მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამების ტაძარში დაასვენეს

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამების ტაძარში დაასვენეს

სამების საკათედრო ტაძარში ცოტა ხნის წინ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მიაბრძანეს. პროცესიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების შესასვლელში დახვდა. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები უკვე დაასვენეს სამების საკათედრო ტაძარში. პარაკლისს თავად უწმინდესი გადაიხდის.

რაც შეეხება მსვლელობას, ფეხით მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები იყვნენ სასულიერო პირები და მრევლი. მათ თავისუფლების მოედანი და ბარათაშვილის ხიდი ფეხით გაიარეს და სამების ტაძარში მიბრძანდნენ.

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოვლის ტაძრიდან დღეს გამოაბრძანეს. სამების საკათედრო ტაძარში ბერი გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია