სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა პირობებში იმსახურებენ ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში
რა პირობებში იმსახურებენ ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ასე­უ­ლი კი­დევ ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ა­ში ჩა­ერ­თვე­ბა. ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი მა­ის­ში ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან.

ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში 6 თვი­ა­ნი სამ­შვი­დო­ბო მი­სია, რო­მელ­შიც ქარ­თუ­ლი ასე­უ­ლი უნდა ჩა­ერ­თოს, გა­ე­როს მან­და­ტით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. EUFOR RCA მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ თხოვ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­მა მი­მარ­თა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოწ­ვე­ვა ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში, კეტ­რინ ეშ­ტონ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზე გა­მო­აგ­ზავ­ნა.

ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში ევ­რო­კავ­ში­რის მიერ წარ­მო­ე­ბულ ოპე­რა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ასე­უ­ლის ჩარ­თვის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს უკვე მი­მარ­თა, პარ­ლა­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის ინი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს.

"ეს არის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, მო­რა­ლუ­რად გა­მარ­თლე­ბუ­ლი მი­სია. მი­სი­ას ევ­რო­კავ­ში­რი ახორ­ცი­ე­ლებს გა­ე­როს რე­ზო­ლუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად. დე­ტა­ლებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის თავ­დაც­ვის სტრუქ­ტუ­რებ­თან. მი­სია 6 თვი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მა­ის­ში და­ი­წყე­ბა. სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ასე­უ­ლი. ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნით, ასე­ვე, ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­თან თავ­სე­ბა­დო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს მი­სია, ისე­ვე რო­გორც სხვა მი­სი­ე­ბი, ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლე­ბენ თა­ვის ამო­ცა­ნებს და და­უბ­რუნ­დე­ბი­ან ქვე­ყა­ნას. კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბი უახ­ლო­ე­სი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ მი­სია საბ­რძო­ლო არ არის და ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის ჯარ­თან ერ­თად შე­ეც­დე­ბი­ან ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბის დამ­შვი­დე­ბას. მი­სი­ის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის დე­და­ქა­ლაქ ბან­გის არე­ალ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ევ­რო­კავ­ში­რის ჯარი ბან­გის მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას და­ი­ცავს და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას შექ­მნის. გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც 5 დე­კემ­ბერს მი­ი­ღო, გა­ე­რო აძ­ლევს მან­დატს უცხო ქვეყ­ნის ჯა­რებს, გა­მო­ი­ყე­ნონ ძალა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად. უშიშ­რო­ბის საბ­ჭომ ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში 1200 ფრან­გი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის და აფ­რი­კუ­ლი კავ­ში­რის 3600 ჯა­რის­კა­ცის გან­თავ­სე­ბის შე­სა­ხებ სან­ქცია გას­ცა.

სამ­ხედ­რო ჩა­რე­ვა აუ­ცი­ლებ­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში და­ი­წყო სის­ხლისმღვრე­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი მუ­სულ­მან ამ­ბო­ხე­ბულ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია "სე­ლე­კას" მებ­რძო­ლებ­სა და ქრის­ტი­ა­ნულ პო­ლი­ცი­ას შო­რის.

კრი­ზი­სის შე­დე­გად 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის 50%-ზე მეტს. 825 000 ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რია ქვეყ­ნის შიგ­ნით, 245 000 პირ­მა კი მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს სთხო­ვა თავ­შე­სა­ფა­რი.

ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია საფ­რან­გეთ­მა და­ი­წყო. "ჩვე­ნი სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტი ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კის დე­და­ქა­ლაქ ბან­გი­ში ქუ­ჩებ­ში პატ­რუ­ლი­რე­ბას შე­უდ­გა", - გა­ნა­ცხა­და 6 დე­კემ­ბერს, საფ­რან­გე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჟან-ივ ლე დრი­ან­მა, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ფრან­სუა ოლან­დმა კი თა­ვის მხრივ, ხაზი გა­უს­ვა, რომ აქ­ცი­ის მი­ზა­ნია - ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის აღ­კვე­თა ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში.

მი­სი­ის წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნაა საფ­რან­გე­თი. ევ­რო­კავ­ში­რის ოპე­რა­ცი­ის მე­თა­უ­რი საფ­რან­გე­თი­დან გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ფი­ლიპ პონ­ტი­ეა.

"მზად­ყოფ­ნის მო­მენ­ტი­დან ევ­რო­კავ­ში­რის ძა­ლებს მხო­ლოდ ექ­ვსი თვე ექ­ნე­ბათ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სათ­ვის, ამი­ტომ "ხელ­შე­სა­ხებ" შე­დე­გებს ძა­ლი­ან მალე უნდა მი­აღ­წი­ონ, - გა­ნა­ცხა­და ფი­ლიპ პონ­ტი­ემ, - ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ჩვენს სა­მოქ­მე­დო არე­ალ­ში შევ­ქმნათ ერ­თგვა­რი უსაფრ­თხო სა­მო­თხე ბან­გის შე­ზღუ­დულ არე­ალ­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი თავს და­ცუ­ლად იგ­რძნო­ბენ".

რაც შე­ე­ხე­ბა კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს, კლი­მა­ტი ტრო­პი­კუ­ლია. ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­შუ­ა­ლოდ 30 გრა­დუ­სია. თბი­ლი სე­ზო­ნი 23 იან­ვრი­დან 18 მარ­ტამ­დე გრძელ­დე­ბა, ხოლო ცივი სე­ზო­ნი ივ­ნი­სი­დან სექ­ტემ­ბრამ­დეა, ეს პე­რი­ო­დი ძი­რი­თა­დად წვი­მი­ა­ნია. ხში­რია წვი­მა ელ­ჭე­ქით.

სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 1600 ჯა­რის­კა­ცით და­ი­წყო საფ­რან­გეთ­მა 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში. 2014 წლის იან­ვარ­ში კი ბრი­უ­სელ­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ ფრან­გებს სხვე­ბიც შე­უ­ერ­თდე­ბი­ან და ევ­რო­კავ­ში­რის ჯარი დე­და­ქა­ლაქ ბან­გის მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას და­ი­ცავს და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას შექ­მნის. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე და­მა­ტე­ბით 400 ჯა­რის­კა­ცის გაგ­ზავ­ნას აპი­რებს საფ­რან­გე­თი, 55 ჯა­რის­კაცს გაგ­ზავ­ნის ეს­ტო­ნე­თი, ხოლო, გერ­მა­ნია და დიდი ბრი­ტა­ნე­თი მი­სი­ის ლო­გის­ტი­კუ­რი დახ­მა­რე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა პირობებში იმსახურებენ ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

რა პირობებში იმსახურებენ ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული კიდევ ერთ საერთაშორისო მისიაში ჩაერთვება. ქართველი სამხედროები მაისში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 6 თვიანი სამშვიდობო მისია, რომელშიც ქართული ასეული უნდა ჩაერთოს, გაეროს მანდატით ხორციელდება. EUFOR RCA მისიაში მონაწილეობის შესახებ თხოვნით საქართველოს ევროკავშირმა მიმართა. ოფიციალური მოწვევა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კეტრინ ეშტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გამოაგზავნა.

ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მიერ წარმოებულ ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უკვე მიმართა, პარლამენტში აღნიშნული საკითხის ინიცირება მოახდინოს.

"ეს არის ჰუმანიტარული, მორალურად გამართლებული მისია. მისიას ევროკავშირი ახორციელებს გაეროს რეზოლუციის შესაბამისად. დეტალებზე განხორციელდება მოლაპარაკებები ევროკავშირის თავდაცვის სტრუქტურებთან. მისია 6 თვიანი იქნება, რომელიც მაისში დაიწყება. სამშვიდობო მისიაში ჩართული იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული. ჩვენი შეიარაღებული ძალები პროფესიონალიზმით, საბრძოლო მზადყოფნით, ასევე, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებთან თავსებადობით გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისია, ისევე როგორც სხვა მისიები, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის იქნება წარმატებული. ჩვენი სამხედროები წარმატებით შეასრულებენ თავის ამოცანებს და დაუბრუნდებიან ქვეყანას. კონკრეტული დეტალები უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება ცნობილი", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მისია საბრძოლო არ არის და ქართველი სამხედროები ევროკავშირის ჯართან ერთად შეეცდებიან ქვეყანაში ვითარების დამშვიდებას. მისიის ძირითადი მიზანია ცენტრალური აფრიკის დედაქალაქ ბანგის არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ევროკავშირის ჯარი ბანგის მოსახლეობის უსაფრთხოებას დაიცავს და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესაძლებლობას შექმნის. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიხედვით, რომელიც 5 დეკემბერს მიიღო, გაერო აძლევს მანდატს უცხო ქვეყნის ჯარებს, გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად. უშიშრობის საბჭომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 1200 ფრანგი სამხედრო მოსამსახურის და აფრიკული კავშირის 3600 ჯარისკაცის განთავსების შესახებ სანქცია გასცა.

სამხედრო ჩარევა აუცილებლი მას შემდეგ გახდა, რაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაიწყო სისხლისმღვრელი შეტაკებები მუსულმან ამბოხებულთა ორგანიზაცია "სელეკას" მებრძოლებსა და ქრისტიანულ პოლიციას შორის.

კრიზისის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დახმარება ესაჭიროება მოსახლეობის 50%-ზე მეტს. 825 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია ქვეყნის შიგნით, 245 000 პირმა კი მეზობელ ქვეყნებს სთხოვა თავშესაფარი.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ოპერაცია საფრანგეთმა დაიწყო. "ჩვენი სამხედრო კონტიგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში ქუჩებში პატრულირებას შეუდგა", - განაცხადა 6 დეკემბერს, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კი თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ აქციის მიზანია - ჰუმანიტარული კატასტროფის აღკვეთა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

მისიის წამყვანი ქვეყანაა საფრანგეთი. ევროკავშირის ოპერაციის მეთაური საფრანგეთიდან გენერალ-მაიორი ფილიპ პონტიეა.

"მზადყოფნის მომენტიდან ევროკავშირის ძალებს მხოლოდ ექვსი თვე ექნებათ უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის, ამიტომ "ხელშესახებ" შედეგებს ძალიან მალე უნდა მიაღწიონ, - განაცხადა ფილიპ პონტიემ, - ჩვენი მიზანია, ჩვენს სამოქმედო არეალში შევქმნათ ერთგვარი უსაფრთხო სამოთხე ბანგის შეზღუდულ არეალში, სადაც ადამიანები თავს დაცულად იგრძნობენ".

რაც შეეხება კლიმატურ პირობებს, კლიმატი ტროპიკულია. ტემპერატურა საშუალოდ 30 გრადუსია. თბილი სეზონი 23 იანვრიდან 18 მარტამდე გრძელდება, ხოლო ცივი სეზონი ივნისიდან სექტემბრამდეა, ეს პერიოდი ძირითადად წვიმიანია. ხშირია წვიმა ელჭექით.

სამშვიდობო მისიის განხორციელება 1600 ჯარისკაცით დაიწყო საფრანგეთმა 2013 წლის დეკემბერში. 2014 წლის იანვარში კი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ ფრანგებს სხვებიც შეუერთდებიან და ევროკავშირის ჯარი დედაქალაქ ბანგის მოსახლეობის უსაფრთხოებას დაიცავს და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესაძლებლობას შექმნის. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამატებით 400 ჯარისკაცის გაგზავნას აპირებს საფრანგეთი, 55 ჯარისკაცს გაგზავნის ესტონეთი, ხოლო, გერმანია და დიდი ბრიტანეთი მისიის ლოგისტიკური დახმარებით შემოიფარგლებიან.

ნათია ლეშკაშელი

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე