განათლების ყოფილი მინისტრი, ექსპერტი გია ნოდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე მამა გაბრიელის საფლავის გახსნას ეხმაურება.
"შოტლანდიაში ვარ და ჩამოვრჩი ქართულ რეალობას. მესმის, რომ დედა პარასკევას ბიზნესი აახია საპატრიარქომ, სავსებით გასაგები მოტივია. მაგრამ რაღაც ოფიციალური და პოლიტკორექტული განმარტება არსებობს, რატომ ამოთხარეს ის კაცი საფლავიდან და ქვეყნის საღადაო გახადეს (ქვეყნის შედარებით რაციონალურ ნაწილს ვგულისმობ). მამა გაბრიელი ჩემი ბიძა არ ყოფილა, მაგრამ ისე მეჩვენება, რომ მართლა სწამდა იმ კაცს ღმერთის და თუნდაც ამის გამო პატივისცემას იმსახურებდა, რას ერჩოდნენ? გრეხია, სამთავროსთან რომ ხარ დაკრძალული?", - წერს ნოდია.
შეგახსენებთ, მამა გაბრიელის საფლავი მცხეთაში, დედათა მონასტრის ეზოში შაბათს გახსნეს. წმინდა ნაწილებს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან დღეს, 12:00 საათზე გამოასვენებენ და თბილისისკენ მსვლელობით წააბრძანებენ. სასულიერო პირები და მრევლი სპორტის სასახლეს, გმირთა მოედანს და ვარაზისხევს, ვარდების რევოლუციის მოედანს, თავისუფლების მოედანს და ბარათაშვილის ხიდს გაივლიან.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც ბერ გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული.