უკრაინის ახალი ხელისუფლების შემადგენლობაში, შესაძლოა, მომღერალი და საზოგადო მოღვაწე რუსლანა ლიჟიჩკოც მოხვდეს. ამ წინადადებით ფრაქცია "ბატკივშინას"დეპუტატი ანდრეი პავლოვსკი გამოვიდა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მომღერალს ახალ კაბინეტში მაიდნის საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლის ფუნქცია ჰქონდეს.
"იგეგმება რუსლანას, როგორც საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლის, ახალი ხელისუფლების შემადგენლობაში ჩართვა", - განაცხადა პავლოვსკიმ.
როგორც ცნობილია, მომღერალი რუსლანა ევრომაიდნის აქტივისტი იყო და ხალხს მაიდანზე მისვლისკენ მოუწოდებდა.
რუსლანა "ევროვიზია" 2004 -ის გამარჯვებულია.მომზადებულია fakty.ictv.ua-ს მიხედვით.