სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დავით ზურაბიშვილის კომენტარი მისი შვილის მიერ პარლამენტარების საჯარო გინებაზე
დავით ზურაბიშვილის კომენტარი მისი შვილის მიერ პარლამენტარების საჯარო გინებაზე

კაფე "გა­ლე­რი­ში" ცნო­ბი­ლი ექი­მის, გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, და­ვით ცხა­კა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვაჟი, გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუკ­ზე" უხამ­სი კო­მენ­ტა­რით ეხ­მა­უ­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს სა­ჯა­როდ აგი­ნებს. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წის, და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვა­ჟის, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში სწავ­ლობს, გუ­ლის­წყრო­მა გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ მან იმ დე­პუ­ტა­ტებს აგი­ნა, სა­დაც მა­მა­მი­სი და მისი გუნ­დის წევ­რე­ბი წამ­ყვან ძა­ლას წარ­მო­ად­გე­ნენ.

"პარ­ლა­მენ­ტში რო სხედ­ხართ თქვე მუქ­თა­ხო­რა დე­დამ... ფეხი-ფეხ­ზე რო გა­და­გი­დი­ათ, უსი­კე­ბი­ან პრე­ზერ­ვა­ტი­ებ­ზე ლა­პა­რა­კობთ და მარ­ტო თქვე­ნი ტრა­კის სით­ბო­ზე ფიქ­რობთ, ამა­სო­ბა­ში იღუ­პე­ბა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა!!! პა­ტა­რა ბავ­შვიც ხვდე­ბა იმას, რომ ბი­ო­ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მოს­ვლას ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლებ და ნარ­კო­ტი­კებს ვერ გა­აქ­რობ!!! მით უმე­ტეს, რო­დე­საც ეფექ­ტი იგი­ვე აქვს, იმ­დე­ნად მიმსგავ­სე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კი და შე­დე­გი კი­დევ ფა­ტა­ლუ­რი. ვი­საც MDMA-ს და­ლე­ვა უნდა, ის მა­ინც იშო­ვის და და­ლევს, მით უმე­ტეს რო­დე­საც შე­გიძ­ლია უმარ­ტი­ვე­სად გა­მო­ი­წე­რო და რაღა ვირ­თხე­ბის წამ­ლით წამ­ლავთ და ხო­ცავთ ახალ­გაზ­რდო­ბას თქვე­ნი გულ­გრი­ლი მუქ­თა­ხო­რა დე­დას შევ...ი, ცოტა ტვი­ნი ხო უნდა გა­ან­ძრიო და და­ფიქ­რდე. სა­ნამ თქვენ შვი­ლებს ან ნა­თე­სა­ვებს არ მო­უ­ვათ ის, რაც "ცხა­კოს" და­ე­მარ­თა, მა­ნამ­დე ვერ უნდა მიხ­ვდეთ, რომ ბუ­ნებ­რი­ვი ნარ­კო­ტი­კე­ბის აკ­რძალ­ვით პრობ­ლე­მა კი არ გვარ­დე­ბა, პი­რი­ქით სა­ზო­გა­დო­ე­ბა იღუ­პე­ბა?!?!?!", - წერს გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

რა პო­ზი­ცია აქვს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლე­სა და ამ­ჟა­მად პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წეს თა­ვი­სი შვი­ლის და­წე­რი­ლი გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ?

"ალია" კო­მენ­ტა­რის­თვის და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- ბა­ტო­ნო და­ვით, ნა­ხეთ თქვე­ნი შვი­ლის პო­ზი­ცია "ფე­ის­ბუკ­ზე"?

- შენც ნახე რა, და­სა­წე­რი თემა.

- მან მთე­ლი პარ­ლა­მენ­ტი გა­ლან­ძღა ბა­ტო­ნო და­ვით და სხვა­თა შო­რის ის ძა­ლაც, რო­მე­ლიც წამ­ყვან ძა­ლას წარ­მო­ად­გენს. ამი­ტომ, რა­ტომ გიკ­ვირთ, რომ და­ვინ­ტე­რეს­დით?

- უბ­რა­ლოდ, ის "გა­ლე­რი­ში" გარ­დაც­ვლი­ლი ბიჭი მისი კლა­სე­ლი და ძმა­კა­ცი იყო და ფიქ­რობს, რომ მა­რი­ხუ­ა­ნის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია თუ მოხ­დე­ბა, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი აღარ იქ­ნე­ბა. ეს იყო სულ.

- ესა­უბ­რეთ ამის შე­სა­ხებ?

- და­წე­რა რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე. ათას­ჯერ ვუ­თხა­რი, თან გი­ნე­ბას ნუ წერ, ათა­სი ოხე­რი და­დის ამ ინ­ტერ­ნეტ­ში-მეთ­ქი. მოკ­ლედ, მი­ი­ღეთ დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის კა­ნო­ნიო, ამის გამო გაგ­ვლან­ძღა.

- მუქ­თა­ხო­რე­ბი ზი­ხართ პარ­ლა­მენ­ტშიო. ამა­ზე რა რე­აქ­ცია გქონ­დათ?

- რა რე­აქ­ცია უნდა მქონ­დეს? ჯერ ერთი, არას­წო­რია პარ­ლა­მენ­ტის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა ამ სა­კი­თხში, რად­გან ეს არაა მარ­ტი­ვი სა­კი­თხი, მერე კი­დევ იმა­ზე უნდა იფიქ­რო, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი არაა პრი­ვა­ტუ­ლი სივ­რცე და აქ რომ რა­მეს იტყვი, თუნ­დაც ძა­ლი­ან ნერ­ვე­ბაშ­ლი­ლი, ამას არა­ვინ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გა­ჭე­ნონ საქ­ვეყ­ნოდ. მაგ­რამ ახალ­გაზ­რდაა და არა აქვს სა­თა­ნა­დო გა­მოც­დი­ლე­ბა.

- გი­ორ­გის "პოს­ტის" შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტში კო­ლე­გებ­მა თუ გი­თხრეს რამე და რა პო­ზი­ცია აქვთ მათ?

- პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­თან არ მი­ლა­პა­რა­კია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, მა­თაც კარ­გად ეს­მით, რომ გი­ორ­გის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და­ი­ღუ­პა და ამ მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ და­წე­რა ის "პოს­ტი". თან მერე მო­ი­ბო­დი­შა, ზედ­მე­ტად მძაფ­რი რე­აქ­ცი­ის გამო.

- თქვენ­მა შვილ­მა რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე და­ა­ფიქ­სი­რა სწო­რი პო­ზი­ცია, ლე­გა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნეთ სა­ნამ კი­დევ არ და­ი­ხოც­ნენ ახალ­გაზ­რდე­ბიო. ეთან­ხმე­ბით თუ არა?

- რაც შე­ე­ხე­ბა პო­ზი­ცი­ას, მეც ვთვლი, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ზედ­მე­ტად მკაც­რია და ამ კონ­ტექ­სტში დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას კი ვემ­ხრო­ბი, მაგ­რამ ასე­ვე მი­მაჩ­ნია, რომ ეს პრობ­ლე­მას ვერ გა­და­წყვეტს. ამას სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა.

"ალია" და­ინ­ტე­რეს­და, იცოდ­ნენ თუ არა დე­პუ­ტა­ტებ­მა გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ლან­ძღვა-გი­ნე­ბის შე­სა­ხებ და რო­გო­რი იყო მათი პო­ზი­ცია.

ნუკ­რი ქან­თა­რია: "ვიცი, რაც და­წე­რა ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ბიჭ­მა, ემო­ცი­ურ ნი­ა­დაგ­ზე შე­იძ­ლე­ბა, უწე­სო­დაც წა­მოს­ცდა რა­ღაც. ახლა მა­გა­ზე გა­მო­კი­დე­ბა არ ღირს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, მუქ­თა­ხო­რე­ბი რომ გვი­წო­და პარ­ლა­მენ­ტა­რებს, ესეც გა­სა­გე­ბია, ყვე­ლას შე­უძ­ლია, რა­ღა­ცა თქვას და და­წე­როს. არ ვგრძნობ თავს მუქ­თა­ხო­რად და არ ღირს ამა­ზე ამ ბი­ჭის­თვის საქ­მის გარ­ჩე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას, რა თქმა უნდა, ვარ მომ­ხრე. ეს უნდა ჩა­ით­ვა­ლოს და­საშ­ვე­ბად. ერ­თია, მომ­ხმა­რე­ბე­ლი, მე­ო­რე - რე­ა­ლი­ზა­ტო­რი, რო­მე­ლიც უნდა და­ი­სა­ჯოს, მაგ­რამ ავად­მყო­ფი კი არ უნდა გავ­კი­ცხოთ, უნდა ვუ­პატ­რო­ნოთ, აბა, უნდა დავ­ცხრი­ლოთ?"

ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძე: "ჯერ ერთი, ზრდი­ლო­ბის­კენ მო­ვუ­წო­დებ ახალ­გაზ­რდა ბიჭს, არ ვი­წო­ნებ მის სქა­ცი­ელს. ეს არის არ­გუ­მენ­ტე­ბი­სა და ზრდი­ლო­ბის არ­ქო­ნის ბრა­ლი, ახალ­გაზ­რდო­ბის გამო მო­უ­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას, მე ახლა არ ვარ მზად, ამ სა­კითხს ჩა­ვუღ­რმავ­დე, ეს არა მგო­ნია, გა­მო­სა­ვა­ლი იყოს ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან. თუ უცხო­ეთ­ში აქვს ამას რამე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა, ამას ტრა­დი­ცი­ის დამ­კვიდ­რე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ არც სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ზა­რალ­დეს და ერთი უკი­დუ­რე­სო­ბი­დან მე­ო­რე­ში არ გა­დავ­ვარ­დეთ".

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დავით ზურაბიშვილის კომენტარი მისი შვილის მიერ პარლამენტარების საჯარო გინებაზე

დავით ზურაბიშვილის კომენტარი მისი შვილის მიერ პარლამენტარების საჯარო გინებაზე

კაფე "გალერიში" ცნობილი ექიმის, გულიკო ჩაფიძის შვილიშვილის, დავით ცხაკაიას გარდაცვალების ფაქტს დავით ზურაბიშვილის ვაჟი, გიორგი ზურაბიშვილი "ფეისბუკზე" უხამსი კომენტარით ეხმაურება და საქართველოს პარლამენტის წევრებს საჯაროდ აგინებს. პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწის, დავით ზურაბიშვილის ვაჟის, რომელიც ამერიკაში სწავლობს, გულისწყრომა გასაგებია, მაგრამ მან იმ დეპუტატებს აგინა, სადაც მამამისი და მისი გუნდის წევრები წამყვან ძალას წარმოადგენენ.

"პარლამენტში რო სხედხართ თქვე მუქთახორა დედამ... ფეხი-ფეხზე რო გადაგიდიათ, უსიკებიან პრეზერვატიებზე ლაპარაკობთ და მარტო თქვენი ტრაკის სითბოზე ფიქრობთ, ამასობაში იღუპება ახალგაზრდა თაობა!!! პატარა ბავშვიც ხვდება იმას, რომ ბიონარკოტიკების შემოსვლას ვერ გააკონტროლებ და ნარკოტიკებს ვერ გააქრობ!!! მით უმეტეს, როდესაც ეფექტი იგივე აქვს, იმდენად მიმსგავსებულია ნარკოტიკი და შედეგი კიდევ ფატალური. ვისაც MDMA-ს დალევა უნდა, ის მაინც იშოვის და დალევს, მით უმეტეს როდესაც შეგიძლია უმარტივესად გამოიწერო და რაღა ვირთხების წამლით წამლავთ და ხოცავთ ახალგაზრდობას თქვენი გულგრილი მუქთახორა დედას შევ...ი, ცოტა ტვინი ხო უნდა გაანძრიო და დაფიქრდე. სანამ თქვენ შვილებს ან ნათესავებს არ მოუვათ ის, რაც "ცხაკოს" დაემართა, მანამდე ვერ უნდა მიხვდეთ, რომ ბუნებრივი ნარკოტიკების აკრძალვით პრობლემა კი არ გვარდება, პირიქით საზოგადოება იღუპება?!?!?!", - წერს გიორგი ზურაბიშვილი.

რა პოზიცია აქვს განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეს თავისი შვილის დაწერილი განცხადების შესახებ?

"ალია" კომენტარისთვის დავით ზურაბიშვილს დაუკავშირდა.

- ბატონო დავით, ნახეთ თქვენი შვილის პოზიცია "ფეისბუკზე"?

- შენც ნახე რა, დასაწერი თემა.

- მან მთელი პარლამენტი გალანძღა ბატონო დავით და სხვათა შორის ის ძალაც, რომელიც წამყვან ძალას წარმოადგენს. ამიტომ, რატომ გიკვირთ, რომ დავინტერესდით?

- უბრალოდ, ის "გალერიში" გარდაცვლილი ბიჭი მისი კლასელი და ძმაკაცი იყო და ფიქრობს, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია თუ მოხდება, ასეთი შემთხვევები აღარ იქნება. ეს იყო სულ.

- ესაუბრეთ ამის შესახებ?

- დაწერა რაღაც სისულელე. ათასჯერ ვუთხარი, თან გინებას ნუ წერ, ათასი ოხერი დადის ამ ინტერნეტში-მეთქი. მოკლედ, მიიღეთ დეკრიმინალიზაციის კანონიო, ამის გამო გაგვლანძღა.

- მუქთახორები ზიხართ პარლამენტშიო. ამაზე რა რეაქცია გქონდათ?

- რა რეაქცია უნდა მქონდეს? ჯერ ერთი, არასწორია პარლამენტის დადანაშაულება ამ საკითხში, რადგან ეს არაა მარტივი საკითხი, მერე კიდევ იმაზე უნდა იფიქრო, რომ სოციალური ქსელი არაა პრივატული სივრცე და აქ რომ რამეს იტყვი, თუნდაც ძალიან ნერვებაშლილი, ამას არავინ გაითვალისწინებს და შეიძლება გამოგაჭენონ საქვეყნოდ. მაგრამ ახალგაზრდაა და არა აქვს სათანადო გამოცდილება.

- გიორგის "პოსტის" შესახებ პარლამენტში კოლეგებმა თუ გითხრეს რამე და რა პოზიცია აქვთ მათ?

- პარლამენტის წევრებთან არ მილაპარაკია, მაგრამ ვფიქრობ, მათაც კარგად ესმით, რომ გიორგის უახლოესი მეგობარი დაიღუპა და ამ მძიმე შთაბეჭდილების ქვეშ დაწერა ის "პოსტი". თან მერე მოიბოდიშა, ზედმეტად მძაფრი რეაქციის გამო.

- თქვენმა შვილმა რეალურად არსებულ სიტუაციაზე დააფიქსირა სწორი პოზიცია, ლეგალიზაცია მოახდინეთ სანამ კიდევ არ დაიხოცნენ ახალგაზრდებიო. ეთანხმებით თუ არა?

- რაც შეეხება პოზიციას, მეც ვთვლი, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე კანონმდებლობა ზედმეტად მკაცრია და ამ კონტექსტში დეკრიმინალიზაციას კი ვემხრობი, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ ეს პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ამას სერიოზული კომპლექსური მუშაობა სჭირდება.

"ალია" დაინტერესდა, იცოდნენ თუ არა დეპუტატებმა გიორგი ზურაბიშვილის ლანძღვა-გინების შესახებ და როგორი იყო მათი პოზიცია.

ნუკრი ქანთარია: "ვიცი, რაც დაწერა ზურაბიშვილის ბიჭმა, ემოციურ ნიადაგზე შეიძლება, უწესოდაც წამოსცდა რაღაც. ახლა მაგაზე გამოკიდება არ ღირს. რაც შეეხება იმას, მუქთახორები რომ გვიწოდა პარლამენტარებს, ესეც გასაგებია, ყველას შეუძლია, რაღაცა თქვას და დაწეროს. არ ვგრძნობ თავს მუქთახორად და არ ღირს ამაზე ამ ბიჭისთვის საქმის გარჩევა. რაც შეეხება მარიხუანის დეკრიმინალიზაციას, რა თქმა უნდა, ვარ მომხრე. ეს უნდა ჩაითვალოს დასაშვებად. ერთია, მომხმარებელი, მეორე - რეალიზატორი, რომელიც უნდა დაისაჯოს, მაგრამ ავადმყოფი კი არ უნდა გავკიცხოთ, უნდა ვუპატრონოთ, აბა, უნდა დავცხრილოთ?"

ბიძინა გუჯაბიძე: "ჯერ ერთი, ზრდილობისკენ მოვუწოდებ ახალგაზრდა ბიჭს, არ ვიწონებ მის სქაციელს. ეს არის არგუმენტებისა და ზრდილობის არქონის ბრალი, ახალგაზრდობის გამო მოუვიდა. რაც შეეხება მარიხუანის დეკრიმინალიზაციას, მე ახლა არ ვარ მზად, ამ საკითხს ჩავუღრმავდე, ეს არა მგონია, გამოსავალი იყოს ამ სიტუაციიდან. თუ უცხოეთში აქვს ამას რამე ახსნა-განმარტება, ამას ტრადიციის დამკვიდრება სჭირდება, რომ არც საზოგადოება დაზარალდეს და ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავვარდეთ".

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა