უკრაინელმა ჟურნალისტმა სერგეი ლეშჩენკომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის საყვარლის ფოტო გამოაქვეყნა.
ლეშჩენკოს თქმით, ქალს ლუბოვ პოლეჟაი ჰქვია და იგი უკვე მრავალი წელია ვიქტორ იანუკოვიჩთან ცხოვრობს.
"თქვენს წინაშე უკრაინის ყოფილი დიქტატორის, ვიქტორ იანუკოვიჩის საყვარელი - წარმოშობით ენაკიევოდან, ლუბოვ პოლეჟაია. იგი მისი მზარეულის, ნადეჟდა მარინცევას ღვიძლი დაა. იანუკოვიჩი და პოლეჟაი უკვე დიდი ხანია ერთად არიან, ამასთან, იანუკოვიჩი ლუდმილასთან ოფიციალურად განქორწინებული არაა. ამ დამნაშავეს ყველაფერში ორმაგი მორალი აქვს", - აღნიშნავს ჟურნალისტი.
ასევე დაგაინტერესებთ:
მომზადებულია censor.net.ua-ს მიხედვით.