სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი მარგველაშვილი - ჩემთვის აღმაფრთოვანებელია მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია
გიორგი მარგველაშვილი - ჩემთვის აღმაფრთოვანებელია მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია

ჩემ­თვის აღ­მაფრ­თო­ვა­ნე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცია, რო­დე­საც საქ­მე ეთ­ნი­კურ ან რე­ლი­გი­ურ ჩაგ­ვრას ეხე­ბა , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ან­გა­რი­შით წარ­დგო­მი­სას გა­ნა­ცხა­და.

"თვით­მმარ­თვე­ლო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვენ­ნა­ი­რი ეთ­ნი­კუ­რად და რე­ლი­გი­უ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ქვეყ­ნის­თვის. იმის შეგ­რძნე­ბა, რომ ყვე­ლა­ნი ერ­თად ვმარ­თავთ და ვან­ვი­თა­რებთ ჩვენს ქვე­ყა­ნას, არის ის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აყ­ვავ­დეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. ასე ქმნი­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ, ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი მეფე და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნა­არ­სე­ბობ­დნენ სხვა­დას­ხვა კონ­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ეს ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ქრის­ტი­ა­ნულ ქვე­ყა­ნა­ში. დიახ, შემ­წყნა­რებ­ლო­ბა უპირ­ვე­ლე­სად სწო­რედ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბა და ტრა­დი­ცი­აა. მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის როლი, რო­მე­ლიც ხაზ­გას­მუ­ლია ჩვენს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენს სუ­ლი­ერ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. ეს როლი ყვა­ვის და ვი­თარ­დე­ბა სწო­რედ ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის და ქარ­თუ­ლი ტო­ლე­რან­ტო­ბის პი­რო­ბებ­ში. მინ­და, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩემ­თვის აღ­მაფრ­თო­ვა­ნე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცია, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ეთ­ნი­კურ ან რე­ლი­გი­ურ ჩაგ­ვრას", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და პატ­რი­არ­ქის მიერ მუს­ლიმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ მუს­ლი­მებს პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის შემ­თხვე­ვა­ში სა­პატ­რი­არ­ქო­ში მის­ვლა და მუს­ლი­მა­ნუ­რი წე­სით ლოც­ვის იქ აღ­ვლე­ნა შეს­თა­ვა­ზა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიორგი მარგველაშვილი - ჩემთვის აღმაფრთოვანებელია მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია

გიორგი მარგველაშვილი - ჩემთვის აღმაფრთოვანებელია მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია

ჩემთვის აღმაფრთოვანებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია, როდესაც საქმე ეთნიკურ ან რელიგიურ ჩაგვრას ეხება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე თავისი პირველი ანგარიშით წარდგომისას განაცხადა.

"თვითმმართველობა უმნიშვნელოვანესია ჩვენნაირი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყნისთვის. იმის შეგრძნება, რომ ყველანი ერთად ვმართავთ და ვანვითარებთ ჩვენს ქვეყანას, არის ის, როგორ შეიძლება აყვავდეს ჩვენი ქვეყანა. ასე ქმნიდა გაერთიანებულ, ძლიერ საქართველოს ჩვენი ყველაზე დიდი მეფე დავით აღმაშენებელი. ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში თანაარსებობდნენ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები. ეს ხორციელდებოდა ქრისტიანულ ქვეყანაში. დიახ, შემწყნარებლობა უპირველესად სწორედ ქრისტიანული ფასეულობა და ტრადიციაა. მართლმადიდებელი ეკლესიის როლი, რომელიც ხაზგასმულია ჩვენს კონსტიტუციაში, მნიშვნელოვანია ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს როლი ყვავის და ვითარდება სწორედ ქართული ტრადიციების და ქართული ტოლერანტობის პირობებში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის აღმაფრთოვანებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია, როდესაც საქმე ეხება ეთნიკურ ან რელიგიურ ჩაგვრას", - განაცხადა მარგველაშვილმა და პატრიარქის მიერ მუსლიმ მოქალაქეებთან დაკავშირებული სიტყვები გაიხსენა, როდესაც მისმა უწმინდესობამ მუსლიმებს პრობლემების შექმნის შემთხვევაში საპატრიარქოში მისვლა და მუსლიმანური წესით ლოცვის იქ აღვლენა შესთავაზა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა