"რკინის კაცი" საბრძოლველად ემზადება

"რკინის კაცი" საბრძოლველად ემზადება

მიმდინარე წლის ზაფხულში, ამერიკელი სამხედროები TALOS-ის ტიპის სამხედრო ეკიპირების გამოცდას დაიწყებენ, რომელსაც ამერიკულმა პრესამ "რკინის კაცი" შეარქვა. განცხადება ამის შესახებ, აშშ-ის ადმირალმა უილიამ მაკ-რეივენმა გაავრცელა. პროექტის მიზანი თვითოეული ამერიკელი ჯარისკაცის საბრძოლო პოტენციალის ზრდაა. ამის მიღწევა ორი კომპონენტის ხარჯზე იგეგმება - ეგზოჩონჩხი, რომელიც ჯარისკაცის დაცვის და ფიზიკური შესაძლებლობების გაზრდას მოემსახურება და ელექტრონული სისტემები, რომლებიც "რკინის კაცში" იქნება ჩამონტაჟებული.

TALOS-ის შექმნაში 16 სახელმწიფო სააგენტო, 13 უნივერსიტეტი, 10 ნაციონალური ლაბორატორია და 56 სამრეწველო კორპორაცია მონაწილეობს. "რკინის კაცის" საერთო დიზაინი მკაცრადაა გასაიდუმლოებული.

2014 წლის ივნისისთვის საპი პროტოტიპის დამზადება მოესწრება. მთლიანად ეკიპირებას კი ამერიკის არმია შეიარაღებაში სავარაუდოდ, 2018 წელს მიიღებს. მაკ-რეივენის განმარტებით, ზაფხულში მხოლოდ TALOS-ის შემადგენლობაში შემავალ ეგზოჩონჩხს გამოცდიან. დაცვის უზრუნველყოფასთან ერთად, ის ჯარისკაცს მძიმე ტვირთების გადატანასა და ეკიპირების ტარებაში დაეხმარება.

TALOS-ის შემადგენლობაში სპეციალური ჯავშანჩაფხუტი შევა, რომელიც ინფორმაციის შეგროვებისა და გადამუშავების სისტემით იქნება აღჭურვილი. მისი გამოსახვა ჩაფხუტის დამცავ მინაზე მოხდება.

ფიზიკურთან ერთად, "რკინის კაცი" ჯარისკაცების საბრძოლო შესაძლებლობებსაც გაზრდის. მის კომპლექტში სითბოვიზორი და ღამის ხედვის მოწყობილობაც შევა.

ამერიკელმა ჟურნალისტებმა TALOS-ს "რკინის კაცი" ამაოდ როდი შეარქვეს. ცნობილი ჰოლივუდური ბლოგბასტერის პერსონაჟის მსგავსად, სამხედრო ვარიანტზეც დიდი რაოდენობით სხვადასხვა დეტექტორები და სენსორები იქნება დამონტაჟებული. ისინი ადამიანის გულისცემის რიტმს, სხეულის ტემპერატურას, დაღლილობის დონეს გააკონტოლებენ და მთელს ინფორმაციას სამეთაურო ცენტრში გადასცემენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე