ყაზბეგის გამზირზე, 34ა ნომერში ამწეს წაქცევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთ-ერთი მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის ინფორმაციით, მეორე ადამიანი მსუბუქად დაშავდა და მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მისივე ინფორმაციით, ამწეში მყოფი ადამიანი, დაახლოებით 40-45 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. გიორგაძის თქმით, ამწეს წაქცევამ ასევე ოთხი მანქანა დააზიანა. ფაქტზე დაწყებულია უკვე გამოძიება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.