სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც ნი­კო გო­მე­ლა­უ­რის ხსოვ­ნას ეძღ­ვ­ნე­ბა

სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც ნი­კო გო­მე­ლა­უ­რის ხსოვ­ნას ეძღ­ვ­ნე­ბა

სე­რი­ალ­ზე "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მუ­შა­ო­ბა ჯერ არ და­უწყია. არ იცის, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ამ­ბე­ბი მი­რი­ან ბა­რა­თე­ო­ნის გმი­რის გარ­შე­მო, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რა­დაა და­კა­ვე­ბუ­ლი თე­ატ­რ­ში. მსა­ხი­ობ და­თო დარ­ჩი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უს სწო­რედ ამ ახალ სპექ­ტაკ­ლ­ზე სა­უბ­რით ვიწყებ.

პრეამბულის მაგიერ

- და­თო საყ­ვა­რე­ლი­ძე დგამს სპექ­ტაკლს - "მა­ლე მო­ვალ წვი­მად", რო­მე­ლიც ნი­კო გო­მე­ლა­უ­რის ლექ­სე­ბის მი­ხედ­ვი­თაა. ეს სპექ­ტაკ­ლი ნი­კოს ეძღ­ვ­ნე­ბა. რე­პე­ტი­ცი­ე­ბი უკ­ვე და­ვიწყეთ და მა­ლე მა­ყუ­რე­ბელს ჩვენს ნა­მუ­შე­ვარს ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ სცე­ნა­ზე შევ­თა­ვა­ზებთ.

- მხო­ლოდ ნი­კოს ლექ­სე­ბის მი­ხედ­ვი­თაა?

- დი­ახ და ლა­მა­ზა­დაა გა­კე­თე­ბუ­ლი. სპექ­ტაკ­ლ­ში 10 მსა­ხი­ო­ბი ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბა­თუმ­ში იყა­ვი გა­და­ღე­ბა­ზე. იქ რო­მელ ფილ­მ­ზე იმუ­შა­ვე?

- ეს ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ქრის­ტო­ფერ კო­პო­ლამ გა­და­ი­ღო. ქარ­თუ­ლი ნა­წი­ლი უკ­ვე გა­და­ღე­ბუ­ლია, და­ნარ­ჩენ კად­რებ­ზე ამე­რი­კა­ში უნ­და იმუ­შა­ონ. ამ ფილ­მ­ში ანა გურ­ჯი თა­მა­შობს, სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტია, რო­მელ­ზეც ბუ­ნებ­რი­ვია. ჯერ ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ.

- პრე­მი­ე­რა­ზე ამე­რი­კა­ში მი­გიწ­ვე­ვენ?

- ეგ შენ­ზე მე­ტად მე მა­ინ­ტე­რე­სებს (ი­ცი­ნის). რო­გორც ვი­ცი, პრე­მი­ე­რა მო­მა­ვალ წელს იქ­ნე­ბა.

- წიგ­ნე­ბის კითხ­ვას, ახა­ლი გა­მო­ცე­მე­ბის გაც­ნო­ბას ახერ­ხებ?

- ნაკ­ლე­ბად, სულ სცე­ნა­რებს ვკითხუ­ლობ, ვსწავ­ლობ.

- კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა გაქვს?

- რა­ტომ­ღაც ლექ­სე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა მი­ჭირს. არა­და, პო­ე­ზია ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ახ­ლა ნი­კოს ლექ­სებს ვარ მი­ჯაჭ­ვუ­ლი.

- ნი­კოს­თან მე­გობ­რობ­დი, ჯგუ­ფე­ლე­ბი იყა­ვით. ახ­ლა, ამ წუთ­ში, მას­ზე რა გახ­სენ­დე­ბა?

- სა­ი­მე­დო მე­გო­ბა­რი იყო, მხარში ამოდგომა იცო­და. სხარ­ტი ენა და იუმო­რი ჰქონ­და. მახ­სოვს, ოჯა­ხი რომ შევ­ქ­მე­ნი, ძა­ლი­ან რთულ პე­რი­ოდს და­ემ­თხ­ვა. სი­ცი­ვე, სიბ­ნე­ლე, შიმ­ში­ლი... ნი­კო 10, 20 დო­ლარს იშო­ვი­და და პრო­დუქ­ტით დატ­ვირ­თუ­ლი მოგ­ვად­გე­ბო­და ხოლ­მე. ჩე­მი მე­უღ­ლე სა­დილს ამ­ზა­დებ­და და ის ნაც­რის­ფე­რი დღე­ე­ბი ერ­თად გა­დაგ­ვ­ქონ­და. იმა­ზე, რომ ძა­ლი­ან კარ­გი პო­ე­ტი და მსა­ხი­ო­ბი იყო, აღა­რა­ფერს ვიტყ­ვი.

- წიგ­ნი მო­გი­პა­რავს?

- ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან წიგ­ნი ჩემს წი­ნა­პარ, სი­სო­ნა დარ­ჩი­ა­ზე მო­ვი­პა­რე და ცოცხა­ლი თა­ვით უკან აღარ მი­ვი­ტა­ნე. სახ­ლ­ში ეგ გა­მო­ცე­მა არ გვქონ­და და ძა­ლი­ან მინ­დო­და.

- ერ­თხელ ინ­ტერ­ვი­უ­ში მითხა­რი, სი­სო­ნა­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბა მინ­და, მი­სი რო­ლი თა­ვად უნ­და ვი­თა­მა­შო, თო­რემ მე­რე ასა­კი ხელს აღარ შე­მიწყობს და ვე­ღარ შევ­ძ­ლე­ბო.

- ფილ­მის სცე­ნა­რი ჯერ მზად არ არის. ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ვარ, ვი­ცი, რა და რო­გორ უნ­და გა­და­ვი­ღო, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი სამ­წუ­ხა­როდ, გა­ი­წე­ლა. ბო­ლომ­დე გუ­ლახ­დი­ლი რომ ვი­ყო, გეტყ­ვი, - ცო­ტა­თი ვი­ზარ­მა­ცე. იმე­დია, ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბას შევ­ძ­ლებ.

- რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- ყვე­ლას გა­ვიც­ნობ­დი. არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი და პერ­სო­ნა­ჟი, და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი არ ჰქონ­დეს. ჩვენ უნ­და გვქონ­დეს იმის ნი­ჭი, რომ ნო­დარ დუმ­ბა­ძის თქმისა არ იყოს, ადა­მი­ანს ერ­თი მხრი­დან არ ვუ­ყუ­როთ. ქან­და­კე­ბა­სა­ვით შე­მო­ვუ­ა­როთ და სა­ი­და­ნაც ლა­მა­ზია, იმ მხრი­დან შევ­ხე­დოთ. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში მშვი­დი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ზი­დავს. მათ­თან თავს კარ­გად ვგრძნობ.

- რო­მე­ლი წლი­დან ტარ­დე­ბა "ოს­კა­რე­ბით" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია?

- ჩე­მო კარ­გო, ეს პა­ტი­ვი ჯერ არ მქო­ნია, მაგ­რამ ვი­ცი, რომ 1929 წლი­დან ტარ­დე­ბა.

- და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბულ მსა­ხი­ო­ბებს ნა­ნატრ სტა­ტუ­ე­ტებს არ­თ­მე­ვენ და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ უბ­რუ­ნე­ბენ, რა­ტომ?

- არ ვი­ცი.

- მას­ზე მფლო­ბე­ლის სა­ხელ­სა და გვარს ტვიფ­რა­ვენ.

- ა! ეს ვი­ცო­დი, მე­გო­ნა, კი­დევ სხვა რა­მე ხდე­ბო­და.

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ლონ­დონ­ში "კრის­ტის" აუქ­ცი­ონ­ზე 1912 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი პლა­კა­ტი 12 ათას დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ამ პლა­კა­ტით ყვე­ლას სა­სი­ა­მოვ­ნო და უსაფ­რ­თხო მოგ­ზა­უ­რო­ბის­თ­ვის ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ. სად?

- 1912 წელს, სად უნ­და წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ?

- მი­ნიშ­ნე­ბად მხო­ლოდ ერთ სიტყ­ვას გეტყ­ვი - "ხო­მალ­დი".

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- "ტი­ტა­ნიკ­ზე­ა" ლა­პა­რა­კი. 1919 წელს კი­ევ­ში სო­ლოვ­ცე­ვის თე­ატ­რ­ში კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ დად­გ­მუ­ლი ლო­პე დე ვე­გას დრა­მა - "ცხვრის წყა­რო" საბ­ჭო­თა თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. რა­ტომ?

- "ცხვრის წყა­რო" პირ­ვე­ლი საბ­ჭო­თა სპექ­ტაკ­ლი იყო. სხვა მი­ზე­ზიც არ­სე­ბობ­და?

- სწო­რად მი­პა­სუ­ხე. სად მდე­ბა­რე­ობს ბა­სი­ა­ნი, სა­დაც თა­მა­რის მე­ფო­ბის დროს ბრძო­ლა მოხ­და?

- ახ­ლან­დე­ლი თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა.

- X სა­უ­კუ­ნე­ში ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ­მა დახ­მა­რე­ბის­თ­ვის და­ვით კუ­რა­პა­ლატს მი­მარ­თა. ვინ მე­თა­უ­რობ­და ბი­ზან­ტი­ა­ში გაგ­ზავ­ნილ ჯარს?

- თორ­ნი­კე ერის­თა­ვი.

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლი?

- რუ­მი­ნეთ­ში.

- სპარ­სუ­ლი ან­და­ზა გვარ­წ­მუ­ნებს, რომ თუ ადა­მი­ა­ნი სიბ­რ­ძ­ნეს ეძებს, ის ჭკვი­ა­ნია. ამ ან­და­ზის მი­ხედ­ვით, რო­დის არის ადა­მი­ა­ნი სუ­ლე­ლი?

- რო­ცა იტყ­ვის, ბრძე­ნი ვა­რო. არა?

- რო­ცა ჰგო­ნია, რომ სიბ­რ­ძ­ნე იპო­ვა. რო­მე­ლი მწერ­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი კა­ხეთ­შიც, ქარ­თ­ლ­შიც და დე­და­ქა­ლაქ­შიც?

- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის.

- ვინ თა­მა­შობს მთა­ვარ როლს "რო­მა­ულ არ­და­დე­გებ­ში"?

- ოდ­რი ჰეპ­ბერ­ნი.

- "ხე­ვის­ბე­რი გო­ჩა", "ნი­ნო", "და­თა თუ­თაშ­ხი­ა", "გან­გა­ში" - ამ ფილ­მე­ბი­დან, რომ­ლის­თ­ვის არ და­უ­წე­რია მუ­სი­კა რე­ვაზ ლა­ღი­ძეს?

- "და­თა თუ­თაშ­ხი­ა".

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ბა­ი­რო­ნი?

- სა­ბერ­ძ­ნეთ­ში.

- 1931 წელს, მწე­რალ­თა ფე­დე­რა­ცი­ამ ეს მწე­რა­ლი თა­ვი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რი­გე­ბი­დან ერ­თხ­მად გა­რიცხა. "ცნო­ბი­ლია, რო­გორც რე­აქ­ცი­ო­ნე­რი და ან­ტი­საბ­ჭო­თა მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ამ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუწყ­ვეტ­ლივ იბ­რ­ძ­ვის მხატ­ვ­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ით და ზე­პი­რი გა­მოს­ვ­ლე­ბით თა­ვა­დაზ­ნა­უ­რუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის, შო­ვი­ნიზ­მის და "შა­ვი ჩო­ხის" ტრა­დი­ცი­ის და­სა­ცა­ვად". და­ა­სა­ხე­ლე ეს მწე­რა­ლი.

- კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

- წლე­ბის წინ, ბოთ­ლის რა ნა­წილ­ზე იყო და­ტა­ნი­ლი ღვი­ნის სა­ხე­ლი, დაკ­რე­ფის, ჩა­მოს­ხ­მის წე­ლი და სხვა ინ­ფორ­მა­ცია?

- (ფიქ­რობს) ვერ ვიხ­სე­ნებ.

- სა­ცობ­ზე. ამ ქა­ლა­ქის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მო­ე­და­ნი თბი­ლი­სის მო­ე­და­ნია, ჩვენს ქა­ლაქ­შიც არ­სე­ბობს იმ ქა­ლა­ქის სა­ხე­ლო­ბის მო­ე­და­ნი.

- (ფიქ­რობს) რო­მე­ლია?

- ზა­არ­ბ­რი­უ­კე­ნი. რო­გორც ლე­გენ­და გად­მოგ­ვ­ცემს, ის პირ­ვე­ლად თხებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მწყემ­ს­მა შე­ნიშ­ნა, რომ მას შემ­დეგ, რაც თხე­ბი ამ მცე­ნა­რის ფოთ­ლებს შე­ჭამ­დ­ნენ, უფ­რო ენერ­გი­უ­ლად დახ­ტოდ­ნენ. და­ა­სა­ხე­ლე, რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვერ ვხვდე­ბი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, სას­მ­ლის სა­ხე­ო­ბაა, ცი­ვიც შე­იძ­ლე­ბა მი­ვირ­თ­ვათ და ცხე­ლიც.

- მაბ­ნევ.

- ყა­ვა­ზეა ლა­პა­რა­კი. "ღა­მის ოს­ტა­ტი", "ჩე­მი ცხოვ­რე­ბა", "მუ­ლენ რუ­ჟი", "ოქ­როს კომ­პა­სი": და­ა­სა­ხე­ლე, რო­მე­ლი მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს ამ ფილ­მებ­ში?

- ნი­კოლ კიდ­მა­ნი.

- ეს ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი შოტ­ლან­დი­ე­ლი ფერ­მე­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, სა­შუ­ა­ლო სკო­ლა ვერ და­ამ­თავ­რა, რად­გან იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, მა­მას­თან დამ­ხ­მა­რედ ემუ­შა­ვა. ლექ­სე­ბის პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი 1786 წელს გა­მოს­ცა და დი­დი წარ­მა­ტე­ბა ხვდა. მი­სი ლექ­სე­ბი თარ­გ­მ­ნი­ლია ქარ­თუ­ლა­დაც. ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- რო­ბერტ ბერ­ნ­სზე.

- მხატ­ვ­რო­ბა­ში კარ­გად ერ­კ­ვე­ვი?

- მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე.

- "ძი­ძა ბავ­შ­ვით", "მე­თევ­ზე", "ჟი­რა­ფი", "მე­ე­ზო­ვე" - ვინ არის ამ ცნო­ბი­ლი ტი­ლო­ე­ბის ავ­ტო­რი?

- ფი­როს­მა­ნი.

- "იმ­დე­ნად მარ­ტო­სუ­ლი გახ­ლ­დათ, იმ­დე­ნად თა­ვი­სე­ბუ­რი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, მას­თან და­ახ­ლო­ე­ბა და გა­ში­ნა­უ­რე­ბა, მი­სი გაც­ნო­ბა და შეც­ნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ჩა­უ­წე­რია კი­დეც, - თქვენ რომ გგო­ნი­ათ, ის არ ვა­რო", - ვკითხუ­ლობთ ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძის ერთ-ერთ წიგ­ნ­ში. რო­მელ პო­ეტს ეძღ­ვ­ნე­ბა იგი?

- ჯა­ვა­ხა­ძის "უც­ნობს" გუ­ლის­ხ­მობ?

- დი­ახ.

- გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძეს ეძღ­ვ­ნე­ბა.

- 1966 წელს ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ინ­გ­ლი­სი­სა და არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბი გუნ­დე­ბის შეხ­ვედ­რი­სას ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. გერ­მა­ნელ­მა მსაჯ­მა ერთ-ერთ ფეხ­ბურ­თელს მო­ედ­ნის და­ტო­ვე­ბა უბ­რ­ძა­ნა. მო­თა­მა­შემ გერ­მა­ნუ­ლი ენა არ იცო­და და მო­ე­დან­ზე თა­მა­ში გა­აგ­რ­ძე­ლა. ამის შემ­დეგ ფეხ­ბურ­თ­ში ახა­ლი წე­სე­ბი შე­მო­ი­ღეს. რა სი­ახ­ლე­ზეა ლა­პა­რა­კი?

- წი­თე­ლი და ყვი­თე­ლი ბა­რა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, სხვა რა უნ­და იყოს?

- "სულ უბ­რა­ლო სო­ფელს მა­შინ გა­უ­ვარ­დე­ბა სა­ხე­ლი, თუ იქ დი­დი ვაჟ­კა­ცი და­ი­ბა­და", - რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ეპი­ლოგ­ში წერს ამ სიტყ­ვებს მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი?

- "არ­სე­ნა მა­რაბ­დე­ლი".

- რა­ტომ უწო­დე­ბენ შავ ზღვას ორ­სარ­თუ­ლი­ანს?

- იმი­ტომ, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი მან­ძი­ლის ქვე­მოთ, გო­გირ­დის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის გა­მო, სი­ცოცხ­ლე არ არის.

- რო­მელ ქარ­თულ ფილ­მ­შია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის მუ­ხამ­ბა­ზი - "გინდ მე­ძი­ნოს, მა­ინც სულ­ში მი­ზი­ხარ"?

- "ქე­თო და კო­ტე­ში".

- "ქა­ლი? მიყ­ვარს, მიყ­ვარს ქა­ლი/ ღვი­ნოც, ოღონდ არა ქარ­ხ­ნის,/ პუ­რიც, ოღონდ არა ფურ­ნის,/ პუ­რი - თო­ნის,/ ღვი­ნო - ჭუ­რის,/ ქა­ლი - მსგავ­სი გა­ზაფხუ­ლის". ამ ლექ­სის ავ­ტო­რი ვინ არის?

- მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

- მას მარ­ხი­ლის ძაღლს უწო­დე­ბენ. უძ­ლებს დატ­ვირ­თ­ვას და ყინ­ვას შეჩ­ვე­უ­ლია. მას ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უში­შარ, სწრაფ და ძლი­ერ ძაღ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. უმე­ტე­სო­ბას ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი აქვს და ჩრდი­ლო­ეთ რე­გი­ო­ნებ­ში გვხვდე­ბა. ძაღ­ლის რო­მელ ჯიშ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ლა­ი­კა­ზე.

- სად მოკ­ლეს ლინ­კოლ­ნი?

- თე­ატ­რ­ში.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "ყვე­ლა­ზე სა­ზიზღა­რი სა­ხე­ო­ბა სიმ­ხ­და­ლი­სა - ეს არის სა­კუ­თა­რი..."

- ვერ და­ვას­რუ­ლებ.

- "...სა­კუ­თა­რი თა­ვის შებ­რა­ლე­ბა".

მოამზადა თამუნა კვინიკაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება