ქართული "მაკდონალდსი" 15 წლისაა - საერთაშორისო კონვენციაზე მინიჭებული "ოქროს კატეგორია" - საუკეთესო ხარისხისა და სერვისისთვის

ქართული "მაკდონალდსი" 15 წლისაა - საერთაშორისო კონვენციაზე მინიჭებული "ოქროს კატეგორია" - საუკეთესო ხარისხისა და სერვისისთვის

"მაკდონალდსი" - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული რესტორნების ქსელი, საქართველოში არსებობის 15 წელს ითვლის და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, აღნიშნულ სეგმენტში მუდმივად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. დღეისათვის, საქართველოში უკვე "მაკდონალდსის" ექვსი რესტორანი ფუნქციონირებს. აქედან - ოთხი თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთი ბათუმში. ქართულ "მაკდონალდსში" 500 თანამშრომელი მუშაობს, რომელიც ყოველდღიურად, დაახლოებით, 9000 სტუმარს ემსახურება. "კულტურა, ხარისხი, სისუფთავე, ხელმისაწვდომობა, მომხმარებელთან კონტაქტის გამორჩეული ფორმა, კოოპერაცია, კოორდინაცია" - ეს "მაკდონალდსის" მუშაობის პრინციპები და მოთხოვნებია.

საუკეთესო კომპანია საქართველოში, ჯილდო უმაღლესი სერვისისთვის, ჟენევაში ხარისხის საერთაშორისო კონვენციაზე მინიჭებული "ოქროს კატეგორია" (საუკეთესო ხარისხისა და სერვისისთვის), ფრანკფურტში საუკეთესო ხარისხისთვის დაჯილდოება და ფონდი - "ქართული ხარისხის" მიერ მინიჭებული "ხარისხის ნიშანი" და, რაც მთავარია, უამრავი ერთგული მომხმარებელი. "მაკდონალდსი" ოლიმპიადის ოფიციალური რესტორანია, რომელიც მრავალი წელია ოლიმპიელების კვებაზე ზრუნავს.

ასეთი გახლავთ საქართველოში "მაკდონალდსის" 15 წლიანი მუშაობის შედეგი.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი