სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
უკრაინის ეკლესიის საპატრიარქო ეკლესიის გაერთიანებას მოითხოვს
უკრაინის ეკლესიის საპატრიარქო ეკლესიის გაერთიანებას მოითხოვს

უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დი (კი­ე­ვის პატ­რი­არ­ქა­ტი) უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნოდს (მოს­კო­ვის პატ­რი­არ­ქატს) გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მო­წო­დე­ბით მი­მარ­თავს, - ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "უნნ" იუ­წყე­ბა.

"ახლა, უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის ამ ის­ტო­რი­ულ მო­მენ­ტში, ისე, რო­გორც არას­დროს თვალ­ნა­თე­ლია, რამ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­და­ი­ლა­ხოს უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის და­ყო­ფის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც უკვე 20 წე­ლია გრძელ­დე­ბა და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ერთი მთლი­ა­ნი უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სია. არ­სე­ბუ­ლი და­ყო­ფა მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ყო­ფას­თა­ნაც. უნდა ჩა­მო­ვი­შო­როთ ად­რინ­დე­ლი წყე­ნა და დავა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია დი­ა­ლო­გის და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი და­წყე­ბა ერ­თი­ა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქი და სხვა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ი­ღე­ბენ ჩვენს ერ­თობ­ლივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ეკ­ლე­სიო და­ყო­ფის მოგ­ვა­რე­ბის შე­სა­ხებ და უკ­რა­ი­ნის ერ­თი­ა­ნი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის არ­სე­ბო­ბა­საც აღი­ა­რე­ბენ", - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია unn.com.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

უკრაინის ეკლესიის საპატრიარქო ეკლესიის გაერთიანებას მოითხოვს

უკრაინის ეკლესიის საპატრიარქო ეკლესიის გაერთიანებას მოითხოვს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი (კიევის პატრიარქატი) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს (მოსკოვის პატრიარქატს) გაერთიანების მოწოდებით მიმართავს, - ამის შესახებ სააგენტო "უნნ" იუწყება.

"ახლა, უკრაინელი ხალხისთვის ამ ისტორიულ მომენტში, ისე, როგორც არასდროს თვალნათელია, რამდენად აუცილებელია გადაილახოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფის პრობლემა, რომელიც უკვე 20 წელია გრძელდება და ჩამოყალიბდეს ერთი მთლიანი უკრაინის ეკლესია. არსებული დაყოფა მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოების დაყოფასთანაც. უნდა ჩამოვიშოროთ ადრინდელი წყენა და დავა. აუცილებელია დიალოგის დაუყოვნებელი დაწყება ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის ჩამოსაყალიბებლად. დარწმუნებულები ვართ, რომ მსოფლიო პატრიარქი და სხვა ადგილობრივი ეკლესიები სიამოვნებით მიიღებენ ჩვენს ერთობლივ გადაწყვეტილებას საეკლესიო დაყოფის მოგვარების შესახებ და უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობასაც აღიარებენ", - ნათქვამია მიმართვაში.

მომზადებულია unn.com.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა