უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პატიმრობიდან გათავისუფლდა. იულია ტიმოშენკო მედიის ყურადღების ცენტრში ხარკოვის მე-5 ციხის სამკურნალო დაწესებულების დატოვებისთანავე აღმოჩნდა. ფოტოგრაფებმა მისი არაერთი კადრი აღბეჭდეს, თუმცა, ინტერნეტში ყველაზე რეზონანსული, გასაგები მიზეზების გამო, ტიმოშენკოს ქალიშვილთან პირველი შეხვედრის კადრი აღმოჩნდა.
ციხის საავადმყოფოს დატოვების შემდეგ იულია ტიმოშენკო მომიტინგეებს მაიდანზე შეუერთდა.
Ambebi.ge გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს