რუსი სამხედროები მავთულხლართების გავლებას აგრძელებენ

რუსი სამხედროები მავთულხლართების გავლებას აგრძელებენ

რუსი სამხედროები ქარელის რაიონის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების პროცესს აგრძელებენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება, სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დასრულებიდან ამ დრომდე, ე.წ. მესაზღვრეები საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟს ინტენსიურად აწარმოებენ.

სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ მიწების დიდ ნაწილს სწორედ აღნიშნულ მონაკვეთზე ფლობენ. მათივე განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების გამო, 11-მა ოჯახმა 10 ჰექტრაზე მეტი მიწის ფართობი უკვე დაკარგა.

ცოტა ხნის წინ ოსურმა მხარემ დაახლოებით 5 ჰექტარი მიტაცებული მიწის ფართობის დამუშავება დაიწყო. სოფელ ატოცს ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი სოფელი ოქონა ესაზღვრება. ატოცელების თქმით, ამ ტერიტორიაზე მდებარეობს წყლის სათავე ნაგებობა, საიდანაც სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქცევის საფრთხე წყლის სათავესაც დაემუქროს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია