ჩხუბი სასწრაფო დახმარების მანქანაში - ნუგზარ წიკლაური დეტალებს ყვება

ჩხუბი სასწრაფო დახმარების მანქანაში - ნუგზარ წიკლაური დეტალებს ყვება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანაში გიორგი ონიანს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც წიკლაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროკურატურამ გუშინ ადვოკატი გიორგი ონიანი დააკავა, რომელსაც ბაჩო ახალაიას საქმეზე პროკურატურისთვის რამდენიმე პროცესი ჰქონდა მოგებული, "მათ შორის კრიმინალი პროკურორის ფარცხალაძისთვის".

წიკლაურისვე ინფორმაციით, გიორგი ონიანი თვითმმართველობის არჩევნებში აპირებდა კენჭისყრას.

როგორც დეპუტატი ირწმუნება, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი ონიანის თანამშრომლები, სხვადასხვა ადამიანები, დაჰყავდათ პროკურატურაში, "რათა მიეღწიათ გიორგი ონიანის საწინააღმდეგო ჩვენებისათვის".

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, დღეს იგეგმებოდა გიორგი ონიანის ბრიფინგი ამ თემაზე.

"როგორც ჩანს, პროკურატურისთვის ცნობილი გახდა, სატელეფონო საუბრების მოსმენის გზით, ამის შესახებ და იგი გუშინ დააკავეს. დაკითხვის დროს, დაძაბული საუბრის დროს, გიორგი ონიანს განუვითარდა გულის შეტევა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დარეგულირება ვერ შეძლო, ამიტომ გადაიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში.

ამის შემდეგ, განვითარდა ნამდვილი კრიმინალური დრამა. პოლიციის თანამშრომლები გამოედევნენ ამ მანქანას, გადაუდგნენ წინ, უკანონოდ ჩამოსვეს ადვოკატი, რომელიც იქ იმყოფებოდა და შეუცვალეს გეზი, წაიყვანეს სულ სხვა მიმართულებით. ამ დროს სასწრაფო დახმარების მანქანაში მოხდა შეხლა-შემოხლა გიორგი ონიანსა და იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს შორის. მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მისი ჯანმრთელობის მდგომარება",- განაცხადა წიკლაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა