სასამართლოს მიერ თანამდებობიდან ორჯერ გადაყენებული ისევ თანამდებობაზე დანიშნეს

სასამართლოს მიერ თანამდებობიდან ორჯერ გადაყენებული ისევ თანამდებობაზე დანიშნეს

კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ყოფილ დირექტორს ვალერი გრემელაშვილს სასამართლომ სააგენტოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობა ორჯერ აუკრძალა. პირველად, სააგენტოს დირექტორობიდან ის 2013 წლის 15 იანვარს, კახეთის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გადააყენეს. სასამართლოს განჩინების მიუხედავად, უფრო მაღალ თანამდებობაზე - სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარედ არჩეული გრიმალაშვილი, მეორედ, 2013 წლის 21 თებერვალს გაათავისუფლეს.

გრემელაშვილი სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარესთან, გიორგი სიბაშვილთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაშია ბრალდებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 5 000 ლარის ოდენობით აქვს შეფარდებული და ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ჯერ მოწმეთა დაკითხვაც არ დაუსრულებია, გრემელაშვილი თანამდებობაზე მესამედ, 2014 წლის 23 იანვარს სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს.

გამგეობის 23 იანვრის სხდომის დამსწრეებს, სადაც თამჯდომარე და მოადგილე აირჩიეს, არ ახსოვთ, რომ ვალერი გრემელაშვილი სასამართლომ სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობებიდან 2-ჯერ გადააყენა. "როდის მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში? არ ვიცოდი, მაგ დროს არ ვიცნობდი ბატონ ვალერის. მისი კანდიდატურა ვინ წამოაყენა ამ თანამდებობაზე, არ მახსოვს, მაგრამ ხმათა უმრავლესობით შეირჩა. მეტი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ალბათ, ამიტომ",- აცხადებს სიღნაღის გამგებელი რამაზ პოპიაშვილი.

გამგეობის სხდომაზე ასევე გადაწყვიტეს, რომ სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარეს ხელფასი არ ექნება, მოადგილის ხელფასი კი 1000 ლარით განისაზღვრა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა