სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სიშიშვლე ბათუმიდან - ''გოგონების უმეტესობას სიამოვნებს ჩემთან გადაღება...''
სიშიშვლე ბათუმიდან - ''გოგონების უმეტესობას სიამოვნებს ჩემთან გადაღება...''

ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი გი­ორ­გი მჟა­ვა­ნა­ძე ბა­თუმ­ში მოღ­ვა­წე­ობს. მისი ფო­ტო­არ­ქი­ვი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ბა­თუ­მე­ლი ხე­ლო­ვა­ნი მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში ად­ვი­ლად ახერ­ხებს, რომ გო­გო­ნე­ბი შიშ­ვლად პო­ზი­რე­ბა­ზე და­ი­თან­ხმოს, რისი პრობ­ლე­მაც დე­და­ქა­ლაქ­ში მოღ­ვა­წე ფო­ტოგ­რა­ფებს ხში­რად აქვთ. გი­ორ­გის ფო­ტო­არ­ქივ­ში ამ ჟანრს ნამ­დვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია.

- გი­ორ­გი, პირ­ველ რიგ­ში, შენ­ზე მოგ­ვი­ყე­ვი...

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ბა­თუმ­ში, ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს ხატ­ვა. სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვამ­თავ­რე. მიყ­ვარს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ისე­თი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა, რაც მძაფ­რად გა­მო­ხა­ტავს ჩემს გრძნო­ბებს. მქონ­და პე­რი­ო­დი, რო­დე­საც სულ მძი­მე ფე­რებ­ში ვხა­ტავ­დი, ეს ჩანს კი­დეც ჩემს გრა­ფი­კულ ნა­მუ­შევ­რებ­ში.…ახლა ვმუ­შა­ობ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ეს­კი­ზებ­სა და ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ზე.

- ფო­ტოგ­რა­ფია რო­გორ შე­მო­ვი­და შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ერთხელ ჩემს მე­გო­ბარს ამე­რი­კე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ეს­ტუმ­რა. მის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს მო­მიყ­ვნენ და მას შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დი ფო­ტოგ­რა­ფი­ით. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს გა­ტა­ცე­ბა­ზე მეტი გახ­და. პირ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ჩემს სო­ფელ­ში მო­ხუ­ცებს გა­და­ვუ­ღე. მათ სა­ხე­ზე ვხე­დავ მთელ ცხოვ­რე­ბას, ემო­ცი­ას. კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ გა­და­ვი­ღე პირ­ვე­ლი ფოტო, ეს იყო მო­ხუ­ცი ქალი, რო­მე­ლიც სოფ­ლის ორ­ღო­ბე­ში ყა­ვარ­ჯნით მი­ა­ბი­ჯებ­და, ღრუბ­ლი­ა­ნი ამინ­დი იყო.

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზი შავ-თეთ­რი ფო­ტო­ე­ბის სე­რია ვნა­ხე შენს არ­ქივ­ში...

- დიახ, ამ მო­ხუ­ცე­ბი­დან ბევ­რი ცო­ცხა­ლიც აღარ არის. ისი­ნი არი­ან უბ­რა­ლო მშრო­მე­ლი ხალ­ხი, მათი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. ასე­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს წვი­მი­ა­ნი ბა­თუ­მი, სა­ნა­პი­რო­ზე რომ გავ­დი­ვარ, თვალ­წინ შავ-თეთ­რი კად­რე­ბი მიდ­გას, აქ მხო­ლოდ ორ ფერს ვხე­დავ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტე­რე­სის სფე­რო შე­ვიც­ვა­ლე, ციფ­რულ კა­მე­რა­სა და გლა­მუ­რის გა­და­ღე­ბა­ზე გა­და­ვე­დი.

- ფო­ტო­ებ­ში დიდი ად­გი­ლი უკა­ვია ნუ­დის, ამა­ზე გო­გო­ნე­ბის და­თან­ხმე­ბას ბევ­რი ვერ ახერ­ხებს...

- სი­შიშ­ვლეს რო­მან­ტი­კუ­ლად ვუ­ყუ­რებ. ეს ხე­ლოვ­ნე­ბაა, სი­ლა­მა­ზე, ბუ­ნე­ბამ სრულ­ყო­ფი­ლე­ბა ქა­ლის სხე­ულ­ში გა­ნა­სა­ხი­ე­რა. ვფიქ­რობ, ქა­ლის სხე­უ­ლი ნა­ტი­ფი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. გო­გო­ნებს ჩემ­თან კომ­პლექ­სი არ აქვთ, თუმ­ცა მხო­ლოდ შიშ­ველ ნა­ტუ­რას არ ვი­ღებ.

- ალ­ბათ მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, რომ სახე არ გა­მო­უ­ჩი­ნო...

- სა­ხე­და­მა­ლუ­ლი ფოტო უფრო იდუ­მა­ლია. მა­თაც არ აქვთ ამის სურ­ვი­ლი. გო­გო­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას სი­ა­მოვ­ნებს ჩემ­თან გა­და­ღე­ბა, სა­ხეს არ მა­ლა­ვენ, უბ­რა­ლოდ, ზოგ კადრში მე ვმა­ლავ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სიშიშვლე ბათუმიდან - ''გოგონების უმეტესობას სიამოვნებს ჩემთან გადაღება...''

სიშიშვლე ბათუმიდან - ''გოგონების უმეტესობას სიამოვნებს ჩემთან გადაღება...''

ფოტოხელოვანი გიორგი მჟავანაძე ბათუმში მოღვაწეობს. მისი ფოტოარქივი ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანია. უცნაურია, მაგრამ ბათუმელი ხელოვანი მშობლიურ ქალაქში ადვილად ახერხებს, რომ გოგონები შიშვლად პოზირებაზე დაითანხმოს, რისი პრობლემაც დედაქალაქში მოღვაწე ფოტოგრაფებს ხშირად აქვთ. გიორგის ფოტოარქივში ამ ჟანრს ნამდვილად განსაკუთრებული ადგილი უკავია.

- გიორგი, პირველ რიგში, შენზე მოგვიყევი...

- დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, ბავშვობიდან მიყვარს ხატვა. სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე. მიყვარს მრავალფეროვნება, ისეთი რაღაცის გაკეთება, რაც მძაფრად გამოხატავს ჩემს გრძნობებს. მქონდა პერიოდი, როდესაც სულ მძიმე ფერებში ვხატავდი, ეს ჩანს კიდეც ჩემს გრაფიკულ ნამუშევრებში.…ახლა ვმუშაობ არქიტექტურულ ესკიზებსა და ინტერიერის დიზაინზე.

- ფოტოგრაფია როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში?

- ერთხელ ჩემს მეგობარს ამერიკელი ფოტოგრაფი ესტუმრა. მის შესახებ საინტერესო ამბავს მომიყვნენ და მას შემდეგ დავინტერესდი ფოტოგრაფიით. დროთა განმავლობაში ეს გატაცებაზე მეტი გახდა. პირველი ფოტოები ჩემს სოფელში მოხუცებს გადავუღე. მათ სახეზე ვხედავ მთელ ცხოვრებას, ემოციას. კარგად მახსოვს, როგორ გადავიღე პირველი ფოტო, ეს იყო მოხუცი ქალი, რომელიც სოფლის ორღობეში ყავარჯნით მიაბიჯებდა, ღრუბლიანი ამინდი იყო.

- ძალიან ლამაზი შავ-თეთრი ფოტოების სერია ვნახე შენს არქივში...

- დიახ, ამ მოხუცებიდან ბევრი ცოცხალიც აღარ არის. ისინი არიან უბრალო მშრომელი ხალხი, მათი შვილიშვილები. ასევე ძალიან მიყვარს წვიმიანი ბათუმი, სანაპიროზე რომ გავდივარ, თვალწინ შავ-თეთრი კადრები მიდგას, აქ მხოლოდ ორ ფერს ვხედავ. დროთა განმავლობაში ინტერესის სფერო შევიცვალე, ციფრულ კამერასა და გლამურის გადაღებაზე გადავედი.

- ფოტოებში დიდი ადგილი უკავია ნუდის, ამაზე გოგონების დათანხმებას ბევრი ვერ ახერხებს...

- სიშიშვლეს რომანტიკულად ვუყურებ. ეს ხელოვნებაა, სილამაზე, ბუნებამ სრულყოფილება ქალის სხეულში განასახიერა. ვფიქრობ, ქალის სხეული ნატიფი და მრავალფეროვანია. გოგონებს ჩემთან კომპლექსი არ აქვთ, თუმცა მხოლოდ შიშველ ნატურას არ ვიღებ.

- ალბათ მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სახე არ გამოუჩინო...

- სახედამალული ფოტო უფრო იდუმალია. მათაც არ აქვთ ამის სურვილი. გოგონების უმეტესობას სიამოვნებს ჩემთან გადაღება, სახეს არ მალავენ, უბრალოდ, ზოგ კადრში მე ვმალავ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია