სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოს საპატრიარქო კიევში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება
საქართველოს საპატრიარქო კიევში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო კი­ევ­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს სამ­ძი­მარს უცხა­დებს. კი­ევ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, კი­ევ­ში ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი კი­დევ ერთხელ მოწ­მობს, რამ­დე­ნად არამ­ყა­რია მშვი­დო­ბა მსოფ­ლი­ო­ში.

"ეს მოვ­ლე­ნე­ბი, რომ რე­ა­ლუ­რი დიდი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია, რა­და­გან ევ­რო­მა­ი­დან­ზე უკვე ამ­დე­ნი მსხვერ­პლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია. ჩვენ გუ­ლი­თად თა­ნაგ­რძნო­ბას ვუ­ცხა­დებთ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, ზუ­რაბ ხურ­ცი­ას, ოჯახს და აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს მათი უკ­ვდა­ვი სუ­ლი­სათ­ვის. ამას­თან, მიგ­ვაჩ­ნია, რომ და­პი­რის­პი­რე­ბულ­მა მხა­რე­ებ­მა შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­დად­გან, რომ მოვ­ლე­ნე­ბი ყვე­ლა­სათ­ვის კი­დევ უფრო დრა­მა­ტუ­ლად არ გან­ვი­თარ­დეს.

უკ­რა­ი­ნას­თან სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. ამი­ტომ, ბუ­ნებ­რი­ვია, დი­დად გან­ვიც­დით მომ­ხდარს და შევ­თხოვთ უფალს, კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბამ და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბამ გა­ი­მარ­ჯვოს და მშვი­დო­ბამ და­ი­სად­გუ­როს ამ ქვე­ყა­ნა­ში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქართველოს საპატრიარქო კიევში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

საქართველოს საპატრიარქო კიევში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

საქართველოს საპატრიარქო კიევში მომხდარი დაპირისპირებისას გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. კიევში მიმდინარე პროცესებს საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმაურება.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, კიევში ამჟამად მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ მოწმობს, რამდენად არამყარია მშვიდობა მსოფლიოში.

"ეს მოვლენები, რომ რეალური დიდი საფრთხის შემცველია, ყველასთვის ნათელია, რადაგან ევრომაიდანზე უკვე ამდენი მსხვერპლი და დაზარალებულია. ჩვენ გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქის, ზურაბ ხურციას, ოჯახს და აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის. ამასთან, მიგვაჩნია, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა შემხვედრი ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადადგან, რომ მოვლენები ყველასათვის კიდევ უფრო დრამატულად არ განვითარდეს.

უკრაინასთან საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ამიტომ, ბუნებრივია, დიდად განვიცდით მომხდარს და შევთხოვთ უფალს, კეთილგონიერებამ და სამართლიანობამ გაიმარჯვოს და მშვიდობამ დაისადგუროს ამ ქვეყანაში", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია