სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნიკა წერედიანი - "კინაღამ ქალი ვიმსხვერპლე"
ნიკა წერედიანი - "კინაღამ ქალი ვიმსხვერპლე"

ნიკა წე­რე­დი­ა­ნი ათი წე­ლია, თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. მა­მის, სო­ხუ­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ ნუგ­ზარ წე­რე­დი­ა­ნის, გვერ­დით, კუ­ლი­სებ­შია გაზ­რდი­ლი და ალ­ბათ, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ თა­ვა­დაც ეს პრო­ფე­სია აირ­ჩია.

დღეს თე­ატ­რში ნიკა წე­რე­დი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკლში - "ზვა­ვი", "პო­ლი­ცია", "დრა­კო­ნი", "7 პ.პ"... გა­და­ღე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე სე­რი­ალ­ში: "K 17"-ში, მან სპეც­რაზ­მე­ლის როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა, "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან - მე­დი­არ­ში"ექი­მის ხა­ლა­თი მო­ირ­გო. ახ­ლა­ხან "ტე­ლე­ი­მე­დის"სე­რი­ალ­ში "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი"მთა­ვა­რი გმი­რე­ბის დე­დის, ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის პერ­სო­ნა­ჟის ახალ­გაზ­რდა საქმროს როლი შე­ას­რუ­ლა...

- ნიკა, მა­მის პრო­ფე­სი­ის გამო, სულ თე­ატ­რში გი­წევ­დათ ყოფ­ნა, ბავ­შვო­ბა­ში რამე როლი თუ შე­გის­რუ­ლე­ბი­ათ რო­მე­ლი­მე სპექ­ტაკლში?

- არა, მაგ­რამ ახ­ლა­ხან, ახალ წელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთი შემ­თხვე­ვა გა­მახ­სენ­და. მამა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი თბი­ლის­ში ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც თოვ­ლის ბა­ბუ­ის გან­სა­ხი­ე­რე­ბა უწევ­და. არ ვიცი, ვისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მაგ­რამ როცა 6-7 წლის ვი­ყა­ვი, კინ­ტოს ფორ­მა ჩა­მაც­ვეს, წი­თე­ლი ლენ­ტი გა­და­მი­ჭი­რეს და იმ წელს მე ვი­ყა­ვი "ახა­ლი წელი". ეს იყო და ეს, ბავ­შვო­ბა­ში სცე­ნას­თან სხვა შე­ხე­ბა არ მქო­ნია. თუმ­ცა ყო­ველ­თვის მომ­წონ­და ის გა­რე­მო. ვუ­ყუ­რებ­დი, მსა­ხი­ო­ბე­ბი რო­გორ იკე­თებ­დნენ და იშო­რებ­დნენ გრიმს, ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ სცე­ნა­ზე გა­სას­ვლე­ლად, ყვე­ლას ტექ­სტი ზე­პი­რად ვი­ცო­დი და დარ­ბაზ­ში მჯდო­მი, წი­ნას­წარ ვჩურ­ჩუ­ლებ­დი მათ რეპ­ლი­კებს. ეს სამ­ყა­რო ძა­ლი­ან მომ­წონ­და და ბავ­შვის თვა­ლე­ბით კი­დევ უფრო ლა­მაზ ფე­რებ­ში ჩან­და.

ჩვენ ცუდი პე­რი­ო­დი დაგ­ვემ­თხვა, როცა მე გაკ­ვე­თი­ლე­ბი უნდა მეს­წავ­ლა, წიგ­ნე­ბი მე­კი­თხა და ინ­ტე­ლექ­ტი გა­მეღრმა­ვე­ბი­ნა, არ გვქონ­და შუქი, გაზი, გვი­წევ­და პუ­რის რიგ­ში დგო­მა. კი, რა­ღა­ცას ვა­ხერ­ხებ­დით, მაგ­რამ მა­ინც მო­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით სუ­ლი­ერ საზ­რდოს. მა­მა­ჩემს გა­უ­ხარ­და, როცა გა­ი­გო, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბას ვა­პი­რებ­დი - ბავ­შვი გა­ნათ­ლე­ბას შე­ი­ძენს, სხვა თუ არა­ფე­რი, კარ­გი მა­ყუ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბაო. ძა­ლი­ან უც­ბად მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მა­ნამ­დე არ მივ­ლია დრამ­წრე­ზე, არც მე­ტყვე­ლე­ბა­სა და ოს­ტა­ტო­ბა­ში მოვმზა­დე­ბულ­ვარ. გა­მოც­დე­ბამ­დე რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყა­ვი დიმა ჯა­ი­ან­თან მი­სუ­ლი. ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად კი­თხუ­ლობს ლექ­სებს, მან ამიხ­სნა, რა იყო ეტი­უ­დი და სხვა ნი­უ­ან­სე­ბი. ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თკვი­რი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ გა­მოც­დებ­ზე გა­ვე­დი.

თა­ვი­დან ბა­ტო­ნი ან­ზორ ქუ­თა­თე­ლა­ძის ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად საყ­ვა­რე­ლი, ბუნ­ჩუ­ლა ბაბუ იყო, კე­თი­ლი თვა­ლე­ბით. შემ­დეგ ნანა დე­მეტ­რაშ­ვი­ლის ჯგუფ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლეთ. გა­მი­მარ­თლა, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­ში აღ­მოვ­ჩნდი. ჯგუფ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 14 კაცი ვსწავ­ლობ­დით და დღეს ყვე­ლა არ­ტის­ტია.

- დღეს რო­გორ აფა­სებთ თქვენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვანს?

- დრო რომ გა­დის და შენს ნა­ბიჯს აა­ნა­ლი­ზებ, ხვდე­ბი, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი პრო­ფე­სია გაქვს არ­ჩე­უ­ლი. სამ­ყა­როს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა თვა­ლით ხე­დავ. უცხო ადა­მი­ა­ნის თვი­სე­ბებს, საქ­ცი­ელს აკ­ვირ­დე­ბი და თან ამა­ზე ტვი­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რად და გა­მუდ­მე­ბით მუ­შა­ობს. ვთქვათ, ქუ­ჩა­ში ვი­ღაც მო­დის და სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რა მო­გე­წო­ნე­ბა, ცდი­ლობ და­ი­მახ­სოვ­რო. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცამ და­იყ­ვი­როს და იმ ხმას ჩა­უღ­რმავ­დე და მერე იქი­დან რა­ღაც ის­ტო­რია ააგო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნიკა წერედიანი - "კინაღამ ქალი ვიმსხვერპლე"

ნიკა წერედიანი - "კინაღამ ქალი ვიმსხვერპლე"

ნიკა წერედიანი ათი წელია, თუმანიშვილის თეატრის მსახიობია. მამის, სოხუმის თეატრის მსახიობ ნუგზარ წერედიანის, გვერდით, კულისებშია გაზრდილი და ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ თავადაც ეს პროფესია აირჩია.

დღეს თეატრში ნიკა წერედიანი დაკავებულია რამდენიმე სპექტაკლში - "ზვავი“, "პოლიცია“, "დრაკონი“, "7 პ.პ“... გადაღებულია რამდენიმე სერიალში: "K 17“-ში, მან სპეცრაზმელის როლი განასახიერა, "გოგონა გარეუბნიდან - მედიარში"ექიმის ხალათი მოირგო. ახლახან "ტელეიმედის"სერიალში "ჩვენი ამბავი"მთავარი გმირების დედის, ნანა ლორთქიფანიძის პერსონაჟის ახალგაზრდა საქმროს როლი შეასრულა...

- ნიკა, მამის პროფესიის გამო, სულ თეატრში გიწევდათ ყოფნა, ბავშვობაში რამე როლი თუ შეგისრულებიათ რომელიმე სპექტაკლში?

- არა, მაგრამ ახლახან, ახალ წელთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა გამახსენდა. მამა გარკვეული პერიოდი თბილისში ფილარმონიაში მუშაობდა, სადაც თოვლის ბაბუის განსახიერება უწევდა. არ ვიცი, ვისი გადაწყვეტილებით, მაგრამ როცა 6-7 წლის ვიყავი, კინტოს ფორმა ჩამაცვეს, წითელი ლენტი გადამიჭირეს და იმ წელს მე ვიყავი "ახალი წელი“. ეს იყო და ეს, ბავშვობაში სცენასთან სხვა შეხება არ მქონია. თუმცა ყოველთვის მომწონდა ის გარემო. ვუყურებდი, მსახიობები როგორ იკეთებდნენ და იშორებდნენ გრიმს, ემზადებოდნენ სცენაზე გასასვლელად, ყველას ტექსტი ზეპირად ვიცოდი და დარბაზში მჯდომი, წინასწარ ვჩურჩულებდი მათ რეპლიკებს. ეს სამყარო ძალიან მომწონდა და ბავშვის თვალებით კიდევ უფრო ლამაზ ფერებში ჩანდა.

ჩვენ ცუდი პერიოდი დაგვემთხვა, როცა მე გაკვეთილები უნდა მესწავლა, წიგნები მეკითხა და ინტელექტი გამეღრმავებინა, არ გვქონდა შუქი, გაზი, გვიწევდა პურის რიგში დგომა. კი, რაღაცას ვახერხებდით, მაგრამ მაინც მოშორებულები ვიყავით სულიერ საზრდოს. მამაჩემს გაუხარდა, როცა გაიგო, რომ მსახიობობას ვაპირებდი - ბავშვი განათლებას შეიძენს, სხვა თუ არაფერი, კარგი მაყურებელი იქნებაო. ძალიან უცბად მივიღე ეს გადაწყვეტილება. მანამდე არ მივლია დრამწრეზე, არც მეტყველებასა და ოსტატობაში მოვმზადებულვარ. გამოცდებამდე რამდენჯერმე ვიყავი დიმა ჯაიანთან მისული. ის არაჩვეულებრივად კითხულობს ლექსებს, მან ამიხსნა, რა იყო ეტიუდი და სხვა ნიუანსები. ფაქტობრივად, დაახლოებით ერთკვირიანი მომზადების შემდეგ გამოცდებზე გავედი.

თავიდან ბატონი ანზორ ქუთათელაძის ჯგუფში მოვხვდი. ის არაჩვეულებრივად საყვარელი, ბუნჩულა ბაბუ იყო, კეთილი თვალებით. შემდეგ ნანა დემეტრაშვილის ჯგუფში გადავინაცვლეთ. გამიმართლა, რომ ასეთი ადამიანების ხელში აღმოვჩნდი. ჯგუფში დაახლოებით 14 კაცი ვსწავლობდით და დღეს ყველა არტისტია.

- დღეს როგორ აფასებთ თქვენს პროფესიულ არჩევანს?

- დრო რომ გადის და შენს ნაბიჯს აანალიზებ, ხვდები, რომ ყველაზე მაგარი პროფესია გაქვს არჩეული. სამყაროს აბსოლუტურად სხვა თვალით ხედავ. უცხო ადამიანის თვისებებს, საქციელს აკვირდები და თან ამაზე ტვინი ავტომატურად და გამუდმებით მუშაობს. ვთქვათ, ქუჩაში ვიღაც მოდის და სიარულის მანერა მოგეწონება, ცდილობ დაიმახსოვრო. შეიძლება, ვიღაცამ დაიყვიროს და იმ ხმას ჩაუღრმავდე და მერე იქიდან რაღაც ისტორია ააგო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება