ნინი ბადურაშვილი, რომელიც თითქმის ყველა სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნავს, თუ როგორ ტრაგიკულად აღიქვამს მისი "ფეისბუქ-პოსტების" ინტერნეტსივრცეში გასაჯაროვებას, კვლავ ექცევა ყურადღების ცენტრში. ნინი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პროვოკაციულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც მომღერლის თვითმკვლელობის იმიტაციაა ასახული.
"რამდენს გაგახარებთ :)))", - წერს ნინი ფოტოს კომენტარში.
აღსანიშნავია, რომ მომღერალს ორი თვის განმავლობაში სოციალურ ქსელში პირადი გვერდი გაუქმებული ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ კი გვერდის კვლავ გააქტიურება გადაწყვიტა, ვინაიდან ერთ-ერთმა ინტერნეტ-საიტმა მას ნინო ჩხეიძის ვანო მერაბიშვილზე ნათქვამი სიტყვები მიაწერა. ნინი ბადურაშვილი საიტს ჩივილით დაემუქრა.
ნინის ახალი ფოტო, სავარაუდოდ, ჟურნალისტების მიმართ ნინის დამოკიდებულებას გამოხატავს.
იხილეთ ასევე: ნინო ჩხეიძე - "მრცხვენია თქვენს მაგივრად, მე მიყვარს ვანო მერაბიშვილი"