სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნინი ცნობილაძე: "დაოჯახების თემა დიდი ხნით დავხურე!..''
ნინი ცნობილაძე: "დაოჯახების თემა დიდი ხნით დავხურე!..''

ნინი ცნო­ბი­ლა­ძემ, მარ­თა­ლია, პრო­ფე­სი­ად ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა აირ­ჩია, მაგ­რამ ამ სფე­რო­ში არ აპი­რებს საქ­მი­ა­ნო­ბას. "ახალ­მა ხმამ" მისი გეგ­მე­ბი მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა. ახლა მისი მი­ზა­ნია, სიმ­ღე­რა­ში რაც შე­იძ­ლე­ბა, მეტი გა­ა­კე­თოს. დიდი სურ­ვი­ლი აქვს, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ და­ამ­ტკი­ცოს, რომ კარ­გი მომ­ღე­რა­ლია და ამის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს.

"სა­შინ­ლად წუ­პა­კი ბავ­შვი ვი­ყა­ვი"

- ნინი, მშობ­ლე­ბი რას საქ­მი­ა­ნო­ბენ?

- მამა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კულ­ტუ­რის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. ახლა პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი აქვს. დედა მუ­სი­კო­სია. ადრე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ას­წავ­ლი­და, ახლა ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა­ში ას­წავ­ლის, ფორ­ტე­პი­ა­ნოს გან­ხრით.

- რო­გორ გა­იც­ნეს მშობ­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი არ ჰქო­ნი­ათ. მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი და ორ კვი­რა­ში დედა მა­მას ცო­ლად გაჰ­ყვა. ეს გა­თხო­ვე­ბის­თვის ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რი­ო­დია, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, მა­მამ იმ­დე­ნად მო­ხიბ­ლა დედა, რომ არა­ფე­რი არ აინ­ტე­რე­სებ­და. მათ შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაც იყო - და­ახ­ლო­ე­ბით თხუთ­მე­ტი წელი. ფოტო დე­და­სა და მა­მას ქორ­წილ­ში აქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი. მთა­ვა­რია, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი დღემ­დე ჩემ­თვის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ოჯა­ხის მა­გა­ლი­თი არი­ან. მე­გობ­რუ­ლად და კარ­გად ცხოვ­რო­ბენ. ერ­თმა­ნეთს სულ გვერ­დში უდ­გა­ნან. მინ­და, ჩემ გვერ­დი­თაც ისე­თი­ვე იდე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იდ­გეს და ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­დეს, რო­გო­რიც ჩემს ოჯახ­შია.

- რო­გორც ვიცი, გყავს ძმა. მომ­დევ­ნო ფოტო, რო­გორც ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე მი­თხა­რი, მას­თან და დე­დას­თან ერ­თად გაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

- ჩემი ძმა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბან­კი­რია და საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სულ წინ მი­ი­წევს. მცი­რე ხნის წინ და­ო­ჯახ­და და ვე­ლო­დე­ბით ბავ­შვს. ის ჩვენს ოჯახ­ში პირ­ვე­ლი პა­ტა­რა იქ­ნე­ბა და ყვე­ლას ერთი სული გვაქვს, რო­დის და­ი­ბა­დე­ბა. ჩემი ძმა და რძა­ლი 23 წლი­სე­ბი არი­ან. და­ო­ჯა­ხე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე ცოტა სხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მაქვს. თუმ­ცა მი­ნა­ხავს ოჯა­ხე­ბიც, ცხრა­მე­ტი წლი­დან რომ ერ­თად არი­ან. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, იპო­ვო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც შეძ­ლებ ცხოვ­რე­ბას.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნინი ცნობილაძე: "დაოჯახების თემა დიდი ხნით დავხურე!..''

ნინი ცნობილაძე: "დაოჯახების თემა დიდი ხნით დავხურე!..''

ნინი ცნობილაძემ, მართალია, პროფესიად ჟურნალისტობა აირჩია, მაგრამ ამ სფეროში არ აპირებს საქმიანობას. ''ახალმა ხმამ'' მისი გეგმები მთლიანად შეცვალა. ახლა მისი მიზანია, სიმღერაში რაც შეიძლება, მეტი გააკეთოს. დიდი სურვილი აქვს, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაამტკიცოს, რომ კარგი მომღერალია და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

''საშინლად წუპაკი ბავშვი ვიყავი''

- ნინი, მშობლები რას საქმიანობენ?

- მამა სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავეა.  წლების განმავლობაში კულტურის სფეროში მოღვაწეობდა. ახლა პატარა ბიზნესი აქვს. დედა მუსიკოსია. ადრე კონსერვატორიაში ასწავლიდა, ახლა ევგენი მიქელაძის სახელობის სკოლაში ასწავლის, ფორტეპიანოს განხრით.

- როგორ გაიცნეს მშობლებმა ერთმანეთი?

- განსაკუთრებული სიყვარულის ამბავი არ ჰქონიათ. მეგობრების წრეში გაიცნეს ერთმანეთი და ორ კვირაში დედა მამას ცოლად გაჰყვა. ეს გათხოვებისთვის ძალიან მოკლე პერიოდია, მაგრამ, როგორც ჩანს, მამამ იმდენად მოხიბლა დედა, რომ არაფერი არ აინტერესებდა. მათ შორის ასაკობრივი სხვაობაც იყო - დაახლოებით თხუთმეტი წელი. ფოტო დედასა და მამას ქორწილში აქვთ გადაღებული. მთავარია, რომ ჩემი მშობლები დღემდე ჩემთვის სიყვარულისა და ოჯახის მაგალითი არიან. მეგობრულად და კარგად ცხოვრობენ. ერთმანეთს სულ გვერდში უდგანან. მინდა, ჩემ გვერდითაც ისეთივე იდეალური ადამიანი იდგეს და ისეთი ურთიერთობა გვქონდეს, როგორიც ჩემს ოჯახშია.

- როგორც ვიცი, გყავს ძმა. მომდევნო ფოტო, როგორც ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, მასთან და დედასთან ერთად გაქვს გადაღებული.

- ჩემი ძმა წარმატებული ბანკირია და საქმიანობაში სულ წინ მიიწევს. მცირე ხნის წინ დაოჯახდა და ველოდებით ბავშვს. ის ჩვენს ოჯახში პირველი პატარა იქნება და ყველას ერთი სული გვაქვს, როდის დაიბადება. ჩემი ძმა და რძალი 23 წლისები არიან. დაოჯახებასთან დაკავშირებით მე ცოტა სხვა შეხედულებები მაქვს. თუმცა მინახავს ოჯახებიც, ცხრამეტი წლიდან რომ ერთად არიან. ყველაზე მთავარია, იპოვო ადამიანი, რომელთან ერთადაც შეძლებ ცხოვრებას.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება