პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ "ესპრესო ტვ"-ზე გავრცელდა.

როგორც ცნობილია, ვიქტორ იანუკოვიჩმა კიევი გუშინ დატოვა. პრეზიდენტის მრჩეველმა, ანა გერმანმა განაცხადა, რომ იანუკოვიჩი ხარკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. "პრეზიდენტი ხარკოვში გუშინ საღამოს ჩავიდა. დღეს ის ამომრჩევლებს შეხვდება", - განაცხადა გერმანმა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის "მეჟიგორიეს" რეზიდენცია ცარიელია და ტერიტორიაზე ჟურნალისტებს უშვებენ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა