რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობას. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"დიდ ეჭვებს იწვევს რიგი სახელისუფლო ორგანოების ლეგიტიმურობა, რომლებიც ახლა უკრაინაში მუშაობენ. თუმცა, ზოგიერთი ჩვენი უცხოელი პარტნიორი სხვაგვარად ფიქრობს", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
ამასთან, რუსეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინასთან სათანამშრომლოდ, როცა უკრაინაში კონსტიტუციაზე დაყრდნობით მოხდება ახალი მთავრობის ფორმირება.
"ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი თემის განსახილველად, მაგრამ მთავარია იმის გაცნობიერება, ვისთან უნდა განვიხილოთ. თუ ხელისუფლებად ნიღბიან ადამიანებს ჩავთვლით, ასეთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გაგვიჭირდება", - აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.