თავდაცვის სამინისტროს ყველა დროის პრემიები და დანამატები

თავდაცვის სამინისტროს ყველა დროის პრემიები და დანამატები

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტმა ირაკლი ალასანიას მარტის თვეში აღებული 20 090 ლარიანი პრემიის შესახებ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ განმარტება გააკეთა.

"საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის მარტის თვეში მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა - 3540 ლარი, სტაჟის დანამატი 25% - 885 ლარი, საიდუმლოს დანამატი 15 % - 531 ლარი, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დანამატი - 4335 ლარი, საკლასო ჩინის დანამატი 35 % -1239 ლარი. იმის გამო, რომ საკლასო ჩინის დანამატზე ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2013 წლის მარტში, მოხდა მისი გადაანგარიშება დანიშვნის დღიდან და შესაბამისად შეადგინა:

2012 წლის ოქტომბერი 269,32 ლარი, ნოემბერი 1239 ლარი, დეკემბერი 1239 ლარი, 2013 წლის პირველ სამ თვეშიც 1239- 1239 ლარი მიიღო მინისტმა. მარტის თვეში საკლასო ჩინის დანამატმა შეადგინა 6464,32 ლარი, სულ მარტის თვის შემოსავალმა კი 3540+885+531+4335+6464,32=15755,32 ლარი. მარტის პრემია 4335 ლარი, სულ დარიცხული ხელფასი მარტის თვეში 15755,32+4335=20090,32 (აქედან საშემოსავლო 4 018,06 ლარი, ხელზე აიღო 16 072,26 ლარი).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოველთვიური ანაზღაურება დანამატების და სტაჟის გათვალისწინებით, ხელზე შეადგენს 4946 ლარს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კი მინისტრის დანამატი შეადგენს 2168 ლარს" - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიების გაცემაში "ნაციონალურ მოძრაობასაც" საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შიდა მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და გაერთიანებულ შტაბში 2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით ფულადი პრემიის სახით 41 მილიონ 164 ათასი ლარია გაცემული, მათ შორის დაახლოებით 19 მილიონი ლარი გაცემულია საიდუმლო ბრძანებით.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა