სტატისტიკურად, ყოველწლიურად კოლუმბიიდან ჩრდილო ამერიკაში 550 ტ-ზე მეტი ნარკოტიკი ხვდება. ამ მოცულობის დაახლოებით ორი-მესამედი, ატლანტიკის ოკეანით ჩააქვთ. მექსიკასა და აშშ-ში კოკაინის ჩასატანად, ნარკომოვაჭრეები სხვადასხვა ხრიკებს მიმართავენ. თევსაჭერი გემებისა და ჩქაროსნული კატარღების შემდეგ, ნარკოტიკების ტრანსპორტირებისთვის წყალქვეშა ნავების გამოყენებაზე გადავიდნენ. მექსიკის ან ამერიკის სანაპიროსთან, ტონობით კოკაინით დატვირთული წყალქვეშა ნავის აღმოჩენა ძალოვანი სტრუქტურების გაკვირვებას აღარ იწვევს. „თეთრი სიკვდილის“ დისტრიბუციის საქმე საათივით ზუსტად მუშაობს.
კოლუმბიელი ხელმარჯვე ოსტატების ქმნილებები სპეციალისტებსაც კი აოცებენ. კუსტარულად დამზადებულ წყალქვეშა ნავებს, გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი - 2-3 კაციანი ეკიპაჟისთვის საყოფაცხოვრებო პირობები, საკვების მარაგი, ჰიგიენის პირობები, ჰაერის კონდიცირება, კავშირი, ნავიგაცია, ავტოპილოტი - აქვს.
ასეთ წყალქვეშა ნავებს, გასაიდუმლოებულ პირობებში ჯუნგლებში - ესტეროსებში აშენებენ. ესტეროსი - ვიწრო სრუტეებია, რომლებიც ზღვიდან კონტინენტის სიღრმეში 15 კმ-მდე შედის. საჭირო სამშენებლო მასალებიც აქ მოაქვთ. მათი სახით საყოფაცხოვრებო ნივთებსაც იყენებენ. მაგალითად, სანტექნიკის ონკანებს და პლასტმასის საკანალიზაციო მილებს. როგორც წესი, კოკაინის დამამზადებელი ლაბორატორიებიც აქვე მდებარეობს.
ნარკოტიკებით დატვირთული პირველი წყალქვეშა ნავი სანაპირო დაცვამ 1993 დააკავა. მას შემდეგ ჩამორთმეული სუბმარინების რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. დროთა განმავლობაში წყაქვეშა ნავების კონსტრუქცია დაიხვეწა. დღეს მათ კორპუსებს კომპოზიციური მასალებისგან ამზადებენ. დამზადების შემდეგ, ესტეროსის გავლით, წყალქვეშა ნავი სპეციალურ ადგილამდე მიჰყავთ (მისი ადგილმდებარეობა მხოლოდ კაპიტანმა იცის) და ნარკოტიკებით ტვირთავენ. საშუალოდ ერთი სუბმარინა 5-დან 12 ტონამდე კოკაინს იტევს.
ასეთი წყალქვეშა ნავების აღმოჩენა საკმაოდ რთულია. წყლიდან მათი მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს. კომპოზიციური კორპუსის რადარებით აღმოჩენა შეუძლებელია. ვიზუალური დაფიქსირების თავიდან ასაცილებლად კი წყალქვეშა ნავებს ლურჯად ღებავენ. მექსიკამდე მისაღწევად 3-4 კაციან ეკიპაჟს საშუალოდ, 10 დღე სჭირდება.
კონტრაბანდის აღმოჩენის შემთხვევაში, კაპიტანი სპეციალურ სარქველს ხსნის და წყალქვეშა ნავთან ერთად, ნარკოტიკები და მათი ტრანსპორტირების სამხილები ზღვის ფსკერისკენ მიემართება.
ერთი ასეთი წყალქვეშა ნავის მშენებლობა ნარკო-კორტელს 1,5-2 მილიონი დილარი უჯდება. თუმცა 200 მილიონიან მოგებასთან შედარებით, ეს ზღვაში წვეთია.
რეისის წარმატების შემთხვევაში, ნავს როგორც წესი, ძირავენ. კაპიტანი, რომელსაც განსაკუთრებული „კასტინგით“ მხოლოდ საიმედო ხალხისგან არჩევენ, 20-25, ეკიპაჟის დანარჩენი წევრები კი - 5-6 ათას დოლარს ღებულობენ. სოლიდური თანხის მიუხედავად, რისკიც დიდია. წარუმატებლობის შემთხვევაში, მათ უკან დასაბრუნებელი გზა არ აქვს. სამართალდამცველებისგან თავის დაღწევის შემთხვევაშიც კი, ეკიპაჟს ნარკოკორტელის წარმომადგენლები მოკლავენ.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით