი, გიორგი გაბედავა აცხადებს, ემზარ კვიციანს თბილისის აეროპორტში დააკავებენ და ამიტომ ბევრნი უნდა დავხვდეთო. ვერ გავიგე, თუ დაკავება უნდათ, ტრაპიდანვე აიყვანენ, ბევრი ხალხი რას უშველის?

- გელა, ძალიან ბევრი ხალხი ხვდება, მთელი სვანეთი ჩამოდის.

- თუ აიყვანეს, წინააღმდეგობა იქნება?

- ხალხი ფეხზე დადგება... რა დანაშაული აქვს? თვითონ ამბობს, პროკურატურასთან ვითანამშრომლებ, ჩემს ოჯახში მშვიდი და წყნარი ცხოვრება მინდაო, პოლიტიკაში საერთოდ არ ჩავერევიო. კაცი მიშას არ დაემორჩილა, რაზე უნდა დაიჭირონ? ემზარი ამბობს, მირჩევნია დამიჭირონ და საქართველოში ვიყო, ვიდრე რუსეთშიო.

- თვითონ რამე გარანტია აქვს, ან თავდებში უდგება ვინმე?

- არა, არავითარი გარანტია არა აქვს... თუ ორ-სამ დღეში არ წამოვა თბილისში, აქ მაინც დაიჭერენ.

- ემზარ კვიციანი მანდ რას აკეთებდა, ახლა მაინც ხომ შეიძლება, რომ ითქვას?

- რა ვიცი... თავისთვის პატარა ბიზნესი ჰქონდა. თვითონ იძახის, თბილისში რომ ჩავალ, ყველაფერს მოვყვებიო. არ დამავიწყდეს, ერთიც უნდა გითხრა: ახლა არაკაცი გოგა გეგეჭკორია ჩამოთრეული მოსკოვში, საპატრულოს ყოფილი უფროსი. მე მაგას ვიპოვი ძალიან მალე და პასუხს მოვთხოვ. ეს არაკაცი ჩემს შვილსაც და ყველას სცემდა. "გნაცები" იძახიან, რუსეთის დედა მოვტ...ანითო და მაინც აქ გამორბიან. ვითომ მანდ ვინმე სდევნიდა და ამიტომ გამოიქცა, სინამდვილეში თავის "მაყუთიან" სიმამრთან ჩამოეთრა, გემები ჰყავს და რამე.

- გეგეჭკორის სიმამრი ვინ არის?

- გულიკო ხარჩილავა, მიხეილ სააკიანის ნათესავია დედის მხრიდან. წალენჯიხელია წარმოშობით, ფორმით კაცია, მაგრამ გულიკო ჰქვია. მოკლედ, კვიცანზე მეტს ვერაფერს გეტყვი, ჩამოვა და ყველა შეკითხვაზე პასუხს გასცემს.

რისთვის დევნიდა სააკაშვილის ხელისუფლება კვიციანს?

2006 წლამდე ემზარ კვიციანი კოდორის ხეობაში გასამხედროებულ რაზმს - "მონადირეს" მეთაურობდა, ხეობას მთლიანად იცავდა და აკონტროლებდა. 2006 წლის ივლისში სააკაშვილის ხელისუფლებამ მას იარაღის ჩაბარება და რაზმის დაშლა მოსთხოვა. მან ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ცნობისთვის: ემზარ კვიციანი, კოდორის ხეობის ადგილობრივი მკვიდრი, ედუარდ შევარდნაძის წარმომადგენელი იყო ხეობაში. თუმცა, ეს თანამდებობა 2004 წლის დეკემბერში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებით გაუქმდა. სწორედ ირაკლი ალასანიას ადანაშაულებს ემზარ კვიციანი იმაში, რომ კოდორის ხეობა მთლიანად განაიარაღა, შემდეგ ამ ხეობას სააკაშვილმა ზემო აფხაზეთი უწოდა და 2008 წლის აგვისტოში რუსებს ჩააბარა.

რაც შეეხება კონკრეტულად "მონადირეს", რომელშიც დაახლოებით 400 კაცი შედიოდა, თავის დროზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეობის დაცვის მიზნით შეიქმნა. ჯგუფი 2002 წელს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შევიდა. თუმცა, 2005 წელს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დაშალა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ეს გადაწყვეტილება მაშინ ირაკლი ალასანიამაც გააკრიტიკა, რაც ოქრუაშვილთან დაპირისპირების მიზეზი გახდა.

იმ პერიოდში ემზარ კვიციანი აცხადებდა: "ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ ხელისუფლებას, ოქრუაშვილმა ჩვენს წინააღმდეგ ომი გამოაცხადა და 27 ივლისს ხეობაში შემოჭრას გეგმავს. ნებისმიერი შეიარაღებული ძალა, რომელიც ხეობაში შემოვა, მოგერიებული იქნება".

ამის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა შენაერთის წევრებს კრიმინალურ საქმიანობაში დასდო ბრალი. თუმცა, მოგვიანებით სიტუაცია ჩაწყნარდა, მაგრამ კვიციანი პერიოდულად მაინც აკეთებდა ასეთ განცხადებებს: "რაც ხელისუფლებაში ეს ახალი ძალა მოვიდა, ვგულისხმობ მერაბიშვილს, ბოკერიას, ჩვენ ბანდიტებსა და კრიმინალურ ბანდას გვეძახიან - ეს ის ტერმინია, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ რუსები და აფხაზები იყენებდნენ... დროა, აღვსდგეთ ამ ხელისუფლების უსამართლობის წინააღმდეგ".

2006 წლის ივლისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად კვიციანის მომხრეების უმრავლესობა განიარაღდა. თავად კვიციანმა რამდენიმე ახლო პირთან ერთად გაქცევა მოახერხა. პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100 ათასი ლარი ჯილდო დააწესა. ამას მოჰყვა მისი დის, ნორა კვიციანის დაპატიმრება იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით. ფაქტობრივად, ეს უფრო ხაფანგი იყო, მიხეილ სააკაშვილს ეგონა, დის გამო ემზარ კვიციანი საქართველოში დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ის რუსეთში დარჩა. ნორა კვიციანი ციხიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გათავისუფლდა.

სხვათა შორის, კოდორელების ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო დააპატიმრეს ირაკლი ბათიაშვილიც, როცა მან კვიციანს დაურეკა და უთხრა: გამაგრდით, მე თქვენთან ვარო. ვანიჩკა მერაბიშვილმა მაშინ ეს ჩანაწერი დიდი ზარ-ზეიმით გამოაქვეყნა და ჩვეული ბლუყუნით დაგვმოძღვრა, ესენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოდიან, ინტელექტუალური მხარდაჭერა აღმოუჩინაო.

პოლკოვნიკი კვიციანი 2006 წლის ივლისიდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონის მიხედვით მას აუცილებლად დააკავებენ. შემდეგ რა მოხდება, სახლში გაუშვებენ თუ წინასწარ პატიმრობას შეუფარდებენ, ეს უკვე პროკურატურასა და სასამართლოზეა დამოკიდებული.

როდესაც "ოცნების" პარლამენტში სიების შედგენა დაიწყო და ემზარ კვიციანს პოლიტდევნილის სტატუსი არ მიანიჭეს, ის ნაწყენი დარჩა. მაშინ ქალბატონმა ნორამ ასეთი განცხადება გააკეთა: "ემზარის საქმე მართლა გაუგებარია. ძალიან მიკვირს, რატომ არავინ ინტერესდება ამ საქმით. ეტყობა, ვიღაცას ეშინია, ემზარმა რამე ისეთი არ თქვას - ამიტომ არ აძლევენ მას პოლიტდევნილის სტატუსს? მას რუსეთის დატოვების უფლებაც არ აქვს – რატომღაც ასეთი საბუთი მისცეს".

2005-2006 წლებში "ალია" ინტენსიურად წერდა ემზარ კვიციანის შესახებ. მაგალითად, მაშინ სამხედრო ექსპერტი, თემურ მიქაუტიძე ამბობდა, რომ ცხენების ქურდი კვიციანისგან გმირი თვიოთნ სახელმწიფომ შექმნა: "ის რომ მხოლოდ კრიმინალი ყოფილიყო, რა უჭირდა – მისგან ხომ საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი და გმირიც კი გამოიძერწა! კვიციანი, როგორც "ლუბიმჩიკი", შექმნა თვითონ სახელმწიფომ, გააძლიერა, პოლიტიკური სადავეებიც უბოძა და სამხედრო ძალაც. ახლა კი "დიდი წარმატებით" გამოასწორა თავისი ჩაბინძურებული საქმე. ამისთვის დასჭირდა რადიკალიზმის გამოვლენა. დაე, ასე იყოს!"

"ალია" იმაზეც წერდა, თუ ვინ არის ემზარ კვიციანი და საიდან გამოიძერწა. ამონარიდი ერთ-ერთი სტატიიდან.

"ის ერთი რიგითი სვანი ბიჭი იყო. დაიბადა სოფელ ჩხალთაში, მრავალშვილიან ოჯახში. ჰყავს სამი ძმა და ოთხი და. ის ნაბოლარაა. დიდხანს არავის შეჩხერია თვალში, სანამ აფხაზეთის კონფლიქტის დროს ხეობას საფრთხე არ დაემუქრა. მაშინ კოდორელებს ხატზე დააფიცა, რომ ხეობას არავის დაუთმობდნენ და ასეც მოიქცნენ. პირველად ემზარ კვიციანი ქართულ პოლიტიკაში ღიად მაშინ გამოჩნდა, როდესაც ხეობაში გაეროს დამკვირვებლები გაიტაცეს. 1995 წელს კვიციანმა ხეობა დატოვა და იქ შინაგანი ჯარი შევიდა. თუმცა 1998 წელს ის კვლავ ბრუნდება ხეობაში და პოლიციას კინწისკვრით მიერეკება.

მას კვლავ უცვლელი ხვდება რაზმ "მონადირის" სრული შემადგენლობა. "მონადირის" გაძლიერებამ გამოიწვია ის, რომ მისი შემქმნელი, ემზარ კვიციანი ხეობაში რწმუნებულის მოადგილედ დანიშნეს. ანალოგიური რაზმები შეიქმნა მესტიასა და ხევსურეთში. კვიციანის გავლენების გაფართოება უფრო და უფრო ძაბავდა თავდაცვის სამინისტროს ურთიერთობას საზღვრის დაცვის მაშინდელ ხელმძღვანელთან, ვალერი ჩხეიძესთან. კვიციანი მას არ ენდობოდა. თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე კი თვალდახუჭული ცხრა მთას იქითაც გაჰყვებოდა კვიციანს. სწორედ ამ უნდობლობამ შვა რაზმი "ხევსური" და მესტიის რაზმი. ამასობაში კი ხეობაში გატაცებათა მთელი სერია დაიწყო.

ხეობაში მომხდარი 4 გატაცებიდან პირველის დროს ემზარ კვიციანი რწმუნებული არ ბრძანდებოდა. მაგრამ მაშინ ამ ფაქტს ძველი გუბერნატორი, ივერი ჭელიძე შეეწირა, კვიციანი კი მხოლოდ იმიტომ გარწმუნებულდა, რომ მძევლები უვნებელნი დააბრუნა... მოგვიანებით, ხეობაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის დროს, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წევრები გაიტაცეს. თავის დროზე ამ ფაქტსაც კვიციანის ოინებს მიაწერდნენ. ფული მძევლებში არავის მოუთხოვია. ეს პრობლემაც ხეობის რწმუნებულმა მოაგვარა. მას შემდეგ კიდევ ორჯერ გაიტაცეს უცხოელი დიპლომატები... კვიციანმა არც ერთხელ არ დაასახელა გამტაცებლები. არგუმენტი ასეთი იყო - საიდუმლოს შენახვა მას ხატზე ჰქონდა დაფიცებული. ყველაზე ცხარე დაპირისპირება მას შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, კახა თარგამაძესთან ჰქონდა. როდესაც შევარდნაძე კვიციანს ხეობაში თავის წარმომადგენლად გზავნიდა, თარგამაძემ მას ღიად უწოდა "პრესტუპნიკი". კვიციანმა მაშინ "ალიასთან" საუბრისას აღიარა ორჯერ ნასამართლობა - ძროხის ქურდობისთვის და ხულიგნობისთვის. რაც შეეხება მკვლელობას, ის მას ბოლომდე უარყოფდა. თუმცა "ალიას" ინფორმაციით, საუბარი იყო გაგრაში მომხდარ მკვლელობაზე, როცა ქალაქის ერთ-ერთი კოლორიტი, ვინმე სიგუა მოკლეს. ზოგიერთი ინფორმაციით, ეს მკვლელობა თავის თავზე ერთმა სოუხმელმა ავტორიტეტმა აიღო... ყოველ შემთხვევაში, ეს ხმები სწორედ იმ დროიდან გავრცელდა, რაც ემზარ კვიციანი სახელისუფლებო თანამდებობაზე დაინიშნა".

როგორც ხედავთ, "ალიას" ემზარ კვიციანის საქმეების შესახებ უამრავი მასალა გააჩნია, რასაც ვრცლად ორშაბათის "კვირის ქრონიკაში" იხილავთ. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, გმირია ის თუ კრიმინალი. ვნახოთ, დაჯდეს სამართალდამცავებთან და დაამტკიცოს თავისი სიმართლე. არც ის არის გამორიცხული, კვიციანმა სამართალდამცავები ისეთ ადამიანებზეც გაიყვანოს, ვინც დღესაც ხელისუფლებაშია...

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა