საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი ჟურნალს უჩივის, რომელმაც ოლანდის ღალატზე დაწერა

საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი ჟურნალს უჩივის, რომელმაც ოლანდის ღალატზე დაწერა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ყოფილმა მეუღლემ ვალერი ტრიერვეილერმა ჟურნალ Closer-ს მისი ფოტოების გამოქვეყნებისთვის უჩივლა. ტიერვეილერი გამოცემას "პირად ცხოვრებაში ჩარევაში" ადანაშაულებს და მისგან 55 000 ევროს ითხოვს.

ადრე გამოცემა Closer-მა გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც ვალერი მავრიკის კუნძულის ერთ-ერთ სანაპიროზე საცურაო კოსტუმშია აღბეჭდილი.

გარდა ამისა, გამოქვეყნებულმა ფოტოებმა საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედის ვაჟიც აღაშფოთა. მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ "გადატანილი განსაცდელის შემდეგ, დედამისს თავი დაანებონ".

სწორედ ჟურნალმა Closer-მა გამოაქვეყნა სტატია ფრანსუა ოლანდისა და მსახიობ ჟული გაიეს რომანის შესახებ. სკანდალის შემდეგ, 59 წლის ოლანდმა ვალერი ტრიერვეილერთან დაშორების შესახებ განაცხადა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა