სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რიჩარდ ნორლანდი შსს-ს მადლობას უხდის
რიჩარდ ნორლანდი შსს-ს მადლობას უხდის

აშშ-ის ელჩი რი­ჩარდ ნორ­ლან­დი სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ არას­რულ­წლო­ვან­თა ტრე­ფი­კინ­გის და სა­ბავ­შვო პორ­ნოგ­რა­ფი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის საქ­მე­ში გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია და უწყე­ბას მად­ლო­ბას უხ­დის.

რი­ჩარდ ნორ­ლან­დი სა­მად­ლო­ბელ წე­რილ­ში სა­მი­ნის­ტროს ცალ­კე­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე სა­უბ­რობს და მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის იმედს გა­მოთ­ქვამს.

"ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს და ად­გი­ლობ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის ოფი­სის სა­ხე­ლით მინ­და თქვენს სა­მი­ნის­ტროს მი­ვუ­ლო­ცო ნა­ნუ­ლი წიკ­ლა­უ­რის და ტედი ნე­სის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა. ხსე­ნე­ბუ­ლი საქ­მე სა­ჭი­რო­ებ­და ამე­რი­კულ, ებ­რა­ულ, ავ­სტრა­ლი­ურ და გერ­მა­ნულ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში ჩვე­ნი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ოფი­სის და სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­კებ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა თქვე­ნი სა­მი­ნის­ტროს სწრაფ­მა რე­ა­გი­რე­ბამ, მო­წა­დი­ნე­ბამ და კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის დო­ნემ. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თქვე­ნი ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ტრე­ფი­კინ­გის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს, ერეკ­ლე მო­ძღვრიშ­ვილს და ამ საქ­მე­ში წამ­ყვან გა­მომ­ძი­ე­ბელს დი­ა­ნა რო­ბი­ტაშ­ვილს ისე­ვე, რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს ტა­რი­ელ ალა­ვი­ძეს მათი თავ­და­დე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თვის. მინ­და ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თქვე­ნი ინ­ტერ­პო­ლის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნელს, ალექ­სან­დრე არა­ყიშ­ვილს და ამა­ვე სამ­სა­ხუ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს, გი­ორ­გი გი­ორ­გა­ძეს გა­წე­უ­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­მე­კავ­ში­რეო სამ­სა­ხუ­რის­თვის და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის­თვის. მად­ლო­ბე­ლი ვარ თქვე­ნი სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის, რო­მელ­მაც უზ­რუნ­ველ­ყო შე­სა­ბა­მი­სი მე­დია გა­შუ­ქე­ბა და იმის­თვის, რომ სა­ჭი­რო გზავ­ნი­ლის სა­ხით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რათა ყვე­ლამ იცო­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბი არ რჩე­ბა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე. თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო, მინ­და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მოვ­ხა­ტო თქვენს მიერ გა­წე­უ­ლი იმ ბრძო­ლის­თვის, რაც თქვენ აწარ­მო­ეთ არას­რულ­წლო­ვან­თა ტრე­ფი­კინ­გის და სა­ბავ­შვო პორ­ნოგ­რა­ფი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძლდე­ბა იმის­თვის, რომ მო­მა­ვალ­შიც გა­მო­ვავ­ლი­ნოთ და და­ვა­კა­ვოთ ყვე­ლა ის პირი, რო­მე­ლიც მსგავს შე­მაძ­რწუ­ნე­ბელ და­ნა­შა­უ­ლე­ბებს სჩა­დის", - ნათ­ქვა­მია აშშ-ის ელ­ჩის წე­რილ­ში.

2013 წლის თე­ბერ­ვლი­დან შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტრე­ფი­კინ­გი­სა და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­პო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­როს მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შემ­ცვე­ლი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ხა­სი­ა­თის სუ­რა­თე­ბი­სა და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბის, გავ­რცე­ლე­ბი­სა და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე.

გა­მო­ძი­ე­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ის­რა­ე­ლი­სა და ავ­სტრა­ლი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ. ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მხრივ გა­მო­ძი­ე­ბას აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბო­და აშშ-ს სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში და ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი სამ­დივ­ნო.

სამ­თვი­ა­ნი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და ქვეყ­ნებს შო­რის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და მსხვერ­პლი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მსხვერ­პლი არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 11 წლის მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა, რო­მელ­საც 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აი­ძუ­ლებ­და დედა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი სუ­რა­თე­ბის და ვი­დე­ო­ფი­რე­ბის გა­და­ღე­ბა­ში. მცი­რე­წლოვ­ნის პორ­ნოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლას ეს უკა­ნას­კნე­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით, გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ყიდ­და ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე მა­მა­კაც­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა არა­ერ­თხელ იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და თა­ნამ­ზრახ­ველ დე­დას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფო­ტო­მა­სა­ლის დამ­ზა­დე­ბა­ში. თა­ვის მხრივ, იგი ის­რა­ელ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი IP მი­სა­მარ­თი­დან ტვირ­თავ­და აღ­ნიშ­ნულ ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლას სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ-სა­ი­ტებ­ზე და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ახ­დენ­და გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ მათ რე­ა­ლი­ზა­ცი­ას.

მიმ­დი­ნა­რე წლის 8 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­კა­ვეს მსხვერ­პლის დედა, 45 წლის, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ხოლო ის­რა­ელ­ში - წარ­სულ­ში ყა­ჩა­ღო­ბი­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გაქ­ცე­ვი­სათ­ვის ნა­სა­მარ­თლე­ვი, 42 წლის ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე მა­მა­კა­ცი.

არას­რულ­წლოვ­ნის და­კა­ვე­ბუ­ლი დედა მო­თავ­სე­ბუ­ლია თბი­ლი­სი­სა და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში და მის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 1432-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს არას­რულ­წლოვ­ნით ვაჭ­რო­ბას (ტრე­ფი­კინ­გი). აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ის­ჯე­ბა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი 11 წლის გო­გო­ნა გა­დაყ­ვა­ნი­ლია ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დაც­ვი­სა და დახ­მა­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ფონ­დის თავ­შე­სა­ფარ­ში. ამ­ჟა­მად, რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, მას გა­მოც­დი­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბის მიერ უტარ­დე­ბა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რიჩარდ ნორლანდი შსს-ს მადლობას უხდის

რიჩარდ ნორლანდი შსს-ს მადლობას უხდის

აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის და საბავშვო პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში გაწეული სამუშაოთი აღფრთოვანებულია და უწყებას მადლობას უხდის.

რიჩარდ ნორლანდი სამადლობელ წერილში სამინისტროს ცალკეული დეპარტამენტების ხელმძღვანელთა პროფესიონალიზმზე საუბრობს და მომავალი თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს.

"ბატონო მინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ადგილობრივი უსაფრთხოების ოფისის სახელით მინდა თქვენს სამინისტროს მივულოცო ნანული წიკლაურის და ტედი ნესის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დასრულება. ხსენებული საქმე საჭიროებდა ამერიკულ, ებრაულ, ავსტრალიურ და გერმანულ სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობას. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ჩვენი რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მუშაკებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენი სამინისტროს სწრაფმა რეაგირებამ, მოწადინებამ და კომპეტენტურობის დონემ. განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო თქვენი ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ტრეფიკინგის სამმართველოს უფროსს, ერეკლე მოძღვრიშვილს და ამ საქმეში წამყვან გამომძიებელს დიანა რობიტაშვილს ისევე, როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულის სამმართველოს უფროსს ტარიელ ალავიძეს მათი თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო თქვენი ინტერპოლის ნაციონალური ბიუროს ხელმძღვანელს, ალექსანდრე არაყიშვილს და ამავე სამსახურის საერთაშორისო ძებნის სამმართველოს უფროსს, გიორგი გიორგაძეს გაწეული შესანიშნავი სამეკავშირეო სამსახურისთვის და კოორდინაციისთვის. მადლობელი ვარ თქვენი სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის, რომელმაც უზრუნველყო შესაბამისი მედია გაშუქება და იმისთვის, რომ საჭირო გზავნილის სახით გაავრცელა ინფორმაცია, რათა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოში მსგავსი დანაშაულები არ რჩება რეაგირების გარეშე. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო მინისტრო, მინდა აღფრთოვანება გამოვხატო თქვენს მიერ გაწეული იმ ბრძოლისთვის, რაც თქვენ აწარმოეთ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის და საბავშვო პორნოგრაფიის წინააღმდეგ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძლდება იმისთვის, რომ მომავალშიც გამოვავლინოთ და დავაკავოთ ყველა ის პირი, რომელიც მსგავს შემაძრწუნებელ დანაშაულებებს სჩადის", - ნათქვამია აშშ-ის ელჩის წერილში.

2013 წლის თებერვლიდან შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მიმდინარეობდა გამოძიება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ხასიათის სურათებისა და ვიდეოჩანაწერების უკანონო დამზადების, გავრცელებისა და გასაღების ფაქტზე.

გამოძიება პარალელურად მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და ავსტრალიის სპეცსამსახურების მიერ. ინფორმაციული უზრუნველყოფის მხრივ გამოძიებას აქტიურად ეხმარებოდა აშშ-ს საელჩო საქართველოში და ინტერპოლის გენერალური სამდივნო.

სამთვიანი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობის შედეგად სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილი გახდა მსხვერპლისა და ბრალდებულების ვინაობა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მსხვერპლი არის საქართველოს მოქალაქე, 11 წლის მცირეწლოვანი გოგონა, რომელსაც 2 წლის განმავლობაში აიძულებდა დედა მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიული სურათების და ვიდეოფირების გადაღებაში. მცირეწლოვნის პორნოგრაფიულ მასალას ეს უკანასკნელი მატერიალური გამორჩენის მიზნით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყიდდა ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე. აღნიშნული პიროვნება არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და თანამზრახველ დედასთან ერთად მონაწილეობდა ფოტომასალის დამზადებაში. თავის მხრივ, იგი ისრაელში დაფიქსირებული IP მისამართიდან ტვირთავდა აღნიშნულ ფოტო და ვიდეომასალას სხვადასხვა ინტერნეტ-საიტებზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახდენდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მათ რეალიზაციას.

მიმდინარე წლის 8 აპრილს საქართველოში დააკავეს მსხვერპლის დედა, 45 წლის, საქართველოს მოქალაქე, ხოლო ისრაელში - წარსულში ყაჩაღობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევისათვის ნასამართლევი, 42 წლის ისრაელის მოქალაქე მამაკაცი.

არასრულწლოვნის დაკავებული დედა მოთავსებულია თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432-ე მუხლით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგი). აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დაზარალებული 11 წლის გოგონა გადაყვანილია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თავშესაფარში. ამჟამად, რესოციალიზაციის მიზნით, მას გამოცდილი ფსიქოლოგების მიერ უტარდება სარეაბილიტაციო კურსი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ